-
ჟესტები და სახის გამომეტყველებამიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
-
-
ხაზგასმის ჟესტები გრძნობების გამოსახატავად და აზრის დამაჯერებლად გადმოსაცემად გამოიყენება. მათი საშუალებით ხდება ხაზგასმა, აგრეთვე აზრის გაძლიერება და უფრო ცოცხლად გადმოცემა. ხაზგასმის ჟესტების გამოყენება მნიშვნელოვანია, მაგრამ საჭიროა სიფრთხილე. ხაზგასმის ჟესტები შეიძლება მანერაში გადაიზარდოს. ერთი და იმავე ჟესტის ხშირად გამოყენებით მსმენელის ყურადღებას თვით ამ ჟესტზე გაამახვილებ და ვერაფერს შემატებ შენს მოხსენებას. თუ სკოლის ზედამხედველი გეტყვის, რომ ჩვევად გაქვს ერთი და იმავე ჟესტების ხშირად გამოყენება, შეეცადე, დროებით მხოლოდ აღწერილობითი ჟესტები გამოიყენო. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ისევ სცადე ხაზგასმის ჟესტების გამოყენება.
იმისათვის, რომ სწორად განსაზღვრო, რამდენად ხშირად გამოიყენო ხაზგასმის ჟესტები ან როგორი ჟესტები იქნება სათანადო, მხედველობაში უნდა მიიღო მსმენელი; მსმენელმა შეიძლება თავი უხერხულად იგრძნოს, თუ მისკენ თითს გაიშვერ. ზოგ კულტურაში ესა თუ ის ჟესტი, მაგალითად, გაკვირვების ნიშნად ხელის პირთან მიტანა, მამაკაცისთვის მიუღებლად და ქალურ ჟესტად ითვლება. ზოგ ქვეყანაში კი ქალისთვის მიუღებელია თავისუფლად ჟესტიკულირება. ამიტომაც ასეთ ქვეყნებში დებმა ძირითადი ყურადღება უნდა გადაიტანონ სახის გამომეტყველებაზე. გარდა ამისა, მცირერიცხოვანი ჯგუფის წინაშე ლაპარაკის დროს მეტისმეტი ჟესტიკულირება და ხელების ფართოდ გაშლა თითქმის ყველა ქვეყანაში ღიმილს მოჰგვრის მსმენელს.
თანდათანობით, რაც მეტ გამოცდილებას შეიძენ და რაც უფრო თავისუფლად ილაპარაკებ, უფრო ბუნებრივად შეძლებ გრძნობების გამოხატვას ხაზგასმის ჟესტებით და აზრებსაც უფრო დამაჯერებლად და გულწრფელად გადმოსცემ. ხაზგასმის ჟესტების გამოყენება გაცილებით საინტერესოს გახდის შენს გამოსვლას.
-
-
მხედველობითი კონტაქტიმიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
-
-
იქ, სადაც თვალის გასწორებას შეურაცხყოფად არ მიიჩნევენ, მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადაცემისას მხედველობითი კონტაქტის დამყარება დამაჯერებლობას მატებს ნათქვამს; მსმენელი ხედავს, რომ მოსაუბრე დარწმუნებულია თავის სიტყვებში. დაუკვირდი, როგორ მოიქცა იესო, როდესაც გაოცებულმა მოციქულებმა იკითხეს: „აბა, ვიღას შეუძლია გადარჩენა?“. ბიბლია გვაუწყებს: «იესომ შეხედა მათ და უთხრა: „ეს ადამიანებისთვის არის შეუძლებელი, ღვთისთვის კი ყველაფერი შესაძლებელია“» (მათ. 19:25, 26).
-