-
სამოაიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
-
-
ამბობენ, რომ სამოას კუნძულებზე ქრისტეს შობამდე დაახლოებით ათი საუკუნით ადრე დასახლდა ხალხი, რომელთაც ლაპიტელებიa ერქვათ; მამაცი და გამოცდილი მეზღვაურები, პირველი პოლინეზიელები, რომლებიც იქ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან გადასახლდნენ, ორკორპუსიანი კანოებით მიჰყვებოდნენ ზღვის დინებას და კვეთდნენ ოკეანის დიდ ნაწილს, რაც მანამდე არავის გაუკეთებია. წყნარი ოკეანის სამხრეთი ნაწილის გულში მათ კუნძულების პატარა ჯგუფი აღმოაჩინეს, რომელსაც სამოა უწოდეს.
საუკუნეების მანძილზე ლაპიტელთა შთამომავლები სახლდებოდნენ წყნარი ოკეანის აღმოსავლეთით ტაიტიზე, ჩრდილოეთით ჰავაიზე, სამხრეთ-დასავლეთით ახალ ზელანდიაში და სამხრეთ-აღმოსავლეთით აღდგომის კუნძულზე. ამ სამკუთხა ფორმის ვრცელ ტერიტორიას დღეს პოლინეზიას უწოდებენ, რაც „ბევრ კუნძულს“ ნიშნავს, მის მკვიდრთ კი — პოლინეზიელებს. ამბობენ, რომ სამოა „პოლინეზიის აკვანია“.
-
-
სამოაიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
-
-
a ლაპიტა ეწოდება ადგილს ახალ კალედონიაში, სადაც პირველად აღმოაჩინეს იქ მცხოვრები ხალხის მიერ გაკეთებული ორიგინალური თიხის ნაკეთობები.
-