-
საუკეთესოდ გამოიყენეთ ენა!საგუშაგო კოშკი — 2015 | 15 დეკემბერი
-
-
2011 წლის მარტში მომხდარმა საშინელმა მიწისძვრამ და ცუნამმა იაპონიის აღმოსავლეთ სანაპიროზე არაერთი ქალაქი მიწასთან გაასწორა. დატრიალებულმა ტრაგედიამ 15 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მართალია, სტიქიური უბედურების შედეგად სხვებთან ერთად იეჰოვას მოწმეებიც დაზარალდნენ, მაგრამ ისინი ყველანაირად ცდილობდნენ, რომ მგლოვიარენი ბიბლიური იმედით ენუგეშებინათ. თუმცა აღსანიშნავია ერთი გარემოება: ადგილობრივ მცხოვრებთაგან უმრავლესობა ბუდისტი იყო, რომელთაც თავიანთი ტრადიციები ძვალსა და რბილში ჰქონდათ გამჯდარი და ბიბლიურ სწავლებებზე მეტად მწირ ცოდნას ფლობდნენ. ამიტომ ჩვენი ძმები გამჭრიახობის წყალობით მიხვდნენ, რომ ცუნამით დაზარალებულ, დათრგუნულ ადამიანებთან მკვდრეთით აღდგომის იმედზე სასაუბროდ შესაფერისი დრო არ იყო. მათ არჩიეს, რომ ღვთისგან ბოძებული მეტყველების უნარი მოყვასის მხარდასაჭერად გამოეყენებინათ და ბიბლიიდან აეხსნათ, თუ რატომ ატყდება უბედურება უდანაშაულო ადამიანებს.
-
-
საუკეთესოდ გამოიყენეთ ენა!საგუშაგო კოშკი — 2015 | 15 დეკემბერი
-
-
აღმოსავლეთ იაპონიაში მცხოვრებმა იეჰოვას მოწმეებმა იესოს მიჰბაძეს. ტრაგედიიდან ორწელიწად-ნახევრის შემდეგ ისინი მსოფლიო კამპანიაში ჩაებნენ და დაიწყეს ბუკლეტის, „იქნება მკვდრეთით აღდგომა?“ („ცნობა სამეფოს შესახებ“ № 38), გავრცელება. აი, მაშინ კი მრავალ ადამიანს მოჰგვარა ნუგეში მკვდრეთით აღდგომის შესახებ ბიბლიურმა ცნობამ და ბევრმა მათგანმა სიხარულით აიღო ეს ბუკლეტი.
-