საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 10/08 გვ. 7
  • განცხადებები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • განცხადებები
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2008
ჩვენი სამეფო მსახურება — 2008
km 10/08 გვ. 7

განცხადებები

◼ გასავრცელებელი ლიტერატურა ოქტომბერში: ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. თუ მობინადრე ინტერესს გამოავლენს, უჩვენეთ ტრაქტატი „გსურთ უკეთ გაეცნოთ ბიბლიას?“ მასთან ერთად იმსჯელეთ ამ ტრაქტატზე და მიზნად გქონდეთ ბიბლიის შესწავლის დაწყება. თუ კრების მარაგში გაქვთ წიგნი „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“, შეგიძლიათ ეს წიგნიც გაავრცელოთ. ნოემბერსა და დეკემბერში: წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ ყველანაირად ეცადეთ ბიბლიის შესწავლის დაწყებას. 2009 წლის იანვარში: წიგნი „ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი“. თუ მობინადრე იტყვის, რომ მას ჰყავს შვილები, შესთავაზე წიგნი „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“. თებერვალში: კრების მარაგში არსებული რომელიმე წიგნი „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“ ან „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“. მარტში: წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“. ყველანაირად ეცადეთ ბიბლიის შესწავლის დაწყებას.

◼ ნოემბერში ხუთი შაბათ-კვირაა, რაც კარგ შესაძლებლობას გვაძლევს, რომ დამხმარე პიონერებად ვიმსახუროთ.

◼ თავმჯდომარე ზედამხედველისა და თეოკრატიული მსახურების სკოლის ზედამხედველის საყურადღებოდ: კრების შეხვედრების ჩატარება ახალი გეგმის მიხედვით დაიწყება 2008 წლის 29 დეკემბრით დაწყებულ კვირაში. ამ კვირის ახალი გეგმა მოცემული იქნება 2008 წლის დეკემბრის „ჩვენს სამეფო მსახურებაში“. როდესაც 2008 წლის 29 დეკემბრით დაწყებულ კვირაში ჩაატარებთ თეოკრატიული მსახურების სკოლის გამეორებას, გაითვალისწინეთ ყველა ის მითითება, რომლებიც მოცემულია 2009 წლის თეოკრატიული მსახურების სკოლის გეგმაში, ქვესათაურით „თეოკრატიული მსახურების სკოლის გამეორება“. ამ კვირაში რჩევების განხილვა არ იქნება.

◼ ვიდეოფილმი „არავითარი სისხლი — მედიცინა გამოსავალს პოულობს“ განხილული იქნება იანვარში ერთ-ერთ სამსახურებრივ შეხვედრაზე. საჭიროების შემთხვევაში ეს ვიდეოფილმი კრების მეშვეობით რაც შეიძლება მალე უნდა შეუკვეთოთ.

◼ წნორში აშენდა სამეფო დარბაზი. 2008 წლის 1 ივლისს მიძღვნის პროგრამას დაესწრო 153 ადამიანი.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება