„ნეტავ ყველამ წაიკითხოს!“
ასეთი სიტყვები დაწერა ერთი წერილის ავტორმა წიგნის შესახებ „დაუახლოვდი იეჰოვას“. მან აღნიშნა: „ახლა, როცა გაცილებით უკეთ ვხედავ, რამდენად ვუყვარვართ იეჰოვას, მეც მინდა, უფრო მეტად შევიყვარო სხვები“. სხვა მადლიერმა მკითხველმა კი თქვა: „მიჭირს, სიტყვებით გამოვხატო ის, თუ რამდენად იმოქმედა ჩემზე ამ წიგნმა . . . რაც უფრო ხშირად ვკითხულობ, მით მეტად ვმხნევდები“.
წიგნი „დაუახლოვდი იეჰოვას“ ოთხი ნაწილისგან შედგება და თითოეულში განხილულია ღვთის ძირითადი თვისებები: ძალა, სამართლიანობა, სიბრძნე და სიყვარული. ერთ-ერთი მკითხველი ამბობს: „ამ წიგნმა დამანახვა ჩემი ზეციერი მამის საუცხოო თვისებები. დავინახე ისიც, რომ თურმე მეც შეიძლება მქონდეს მსგავსი თვისებები, თუ წმინდა სულს ჩემზე მოქმედების საშუალებას მივცემ“.
ერთმა ახალგაზრდა პოლონელმა ქალმა, იოანნამ, რომელმაც წაიკითხა წიგნის 26-ე თავი, სათაურით „ღმერთი, რომელიც მზად არის მიუტევოს“, აღნიშნა: „წიგნიდან ამოვიკითხე აზრები, რაც ჩემთვის უძვირფასესი განძი აღმოჩნდა“.
ჩვენ გვჯერა, რომ ეს 320 გვერდიანი წიგნი თქვენთვისაც საინტერესო და გამამხნევებელი იქნება. თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ ბროშურა, თუ შეავსებთ თანდართულ ტალონს და გაგზავნეთ ამ ჟურნალის მე-5 გვერდზე მითითებულ თქვენთვის უახლოეს მისამართზე.
□ გთხოვთ გამომიგზავნოთ წიგნი „დაუახლოვდი იეჰოვას“.
□ მსურს ბიბლიის საშინაო შესწავლა.