-
რა ნაყოფი გამოიღო ქადაგებამ — „ყანები . . . გადათეთრებულან მოსამკელად“ღვთის სამეფო მმართველობს!
-
-
უდავოა, რომ „მოვიდა მკის საათი“ და დაყოვნების დრო არ არის. იეჰოვას ბრძანების „აიღე შენი ნამგალი“ საპასუხოდ, იესო იქნევს თავის ნამგალს და იმკის დედამიწას, ანუ დედამიწაზე მცხოვრებ ხალხს.
-
-
რა ნაყოფი გამოიღო ქადაგებამ — „ყანები . . . გადათეთრებულან მოსამკელად“ღვთის სამეფო მმართველობს!
-
-
6. ა) როდის დაიწყო „მკის დრო“? ბ) როდის დაიწყო „დედამიწის მომკა“, ანუ უშუალოდ მოსავლის აღება? ახსენით.
6 ვინაიდან გამოცხადების მე-14 თავში მომკელ იესოს თავზე გვირგვინი ადგას (მუხლი 14), ესე იგი ის უკვე გამეფებულია. როგორც ვიცით, იესოს გამეფების თარიღი 1914 წელია (დან. 7:13, 14). გამეფებიდან გარკვეული დროის შემდეგ იგი მკის დაწყების ბრძანებას იღებს (მუხლი 15). მოვლენების სწორედ ამგვარ განვითარებას ვხვდებით იესოს იგავში ხორბალსა და სარეველაზე. ამ იგავის თანახმად, მკა ქვეყნიერების წყობის აღსასრულია. ამრიგად, მკის დრო და ქვეყნიერების წყობის აღსასრული ერთსა და იმავე დროს, კერძოდ, 1914 წელს დაიწყო, უშუალოდ მოსავლის აღება კი — ოდნავ მოგვიანებით (მათ. 13:30, 39). დღევანდელი გადასახედიდან შეგვიძლია იმის თქმა, რომ მოსავლის აღება იესოს გამეფებიდან რამდენიმე წელიწადში დაიწყო. 1914—1919 წლებში იესომ თავისი ცხებული მიმდევრები განწმინდა (მალ. 3:1—3; 1 პეტ. 4:17). შემდეგ, 1919 წელს იესომ „დედამიწის მომკა“ დაიწყო და ახალდანიშნული ერთგული მონის მეშვეობით ძმებს სამქადაგებლო საქმის გადაუდებლობა დაანახვა.
-