საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g03 10/8 გვ. 32
  • „ის ყველამ უნდა წაიკითხოს“

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • „ის ყველამ უნდა წაიკითხოს“
  • გამოიღვიძეთ! — 2003
გამოიღვიძეთ! — 2003
g03 10/8 გვ. 32

„ის ყველამ უნდა წაიკითხოს“

ასეთი სიტყვები თქვა წიგნზე „დაუახლოვდი იეჰოვას“ ერთმა მკითხველმა კალიფორნიის შტატიდან (აშშ). „იგი გასაგებად არის დაწერილი, ლამაზადაა ილუსტრირებული და დიდძალ სულიერ განძს შეიცავს“, — დასძინა მან. ბოლოს კი თქვა: „დიდი მადლობა ასეთი მშვენიერი წიგნისათვის, რომელიც ჩვენი დიდებული შემოქმედის შესახებ მოგვითხრობს“.

მსგავსი აზრი სხვებმაც გამოთქვეს: „როცა წიგნის კითხვა დავამთავრე, ცოტა არ იყოს გული დამწყდა, მაგრამ ერთი სული მაქვს ხელმეორედ წავიკითხო, გულმოდგინედ გამოვიკვლიო და წაკითხულზე ვიფიქრო“.

სხვა ქალბატონმა მოგვწერა: „წიგნში ღვთის თანაგრძნობისა და მიმტევებლობის შესახებ მოცემული ინფორმაცია ღრმად შეეხო ჩემს გულს. ვგრძნობ, რომ უფრო დავუახლოვდი სიცოცხლის მომცემს — ზეციერ მამას“.

ჩვენ დარწმუნებულები ვართ, ამ წიგნის წაკითხვა უფრო დაგაახლოებთ ჩვენს ზეციერ მამასთან, იეჰოვასთან. შესავალში მოცემული სამი თავის შემდეგ წიგნი იყოფა ოთხ ნაწილად, რომლებიც ღვთის ძირითად თვისებებზე ამახვილებს ყურადღებას. ამ ნაწილების სათაურებია: „ყოვლადძლიერი“, „სამართლიანობის მოყვარული“, „გულბრძენი“ და „ღმერთი სიყვარულია“. წიგნი 31 თავისგან შედგება. მისი დასკვნითი თავია „დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“.

თქვენც შეგიძლიათ მიიღოთ ეს 320–გვერდიანი რბილყდიანი წიგნი, თუ შეავსებთ თანდართულ ტალონს და გაგზავნით ამ ჟურნალის მე–5 გვერდზე მითითებულ თქვენთვის ხელსაყრელ მისამართზე.

□ გთხოვთ გამომიგზავნოთ წიგნი „დაუახლოვდი იეჰოვას“

□ მსურს ბიბლიის უფასო საშინაო შესწავლა.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება