-
იეჰოვას მოწმეთა 2003 წლის საოლქო კონგრესი „დიდება მივაგოთ ღმერთს“სამეფო მსახურება — 2002 | დეკემბერი
-
-
4 გამოიყენეთ სასტუმროს ოთახის დასაჯავშნად „შემოთავაზებული დასაბინავებელი ადგილების სია“: ადგილობრივმა დაბინავების განყოფილებამ გასული შვიდი თვე საოლქო კონგრესის დელეგატების დასაბინავებელი ადგილების ძებნას მოანდომა. მალე თქვენი კრება მიიღებს შემოთავაზებული დასაბინავებელი ადგილების სიას, რომელიც საინფორმაციო დაფაზე უნდა გამოიკრას. წიგნის შესწავლის ხელმძღვანელებს შეუძლიათ ამ სიის ასლი გააკეთონ თავიანთი ჯგუფებისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იმ კვირაში, როდესაც კონგრესზე მიწვევის წერილი უნდა წაკითხულიყო, კრება ორდღიან სარაიონო კონგრესს ესწრება. მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი შემოთავაზებული დასაბინავებელი ადგილების სიის ასლი არ უნდა გაკეთდეს ცალკეული მაუწყებლებისთვის.
5 შეეცადე, რომ მე-4 გვერდზე მოცემულ ჩარჩოში ჩამოთვლილი რჩევების თანახმად დაჯავშნო ოთახი. სპეციალურად იმ მაუწყებლებისთვის, რომლებსაც შეზღუდული თანხები აქვთ, დაბინავების განყოფილება მოლაპარაკებას აწარმოებს საერთო საცხოვრებლებსა თუ სხვა შენობებში იაფი დასაბინავებელი ადგილების დასაქირავებლად. თუმცა ასეთ დაწესებულებებში ცხოვრება იაფი ჯდება, ჩვეულებრივ, იქ არ არის კარგი საცხოვრებელი პირობები და კარგად დასვენების საშუალება.
6 აქედან გამომდინარე, მრავალი ოჯახი თუ კრების ცალკეული წევრი წლის განმავლობაში გარკვეულ თანხას გადადებს, რათა კონგრესზე დასასწრებად სასტუმროში ოთახი დაიქირავონ. ამგვარად მათ შეუძლიათ დაფარონ გზისა და სასტუმროს ხარჯები, სადაც მათ კონგრესის ყოველი დღის შემდეგ კარგად დასვენების საშუალება ეძლევათ. საცხოვრებელი პირობები მნიშვნელოვანია, რადგან მასზეა დამოკიდებული, თუ როგორ მივიღებთ კონგრესზე სულიერ საზრდოს და ვისიამოვნებთ და-ძმებთან ურთიერთობით.
7 დაბინავების განყოფილება ცდილობს მოძებნოს ისეთი საცხოვრებლები, რომლებიც შეესაბამება განცხადებაში მოცემულ მოთხოვნებს. ამ მხრივ მათ დიდ დახმარებას უწევენ ის და-ძმები, რომლებიც მზად არიან თავიანთ ბინებში მიიღონ კონგრესის დელეგატები. თუ თქვენ იმ ქალაქში ცხოვრობთ, სადაც საოლქო კონგრესი უნდა ჩატარდეს და მზად ხართ, ბინაში მიიღოთ დელეგატები, ბლანკში „ბინები“ (CO-4), რომელსაც კრების მდივანი მოგცემთ, მიუთითეთ მნიშვნელოვანი დეტალები, კერძოდ, უზრუნველყოფთ თუ არა სტუმარს თეთრეულით, საკვებით და ასე შემდეგ.
8 განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებზე ზრუნვა: თქვენ კრებაში ხომ არ ესაჭიროება ვინმეს დახმარება, კონგრესს რომ დაესწროს? განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ხანდაზმულებზე, ინვალიდებსა თუ სრული დროით მსახურებზე, ძირითადად, მათმა ქრისტიანმა ნათესავებმა უნდა იზრუნონ. მაგრამ თუ უხუცესებმა ან კრების სხვა წევრებმა იციან, რომ მათ განსაკუთრებული დახმარება სჭირდებათ, შეუძლიათ სიყვარულით დაეხმარონ.
9 კრების სამსახურებრივი კომიტეტი იმსჯელებს მაუწყებლების მიერ შევსებული ბლანკის თაობაზე, რომელიც განსაკუთრებული საჭიროებების მქონეთა დაბინავებას ეხება. ბლანკში მოცემული მითითებების გათვალისწინებით სამსახურებრივმა კომიტეტმა უნდა განსაზღვროს, შეიძლება თუ არა ამ განცხადებების ადგილობრივად დაკმაყოფილება. ეს განცხადება გათვალისწინებულია მხოლოდ სამაგალითო მაუწყებლებისთვის, რომელთა ბავშვებიც კარგი ყოფაქცევით გამოირჩევიან. თუ განსაკუთრებული საჭიროების მქონე მაუწყებელთან დაკავშირებით რაიმე კითხვები წამოიჭრება, დაბინავების განყოფილება დაუკავშირდება კრების მდივანს.
10 სხვა კონგრესებზე დასწრება: თუ გარემოება მოითხოვს, რომ იმ კონგრესს დაესწრო, სადაც მიწვეული არა ხარ და სასტუმროში ოთახი გჭირდება, გთხოვთ, ამის შესახებ დაელაპარაკო შენი კრების მდივანს. მას შეუძლია მოგცეს კონგრესის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი ბიუროს მისამართი, რომელიც მოცემულია ბლანკზე „განსაკუთრებული საჭიროებების მქონეთა განცხადება დაბინავებაზე“. თქვენი მოთხოვნა გააგზავნეთ მოცემულ მისამართზე. კონვერტზე დააწერეთ თქვენი მისამართი და დააკარით საფოსტო მარკა. თუ ქალაქში ერთზე მეტი კონგრესი ტარდება, განცხადებაში ზუსტად მიუთითეთ იმ კონგრესის ჩატარების თარიღი, რომელზეც გსურთ დასწრება. ამ ქალაქში არსებული დაბინავების განყოფილება გამოგიგზავნით კონგრესის დელეგატებისთვის შემოთავაზებული დასაბინავებელი ადგილების უახლეს სიას.
-
-
იეჰოვას მოწმეთა 2003 წლის საოლქო კონგრესი „დიდება მივაგოთ ღმერთს“სამეფო მსახურება — 2002 | დეკემბერი
-
-
[ჩარჩო 4 გვერდზე]
როგორ დავჯავშნოთ ნომერი სასტუმროში
1. სამუშაო საათებში რაც შეიძლება მალე დარეკეთ სასტუმროებში. დარეკეთ იმ სასტუმროებში, რომელთა ტელეფონის ნომრები მოცემულია „შემოთავაზებული დასაბინავებელი ადგილების სიაში“.
2. სასტუმროს ადმინისტრაციას აცნობეთ, რომ იეჰოვას მოწმეთა კონგრესს დაესწრებით.
3. უთხარით, რომელ რიცხვში აპირებთ სასტუმროში დაბინავებას.
4. დარწმუნდით, რომ ნომერს იმ ფასში გთავაზობენ, რომელიც „შემოთავაზებული დასაბინავებელი ადგილების სიაშია“ მოცემული. უფრო ძვირ ფასებზე ნუ დათანხმდებით.
გთხოვთ:
◼ დაბინავდით მხოლოდ იმ სასტუმროებში, რომლებიც მოცემულია „შემოთავაზებული დასაბინავებელი ადგილების სიაში“.
◼ შეუკვეთეთ მხოლოდ ისეთი საცხოვრებელი, რომელიც ნამდვილად გამოგადგებათ.
◼ ნუ შეცვლით პირველ შეკვეთას.
-