საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ერების სინათლე
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
    • შეკრება გრძელდება

      16, 17. ვინ არის იეჰოვას ხალხის „თესლი“ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ?

      16 ამ „სამეფო სამღვდელოების“ სრული რიცხვი 144000⁠-ია, რომელიც დროთა განმავლობაში შეიკრიბა (გამოცხადება 7:1—8; 14:1, სსგ). დასრულდა თუ არა ამით შეკრების საქმიანობა? არა. ესაიას წინასწარმეტყველება გრძელდება: „როგორც ახალი ცა და ახალი მიწა, რომელთაც შევქმნი, წარდგებიან ჩემს წინაშე, ამბობს უფალი, ასევე წარდგება თქვენი თესლი და თქვენი სახელი“ (ესაია 66:22).

  • ერების სინათლე
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
    • მაგრამ ეს წინასწარმეტყველება უფრო დიდი მნიშვნელობით ჩვენს დროში სრულდება.

      17 სულიერი ძმების „თესლი“ დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის იმედის მქონე „უამრავი ხალხია“. ისინი „ყოველი ერიდან და ტომიდან, ხალხებიდან და ენებიდან“ არიან მოსული და „ტახტის წინ და კრავის წინ“ დგანან. მათ „გაირეცხეს თავიანთი სამოსი და გაასპეტაკეს ისინი კრავის სისხლით“ (გამოცხადება 7:9—14; 22:17). დღეს „უამრავი ხალხი“ სულიერი სიბნელიდან იმ სინათლისკენ მიდის, რომლითაც იეჰოვა უზრუნველგვყოფს. მათ სწამთ იესო ქრისტე და თავიანთი ცხებული ძმებისა და დების მსგავსად, სულიერი და ზნეობრივი სიწმინდის შენარჩუნება აქვთ მიზნად დასახული. ისინი გაერთიანებულად განაგრძობენ მსახურებას ქრისტეს ხელმძღვანელობით და მარადიულად შეძლებენ ღვთის წინაშე „წარდგომას“! (ფსალმუნი 36:11, 29).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება