-
სტიქია უტევს სოლომონის კუნძულებსსაგუშაგო კოშკი — 2008 | 1 მაისი
-
-
ცუნამი
მიწისძვრის დროს პატსონ ბაია იმყოფებოდა თავის მშობლიურ კუნძულ სეპო-ჰიტეზე, რომელიც ქალაქ გიზოდან 6 კილომეტრში მდებარეობს. რა გადახდათ თავს პატსონსა და მისი ოჯახის წევრებს ამ სტიქიური უბედურების დროს?
პატსონი იხსენებს იმ შავბნელი დღის მოვლენებს: „მიწისძვრის დროს სანაპიროზე მყოფი ჩემი ცოლის, ნაომისა და ჩვენი ოთხი შვილისკენ გავიქეცი, რომლებიც მიწის რყევას წაექცია. საბედნიეროდ, მათ არაფერი დაშავებიათ. ბავშვები კანკალებდნენ, ზოგი მათგანი ტიროდა. მე და ნაომიმ მალევე დავამშვიდეთ ისინი.
შევამჩნიე, რომ ზღვა უჩვეულოდ ღელავდა. ეს კი იმის ნიშანი იყო, რომ აშკარად ცუნამი გვიახლოვდებოდა. ჩვენს პაწაწინა კუნძულს, როგორც ჩანს, წყალი გადაუვლიდა. დედაჩემი, ეველინი, რომელიც ახლომდებარე პატარა კუნძულზე ცხოვრობდა, აგრეთვე საფრთხის წინაშე იყო. მთელი ოჯახი სასწრაფოდ ჩავსხედით ჩვენს მოტორიან ნავში და დედაჩემის გადასარჩენად წავედით.
პატარა მანძილი რომ გავიარეთ, ერთ დიდ ტალღას ზემოდან მოვექეცით. ზღვა საშინლად ღელავდა. როდესაც დედაჩემამდე მივაღწიეთ, ის ჩვენს დანახვაზე გაოგნდა. მას ძალიან ეშინოდა წყალში შემოსვლის. ნაომი და ჯერემი, ჩვენი 15 წლის ვაჟი, აღელვებულ ზღვაში გადახტნენ, ნაპირამდე ყვინთვით გავიდნენ და დედაჩემს დაეხმარნენ, რომ ჩვენამდე მოეცურა. შემდეგ მთელი სისწრაფით ზღვის შუაგულისკენ გავემართეთ, რომ უფრო ღრმა წყალში შევსულიყავით.
ზღვამ იმდენად დიდ მანძილზე დაიხია უკან, რომ მარჯნის რიფები გამოჩნდა. უცბად, უზარმაზარი ზღვის ტალღა წამოვიდა და ორივე კუნძულს გადაუარა. სტუმრებისთვის განკუთვნილი ჩვენი სახლი საძირკვლებიდან მოგლიჯა და ისე დაანგრია, რომ მისი აღდგენა უკვე შეუძლებელი იყო. წყალმა ჩვენი საცხოვრებელი სახლიც დატბორა და ქონებაც გაგვინადგურა. როდესაც ზღვა ჩაწყნარდა, სახლიდან ავიღეთ ბიბლიები და სიმღერების წიგნები, რომლებიც განადგურებას გადაურჩა, და ქალაქ გიზოსკენ წავედით“.
სანაპირო საშინელი სანახავი იყო — ყველგან გვამები ეყარა და სახლები ნანგრევებად იყო ქცეული. ყველაზე მეტად კუნძულ გიზოს დასავლეთი ნაწილი დაზიანდა. როგორც იტყობინებიან, იქ ხუთმეტრიანი ტალღები იყო, რამაც იქ, სულ მცირე, 13 სოფელი მთლიანად გაანადგურა!
იმ ღამეს ქალაქ გიზოში, იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზში, 22 ადამიანი შეიკრიბა გახსენების საღამოს აღსანიშნავად. საბედნიეროდ, არც ერთი მათგანი სერიოზულად არ დაშავებულა სტიქიის დროს. „ელექტროენერგია არ გვქონდა და ლამპებიც დაიმსხვრა, — ამბობს ზემოთ მოხსენიებული რონი. — ამიტომ ძმა შომ მოხსენება ფარნის შუქზე წაიკითხა. სიბნელეში ჩვენ იეჰოვას სამადლობელ სიმღერებს მრავალ ხმაში ვმღეროდით“.
-
-
სტიქია უტევს სოლომონის კუნძულებსსაგუშაგო კოშკი — 2008 | 1 მაისი
-
-
[სურათი 15 გვერდზე]
ცუნამის შედეგად დანგრეული ქალაქი გიზო
-