საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g 9/12 გვ. 19
  • თევზების ქარავანი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • თევზების ქარავანი
  • გამოიღვიძეთ! — 2012
  • მსგავსი მასალა
  • თევზი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • როდესაც თევზი თქვენი დაავადების მიზეზი ხდება
    გამოიღვიძეთ! — 2006
  • ფრინველები „სათევზაოდ მიდიან“
    გამოიღვიძეთ! — 2011
  • თუთიყუშთევზა — ქვიშის წარმომქნელი დანადგარი?
    გამოიღვიძეთ! — 2015
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 2012
g 9/12 გვ. 19

ვინ შექმნა?

თევზების ქარავანი

ყოველ წელს ავტოკატასტროფებს მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ეწირება, 50 მილიონი კი ტრავმას იღებს. არადა ამ დროს ოკეანეში მილიონობით თევზს შეუძლია გუნდურად ისე იცუროს, რომ ერთმანეთს არც კი შეეხონ. როგორ ახერხებენ თევზები ამას? შეიძლება, მათზე დაკვირვებით როგორმე შევამციროთ ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი?

დაფიქრდით: გუნდურად მოცურავე თევზები თავიანთი თანამგზავრების მდგომარეობას გებულობენ თვალებით და განსაკუთრებული გრძნობის ორგანოს მეშვეობით, რომელსაც გვერდითი ხაზი ჰქვია. მათ გრძნობის ეს ორგანოები სამ რამეში ეხმარება:

  1. გვერდიგვერდ ცურვაში. ისეთივე სიჩქარეს ავითარებენ, როგორსაც გვერდით მოცურავე თევზები და ერთმანეთს შორის თანაბარ მანძილს ინარჩუნებენ.

  2. მიახლოებაში. წინა თევზს კუდში მიჰყვებიან.

  3. შეჯახების თავიდან არიდებაში. სხვა თევზებს რომ არ შეეხონ, მიმართულებას იცვლიან.

გუნდურად მოცურავე თევზების ამ სამ თვისებაზე დაკვირვებით მანქანების დიზაინერმა ერთმა იაპონელმა შექმნა რამდენიმე პატარა რობოტ-მანქანა, რომლებიც ჯგუფურად ისე მოძრაობენ, რომ ერთმანეთს არ ეჯახებიან. თვალების ნაცვლად რობოტები საკომუნიკაციო სისტემებს იყენებენ, გვერდითი ხაზის ნაცვლად კი — ლაზერულ მანძილსაზომს. კომპანია დარწმუნებულია, რომ ეს მათ საშუალებას მისცემს, შექმნან ისეთი ავტომანქანები, რომელთა მოძრაობის დროს „შემცირდება ავტოსაგზაო შემთხვევები, საცობები და გარემოც ნაკლებად დაბინძურდება“.

„თანამედროვე ელექტრონული ტექნოლოგიების სრული გამოყენებით ჩვენ შევქმენით გუნდურად მოცურავე თევზების ანალოგი, — ამბობს ტოშიიუკი ანდო, რობოტ-მანქანების კომპანიის მთავარი ინჟინერი. — დღევანდელ ტექნოლოგიურ ეპოქაში ჩვენ მართლა ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია ამ თევზებზე დაკვირვებით“.

რას ფიქრობთ? უმართავ პროცესებს მივაწეროთ გუნდურად მოცურავე თევზების არსებობა თუ გონიერ შემოქმედს?

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება