საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • 2011 წლის ცუნამი იაპონიაში — გადარჩენილები იხსენებენ . . .
    გამოიღვიძეთ! — 2011 | დეკემბერი
    • სხვადასხვა ორგანიზაცია დახმარებას უწევდა თავიანთ წევრებს. მათ შორის იეჰოვას მოწმეებიც. პარასკევს, ნაშუადღევს მომხდარი მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ მოწმეებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს თანამორწმუნეების ძებნა. ბევრ ადგილას გადაადგილება შეუძლებელი გახდა, ელექტრო და სატელეფონო სისტემები მთლიანად მოიშალა. მიწისძვრის ზონაში ძალზე რთული იყო ვინმეს პოვნა.

      სომაში (ფუკუსიმა) ერთმა კრების უხეცესმა ტაკაიუკიმ ძლივს მოახერხა რამდენიმე ოჯახთან დაკავშირება იმ ავადსახსენებელ პარასკევ დღეს. ის გვიამბობს: „მეორე დღეს უთენია ავდექი, რომ სხვებიც მომეძებნა. იქაურობა ჯერ მანქანით შემოვიარე, მერე ფეხით, ოცამდე დასახლება მოვიარე, თავშესაფრებშიც ვიყავი, ყველგან დავეძებდი კრების წევრებს. საღამოს, როგორც იქნა, ვიპოვე ზოგიერთი თანამორწმუნე. ბიბლიური მუხლები წავუკითხე და ერთად ვილოცეთ“.

      ისინომაკიში მცხოვრები შუნჯი იხსენებს: „თანაქრისტიანების მოსაძებნად შევქმენით ჯგუფები. როდესაც შემთხვევის ადგილას მივედით, ნანახმა თავზარი დაგვცა. მანქანები ელექტრო ბოძებზე ეკიდა, ცუნამს სახლები ერთად მიეხვეტა, ნანგრევების გროვა სახლებზე მაღალი იყო. ერთი მანქანის სახურავზე ცხედარი ეგდო, ალბათ, ამ ადამიანმა ცივ ღამეს ვერ გაუძლო და გაიყინა. ამობრუნებული მანქანა სახლებს შორის იყო გამოკიდებული და შიგ ცხედარი ეგდო“.

      შუნჯის ძალიან გაუხარდა, როცა თავშესაფარში თანაქრისტიანები იპოვა. ის ამბობს: „როცა დავინახე, მივხვდი, რამდენად ძვირფასები იყვნენ ისინი ჩემთვის“.

      „არ გვეგონა, თუ ასე მალე მოხვიდოდით“

      ორი ახალგაზრდა მოწმე იუი და მიზიუკი ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობდნენ მინამისანრიკუში (მიაგი). როცა პირველი ბიძგები მიწყნარდა, გარეთ გამოცვივდნენ და მაღლობისკენ გაიქცნენ. ათი წუთიც არ იყო გასული, როცა დაინახეს, როგორ გადაუარა დიდმა ტალღებმა მათ სახლებს და მთელ ქალაქს და როგორ წახვეტა ყველაფერი. მათ თავშესაფარს შეაფარეს თავი.

      იუი და მიზიუკი თავშესაფარში შეხვდნენ იეჰოვას მოწმე მეგობრებს. ისინი ერთად ლოცულობდნენ და იეჰოვას დახმარებას სთხოვდნენ. მეორე დღეს კრების წევრებმა დებს საჭმელი მიუტანეს. სხვა კრების წევრებიც დატვირთულები ჩავიდნენ. იუიმ და მიზიუკიმ გახარებულებმა თქვეს: „ვიცოდით, რომ მოხვიდოდით, მაგრამ არ გვეგონა, თუ ასე მალე მოხვიდოდით“.

      ტომეს კრების ერთ-ერთი ზედამხედველი ჰიდეჰარუ ჰყვება: „მთელი ღამე ვცდილობდი, მეპოვა მეგობრები, რომლებიც სანაპიროზე ცხოვრობდნენ. დილის ოთხ საათზე გავიგე, რომ რამდენიმე მათგანს სკოლისთვის შეეფარებინა თავი. შვიდი საათისთვის დაახლოებით 10 კაცი შევიკრიბეთ და მოვამზადეთ ბრინჯის ბურთულები, მერე სამმა მანქანით წავიღეთ თავშესაფარში. გზები გაუვალი იყო, ბევრი წვალება მოგვიწია, სკოლამდე რომ მივსულიყავით. ყველა გვეხმარებოდა, ისინიც კი, ვისი სახლებიც წყალს ჰქონდა წაღებული“.

      სულიერ მოთხოვნილებებზე ზრუნვა

      იეჰოვას მოწმეები სისტემატურად იკრიბებიან ერთად და ბიბლიას სწავლობენ. ზოგიერთი კრება ასეთ შეხვედრებს პარასკევ საღამოს მართავს. რიკუზენ-ტაკატას კრებაც ამ დღეს იკრიბებოდა სამეფო დარბაზში, მოწმეების სათაყვანისმცემლო შენობაში. სამწუხაროდ, ეს შენობაც ცუნამმა იმსხვერპლა. „შეხვედრა მაინც უნდა ჩავატაროთ,“ — თქვა ერთმა უხუცესმა. შეირჩა სახლი, რომელიც ძალიან არ იყო დაზიანებული და ამის შესახებ კრების წევრებს შეატყობინეს.

      სახლი გენერატორის მეშვეობით გაანათეს. შეხვედრაზე 16 კაცი მივიდა. „სიხარულისგან ვტიროდით. ამაზე უკეთეს თავშესაფარს ვერც კი ვინატრებდით“, — იხსენებს ახალგაზრდა იასიუიუკი, რომელსაც ცუნამმა სახლი დაუნგრია. ჰიდეკო ამბობს: „ძლიერი ბიძგების გამო შეხვედრა გვიწყდებოდა ხოლმე, მაგრამ რადგან ერთად ვიყავით, აღარ მეშინოდა და თითქოს დარდიც გადამეყარა“.

      მას შემდეგ კრების არც ერთი შეხვედრა არ გაცდენილა. სტიქიური უბედურებიდან ორი დღის შემდეგ, კვირას, წაკითხულ იქნა მოხსენება „მსოფლიო საძმო გადაურჩება მოახლოებულ უბედურებას“.

      ორგანიზება ეწევა დაზარალებულთა დახმარებას

      ტოკიოსთან ახლოს ქალაქ ებინაში მდებარე იეჰოვას მოწმეების ფილიალმა ორგანიზება გაუწია დაზარალებულთა დახმარების პროგრამას. მათ მალე სამთავრობო სააგენტოებიც მიჰყვნენ. მიწისძვრიდან მეორე დღესვე, შაბათს მოწმეებმა სტიქიური ზონა სამ ნაწილად დაყვეს. სამი დღის შემდეგ ორშაბათს ფილიალის წარმომადგენლები ადგილზე ჩავიდნენ.

      სტიქიის ზონაში კვირებისა და თვეების განმავლობაში იგზავნებოდა დახმარება. მოწმეებმა ტონობით დახმარება ჩაიტანეს ადგილზე. ერთდროულად მუშაობდა 3 დახმარების ცენტრი და 21 საწყობი და გამცემი პუნქტი, საიდანაც ხდებოდა პროდუქტისა და სხვა საჭირო ნივთების გაცემა. პირველ ორ თვეში ასობით მოხალისემ 250 ტონაზე მეტი საკვები, ტანსაცმელი და სხვა აუცილებელი ნივთები დაურიგა დაზარალებულებს. მოწმეები თანაქრისტიანების გარდა სხვებსაც ეხმარებოდნენ.

      რიკუზენ-ტაკატასა და მეზობელ ოფუნატოს კრების წევრები თავიანთ ახლად აღდგენილ დარბაზებში ხალხს სულიერად და ემოციურად აძლიერებდნენ. ვიმედოვნებთ, რომ ასეთი საუბრები მიწისძვრითა და ცუნამით დაზარალებულებს დაეხმარება ტრავმის გადატანასა და ცხოვრების ხელახლა დაწყებაში. სტიქიურ ზონაში მცხოვრები 14 000 მოწმიდან დაიღუპა 12, ორი დღემდე დაკარგულად ითვლება.

      „როცა გავრბოდით, თითო ჩანთის მეტი არ გვქონია. რაც მერე დაგვჭირდა, ყველაფერზე თანამორწმუნეებმა იზრუნეს“, — ამბობს ერთი ოჯახი. დიახ, მართლაც ბევრ დაზარალებულს შეუძლია იმავე სიტყვების თქმა. რა დიდებულია, რომ ჭეშმარიტი ღვთის, იეჰოვას მსახურები მსოფლიო საძმოს წევრები არიან, რაზეც იესო და მისი მოციქულები საუბრობდნენ. მათ შორის არსებულ სიყვარულს ვერც ცუნამი დააკლებს რამეს და ვერც სხვა სტიქიური უბედურება (იოანე 13:34, 35; ებრაელები 10:24, 25; 1 პეტრე 5:9).

  • 2011 წლის ცუნამი იაპონიაში — გადარჩენილები იხსენებენ . . .
    გამოიღვიძეთ! — 2011 | დეკემბერი
    • [სურათი 19 გვერდზე]

      მოხალისე მშენებლები

      [სურათი 20 გვერდზე]

      რიკუზენ-ტაკატას სამეფო დარბაზი ცუნამის შემდეგ

      [სურათი 20 გვერდზე]

      აღდგენითი სამუშაოები სამი თვის შემდეგ

      [სურათი 20 გვერდზე]

      აღდგენილი სამეფო დარბაზი

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება