საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g 7/15 გვ. 8-9
  • სტუმრად მონღოლეთში

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • სტუმრად მონღოლეთში
  • გამოიღვიძეთ! — 2015
გამოიღვიძეთ! — 2015
g 7/15 გვ. 8-9
მონღოლები სხედან თავიანთი საცხოვრებლის წინ, რომელსაც „გერს“ უწოდებენ

ქვეყნები და ხალხები

სტუმრად მონღოლეთში

რუკაზე ნაჩვენებია მონღოლეთის ადგილმდებარეობა

ჩინგიზ-ყაენს, XII საუკუნეში მცხოვრებ უშიშარ მეომარს, ლომის წილი მიუძღვის მონღოლეთის უდიდესი იმპერიის შექმნაში. დღეს რუსეთსა და ჩინეთს შორის მოქცეულ მონღოლეთს მაშინდელთან შედარებით საკმაოდ მცირე ტერიტორია უკავია. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მეჩხრად დასახლებული ქვეყანაა.

მონღოლეთის ლანდშაფტს ბალახით შემოსილი ველები, სათიბ-საძოვრები, ცადაზიდული მთები, მდინარეები და ნაკადულები ქმნის. სამხრეთით გადაჭიმულია გობის უდაბნო, რომელიც კარგად შემონახული დინოზავრების ნაშთებითაა ცნობილი. მონღოლეთი ზღვის დონიდან დაახლოებით 1 580 მეტრზე მდებარეობს. ადგილობრივები თავიანთ სამშობლოს „ლურჯი ცის ქვეყანას“ უწოდებენ და არცთუ ისე უსაფუძვლოდ, რადგან მონღოლეთში წელიწადში 250-ზე მეტი მზიანი დღეა.

ირბისი

ირბისი

მონღოლები ექსტრემალურ კლიმატურ პირობებში ცხოვრობენ. ზაფხულში ტემპერატურამ შესაძლოა 40°C-ს მიაღწიოს, ხოლო ზამთარში -40°C-მდე დაეცეს. მოსახლეობის ერთი მესამედი მომთაბარე ცხოვრებას ეწევა. როგორც ქალებისთვის, ისე კაცებისთვის დღე სისხამ დილით — თხების, ძროხების, აქლემებისა და ფაშატების მოწველით იწყება. მონღოლების კვების რაციონში ძირითადი ადგილი რძის პროდუქტებსა და ხორცს უკავია, განსაკუთრებული სიამოვნებით კი, ცხვრის ხორცს გეახლებიან.

ლანგარზე დაწყობილი „აარული“ შრება

ნაღების ნამცხვარი, რომელსაც „აარულს“ უწოდებენ, მზის გულზე შრება

მონღოლები სტუმართმოყვარე ერია. ისინი თავიანთ კარვისმაგვარ გადასატან საცხოვრებლებს, რომლებსაც „გერს“ უწოდებენ, ღიას ტოვებენ, რათა ნებისმიერმა გამვლელმა შეძლოს იქ დასვენება და დატოვებული საჭმელ-სასმლის მირთმევა. ხშირად ისინი სტუმრებს ოდნავ მარილიანი, რძიანი ჩაით უმასპინძლდებიან.

დღემდე მონღოლეთში წამყვანი რელიგია ბუდიზმია. გავრცელებულია აგრეთვე შამანიზმი, ისლამი და ქრისტიანობა, თუმცა მოსახლეობის უმეტესობა არარელიგიურია. ქვეყანაში 350-ზე მეტი იეჰოვას მოწმეა, რომლებიც 770-ზე მეტ ადამიანს ასწავლიან ბიბლიას.

ტვირთაკიდებული ორკუზიანი აქლემი

ტვირთაკიდებულ ორკუზიან აქლემებს ძალიან ცივ ამინდშიც კი შეხვდებით

ზოგადი ცნობები

  • მოსახლეობა: 2 713 000

  • დედაქალაქი: ულან-ბატორი

  • ენა: მონღოლური, რუსული და თურქული ენები

  • საექსპორტო საქონელი: სპილენძი, ქვანახშირი, ოქრო და ქიშმირი

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება