საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • შეკრება „სამყაროს ცენტრში“
    საგუშაგო კოშკი — 2004 | 15 თებერვალი
    • ერთმა რვა შვილის დედამ მოწმეებს უთხრა, რომ კათოლიკე იყო და ამიტომ მათთან ლაპარაკი არ შეეძლო. როდესაც მოწმეებმა უთხრეს, რომ მასთან იმ სირთულეების შესახებ საუბარი სურდათ, რომლებსაც ყველა აწყდება — მაგალითად, ნარკომანიისა და ოჯახური პრობლემების შესახებ — ქალი მოსმენაზე დათანხმდა.

      ერთი ადგილობრივი, ასაკში შესული ქალბატონი მოწმეთა წყვილს ცივად შეხვდა. ქალბატონმა მოწმეებს უთხრა, რომ წასულიყვნენ და ელაპარაკათ კონტინენტზე მცხოვრებლებთან, რომლებიც სხვების მიმართ სასტიკები არიან. წყვილმა მას აუხსნა, რომ „სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ“ ყველას სთავაზობდნენ და მათი კუნძულზე მისვლის მიზანი კონგრესზე დასწრება იყო, რაც ღვთისადმი სიყვარულის გაღრმავებას უწყობს ხელს (მათე 24:14, აქ). მოწმეებმა ქალს ჰკითხეს, თუ ისურვებდა ამ კუნძულზე არსებულ სამოთხისმაგვარ პირობებში, მაგრამ ავადმყოფობისა და სიკვდილის გარეშე, ცხოვრებას? მათ იმსჯელეს იმის თაობაზე, თუ რამდენი ხანია, რაც კუნძულზე ვულკანური კრატერები არსებობს; ამან ქალბატონი ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე დააფიქრა და იკითხა: „რატომ არის ჩვენი სიცოცხლე ასე ხანმოკლე?“ ის გაოცდა, როდესაც ფსალმუნების 89:10 წაუკითხეს.

      ამ დროს მოწმეებს მოულოდნელად ყვირილის ხმა შემოესმათ. მათ სიტყვები ვერ გაიგეს, მაგრამ როგორც ქალმა უთარგმნა, მეზობლად მცხოვრებნი შეურაცხმყოფელ სიტყვებს გაჰყვიროდნენ და აშკარად ცხადყოფდნენ, რომ მათ მოწმეების სტუმრობა არ სურდათ. ეს ქალბატონი „ნუა“, ანუ ოჯახში უფროსი ქალიშვილი, იყო. მამამისი უკვე გარდაცვლილი იყო, ამიტომ მას უნდა გადაეწყვიტა, რა იქნებოდა ოჯახისთვის სასიკეთო. ქალი მშობლიურ ენაზე დაელაპარაკა თავის ახლობლებს და მოწმეები დაიცვა, შემდეგ კი შეთავაზებული პუბლიკაციები აიღო. იმავე კვირას, როდესაც მან მოწმეებს გვერდით ჩაუარა, თავის ღვიძლ ძმას სთხოვა, გაეჩერებინა მანქანა. მისი აშკარა უკმაყოფილების მიუხედავად, ქალმა ჩვენს ძმებს მსახურებაში წარმატება უსურვა.

  • შეკრება „სამყაროს ცენტრში“
    საგუშაგო კოშკი — 2004 | 15 თებერვალი
    • [ჩარჩო 24 გვერდზე]

      აღდგომის კუნძულზე ქადაგება

      ამ ღირსსახსოვარ კონგრესამდე დაახლოებით ორი წლით ადრე კუნძულს სარაიონო ზედამხედველი და მისი მეუღლე ეწვივნენ. მათ აქ არაერთი სასიამოვნო შემთხვევა ჰქონდათ. მაგალითად, წარმოიდგინეთ მათი გაოცება, როდესაც დამ, რომელთანაც ისინი დაბინავდნენ, შეახსენა, რომ 16 წლის წინ, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სამხრეთ ჩილეში ცხოვრობდა, ისინი უტარებდნენ მას ბიბლიის შესწავლას. მაშინ დათესილმა თესლმა მოგვიანებით, რაპანუიზე გამოიღო ნაყოფი.

      აი, კიდევ რა გადახდათ მათ თავს. სუვენირების მაღაზიის ერთმა მეპატრონემ აიღო „წმინდა წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ და ბიბლიის შესასწავლი დამხმარე პუბლიკაცია „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“ (ორივე გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ). განმეორებითი მონახულების დროს ამ კაცმა თქვა, რომ ვერ შეძლო ბიბლიის წაკითხვა. მოწმეებმა თურმე მას ესპანურის ნაცვლად ფრანგული ბიბლია დაუტოვეს. პრობლემა მალევე მოგვარდა. მაღაზიის მეპატრონემ ადგილობრივი მოწმეების დახმარებითა და, რა თქმა უნდა, მშობლიურ ენაზე გამოცემული ბიბლიის წყალობით, დაინახა, რომ მისი გაგება სულაც არ იყო რთული.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება