საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „ახალგაზრდების შეკითხვები — რა გზას ავირჩევ ცხოვრებაში?“ (ნაწილი 1)
    სამეფო მსახურება — 2012 | სექტემბერი
    • „ახალგაზრდების შეკითხვები — რა გზას ავირჩევ ცხოვრებაში?“ (ნაწილი 1)

      როდესაც ახალგაზრდები სრულწლოვანების ასაკს აღწევენ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება უწევთ. სწორედ მათ დასახმარებლად გამოვიდა ფილმი „ახალგაზრდების შეკითხვები — რა გზას ავირჩევ ცხოვრებაში?“. ფილმის მთავარ მენიუში აირჩიეთ „ფილმის ჩვენება“ და უპასუხეთ მე-2 აბზაცში მოცემულ კითხვებს. შემდეგ კი მთავარ მენიუში აირჩიეთ „ინტერვიუები“, იქ კი — „წარსულის გახსენება“ და უპასუხეთ მე-3 აბზაცში მოცემულ შეკითხვებს.

      ფილმი. 1) როგორ ჰგავს ტიმოთესა და თანამედროვე ახალგაზრდა ქრისტიანების სიტუაცია ერთმანეთს? 2) როგორ ზეწოლას განიცდიდა ანდრე, რომ წარმატებებისთვის მიეღწია სპორტში? 3) რა უთხრა ძმა ფლაისიგმა ანდრეს ა) იეჰოვასა და სპორტზე მიძღვნასთან დაკავშირებით? (მათ. 6:24). ბ) ნამდვილი ბედნიერების შესახებ? გ) იმასთან დაკავშირებით, თუ რას ახსენებდა ჯამი, რომელიც საკონცენტრაციო ბანაკში ჰქონდა? დ) იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც მასთან და მის მეუღლესთან ერთად არიან ფოტოზე? ე) იმასთან დაკავშირებით, ნანობდა თუ არა, რომ უარი თქვა თავის ოცნებებზე? (ფილ. 3:8). 4) როგორ უპასუხა ბებიამ ანდრეს შეკითხვას: „არასწორია, სპორტის ვარსკვლავი რომ მინდა გავხდე?“ (ლუკ. 4:5—7). 5) მოუტანა სირბილში გამარჯვებამ ანდრეს ნამდვილი კმაყოფილება? 6) რა მოგეწონათ ყველაზე მეტად ანდრესთვის მიწერილი ძმა ფლაისიგის წერილიდან? (იგავ. 10:22). 7) რის დანახვაში დაეხმარა ფლაისიგი ანდრეს?

      წარსულის გახსენება. 8) რა კარიერა ჰქონდათ დასახული ერთ ძმასა და ერთ დას და რატომ? 9) რა წარმატებებს მიაღწიეს მათ? 10) რამ აღძრა თითოეული მათგანი, ცვლილებები მოეხდინათ ცხოვრებაში? (2 კორ. 5:15). 11) რა თეოკრატიული საქმიანობით ჩაანაცვლეს მათ თავიანთი კარიერა და რატომ ფიქრობდნენ, რომ შეუძლებელი იყო ორივე საქმისთვის თავის მიძღვნა? 12) ნანობენ ისინი, რომ სხვა მიზნები დაისახეს? 13) ამ და-ძმის ნათქვამიდან ყველაზე მეტად რამ დაგაფიქრა იმასთან დაკავშირებით, თუ რა გზას აირჩევ ცხოვრებაში?

      უყურე აგრეთვე სხვა ინტერვიუებსა და დამატებით მასალას და მოამზადე კომენტარები, რადგან ეს განხილული იქნება მომავალ კვირას სამსახურებრივ შეხვედრაზე.

  • „ახალგაზრდების შეკითხვები — რა გზას ავირჩევ ცხოვრებაში?“ (ნაწილი 2)
    სამეფო მსახურება — 2012 | სექტემბერი
    • „ახალგაზრდების შეკითხვები — რა გზას ავირჩევ ცხოვრებაში?“ (ნაწილი 2)

      ამ ფილმის მთავარ მენიუში აირჩიე „ინტერვიუები“, და შემდეგ „მონაკვეთები“. თითოეული მონაკვეთის ყურების შემდეგ უპასუხე მე-2 აბზაცში მოცემულ კითხვებს. შემდეგ მთავარ მენიუში აირჩიე „დამატებითი მასალა“ და თითოეული ამ ხუთი ინტერვიუს ყურების შემდეგ უპასუხე მე-3 აბზაცში მოცემულ კითხვებს.

      მონაკვეთები. თავის მიძღვნა ღვთისადმი თუ ფუჭი მიზნებისადმი. 1) რა მიზნებს ისახავენ ახალგაზრდები? 2) როგორ დაეხმარება ახალგაზრდებს 1 იოანეს 2:17 ქვეყნიურ განათლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებაში? 3) რატომ არ უნდა შეიკავონ თავი ახალგაზრდებმა მონათვლისგან შიშის გამო? 4) რა დაგეხმარება, მონათვლისთვის რომ მოემზადო? როგორ შევიყვაროთ მსახურება. 5) რატომ არ განიცდის ზოგი ახალგაზრდა სიხარულს მსახურებაში? 6) რა დაგვეხმარება, რომ მსახურებაში სიხარული განვიცადოთ? 7) უცხო ადამიანთან დალაპარაკებაზე მეტად რისი ეშინია ზოგს და რატომ? 8) რა დაგვეხმარება, დავძლიოთ შიში და შევძლოთ თამამად საუბარი? 9) რატომ არის მნიშვნელოვანი მსახურებაში დახელოვნება? ღია კარი მსახურებისკენ. 10) როგორ იძლევა პიონერული მსახურება სულიერი წინსვლის უამრავ შესაძლებლობას? (ფილ. 3:16). 11) რატომ იკავებს ზოგი თავს პიონერული მსახურებისგან? 12) რომელი ბიბლიური პრინციპები დაგვეხმარება, გადავლახოთ ეკონომიკური პრობლემები? 13) როგორ ახერხებს ზოგი, რომ პიონერადაც იმსახუროს და თავიც ირჩინოს? 14) რის გაკეთება შეიძლება, თუ კი მდგომარეობა პიონერად მსახურების საშუალებას არ გვაძლევს?

      დამატებითი მასალა. პირადი შესწავლის ფასი. 15) რატომ არის მნიშვნელოვანი, გვქონდეს პირადი შესწავლის კარგი გეგმა? სხვადასხვა ფორმის მსახურება. 16) როგორ მოგვანიჭებს მეტ სიხარულს მსახურების სხვადასხვა სფეროში მონაწილეობა? ბეთელში მსახურება. 17) რა სიხარული მოაქვს ბეთელში მსახურებას? მსახურებაში დახელოვნების სკოლა. 18) რა სარგებლობა მიიღეს ძმებმა, რომლებმაც გაიარეს ეს სკოლა? (ახლა ბიბლიური სკოლა დაუქორწინებელი ძმებისთვის) მისიონერთა მომზადება „გალაადში“. 19) როგორ მოემზადნენ პიტერი და ფიონა მისიონერული მსახურებისთვის და რა კურთხევები მოუტანა მათ „გალაადმა“?

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება