-
ვისწრაფვით გამარჯვებისკენგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
3. ა) როგორ გაამხნევა იესომ სმირნელი ქრისტიანები? ბ) რატომ უწოდა იესომ სმირნელ ქრისტიანებს მდიდრები, მიუხედავად იმისა, რომ ღარიბები იყვნენ?
3 „ვიცი შენი გასაჭირი და სიღარიბე, თუმცა მდიდარი ხარ. ვიცი მათი მკრეხელობაც, ვინც ამბობს: იუდეველები ვართო, მაგრამ იუდეველები კი არა, სატანის სინაგოგა არიან“ (გამოცხადება 2:9). იესო არ აკრიტიკებს თავის სმირნელ ძმებს, მხოლოდ გულთბილად აქებს. რწმენის გამო მათ ბევრ გასაჭირს გაუძლეს. როგორც ჩანს, თავიანთი ერთგულების გამო ისინი სიღარიბეში ცხოვრობდნენ (ებრაელები 10:34). სმირნელი ქრისტიანები უმთავრესად თავიანთ სულიერობაზე ზრუნავდნენ და იესოს რჩევის თანახმად განძს ზეცაში აგროვებდნენ (მათე 6:19, 20). ამიტომაც იყვნენ მდიდრები მთავარი მწყემსის თვალში (შეადარეთ იაკობის 2:5).
4. ვინ დევნიდა სასტიკად სმირნელ ქრისტიანებს და რა უწოდა იესომ მათ მდევნელებს?
4 იესო კარგად ხედავდა, რომ სმირნელი ქრისტიანები იუდეველებისგან დიდ წინააღმდეგობას ხვდებოდნენ. იუდეველების უმეტესობა გააფთრებით ებრძოდა ქრისტიანობის გავრცელებას (საქმეები 13:44, 45; 14:19). და, აი, ახლა, იერუსალიმის დაცემიდან რამდენიმე ათწლეულის გასვლის შემდეგ, სმირნელი იუდეველები მსგავს სატანურ სულს ავლენენ. ამიტომაც უწოდა იესომ მათ „სატანის სინაგოგა“a!
-
-
ვისწრაფვით გამარჯვებისკენგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
a იოანეს სიკვდილიდან სამოციოდე წლის გასვლის შემდეგ 86 წლის პოლიკარპე ცოცხლად დაწვეს სმირნაში, რადგან არ უარყო იესოსადმი რწმენა. სავარაუდოდ II საუკუნეში დაწერილ ნაშრომში „პოლიკარპეს მოწამეობრივი სიკვდილი“ ნათქვამია, რომ შეშის მოგროვებაში „იუდეველები, როგორც ყოველთვის, განსაკუთრებით აქტიურობდნენ“, მიუხედავად იმისა, რომ პოლიკარპე „დიდ შაბათს“ დაწვეს.
-