საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • სხვა ცხვრები და ახალი კავშირი
    საგუშაგო კოშკი — 1998 | 1 თებერვალი
    • იმავე ხილვაში იოანემ ნახა «უამრავი ხალხი, რომლის დათვლა არავის შეეძლო, ყოველი ერიდან და ტომიდან, ხალხებიდან და ენებიდან. . . იძახდნენ დიდი ხმით და ამბობდნენ: „ხსნა ჩვენს ღმერთს, ტახტზე მჯდომარეს, და კრავს [«ხსნას ღმერთს ტახტზე მჯდომარესა, და კრავს უნდა ვუმადლოდეთ», აქ]!“ » (გამოცხადება 7:9, 10). სიტყვებით: „ხსნას. . . კრავს უნდა ვუმადლოდეთ“ უამრავი ხალხი აჩვენებს, რომ აბრაამის თესლის მეშვეობით ისინიც ღებულობენ კურთხევას.

      2. როდის გამოჩნდა უამრავი ხალხი და როგორ ხდება მათი ამოცნობა?

      2 ეს უამრავი ხალხი 1935 წელს გამოჩნდა და დღეს მასში ხუთ მილიონზე მეტი პიროვნება შედის. დიდი გასაჭირის დროს გადასარჩენად აღბეჭდილ მის წევრებს მარადიული სიცოცხლის დასამკვიდრებლად გამოაცალკევებენ და ეს მაშინ მოხდება, როდესაც იესო „თხებს ცხვრებისაგან“ გამოარჩევს. უამრავი ხალხის შემადგენლობაში შემავალი ქრისტიანები ფარეხების შესახებ იესოს მიერ მოყვანილი იგავის ‘სხვა ცხვრებს’ შორის არიან. ისინი იმედოვნებენ, მარადიულად იცხოვრონ სამოთხეში დედამიწაზე (მათე 25:31–46; იოანე 10:16; გამოცხადება 21:3, 4).

  • სხვა ცხვრები და ახალი კავშირი
    საგუშაგო კოშკი — 1998 | 1 თებერვალი
    • უამრავი ხალხის წარმომადგენლები ახალ კავშირში მონაწილეობას არ ღებულობენ. მაგრამ, ისინი ღვთის ისრაელთან ერთად არიან და მათთან ერთად სახლობენ მათ ‘მიწაზე’ (ესაია 66:8). ამიტომ საფუძვლიანია იმის თქმა, რომ იეჰოვას მადლი და ქრისტეს რჯული მათაც ეხება. მიუხედავად იმისა, რომ ახალ კავშირში არ მონაწილეობენ, ისინიც ღებულობენ სარგებლობას ამ კავშირიდან.

  • სხვა ცხვრები და ახალი კავშირი
    საგუშაგო კოშკი — 1998 | 1 თებერვალი
    • ‘უცხოთა შვილები’ და ‘ღვთის ისრაელი’

      4, 5. ა) ხალხის რომელი ჯგუფი მოემსახურებოდა იეჰოვას, ესაიას წინასწარმეტყველების თანახმად? ბ) როგორ შესრულდა ესაიას 56:6, 7 უამრავ ხალხზე?

      4 წინასწარმეტყველმა ესაიამ დაწერა: «უცხოთა შვილებს, რომლებიც მიეკრნენ უფალს, რომ ემსახურონ უფალს და უყვარდეთ მისი სახელი, რომ იყვნენ მისი მორჩილნი, ყველას, შაბათის უმწიკვლოდ შემნახველს და ჩემი აღთქმის [„კავშირის“, აქ] მტკიცედ დამჭერს, მივიყვან ჩემს წმიდა მთაზე და ჩემს სამლოცველო სახლში გავახარებ. მათი აღსავლენნი და მათი მსხვერპლნი სასურველი იქნება ჩემს სამსხვერპლოზე» (ესაია 56:6, 7). ეს ნიშნავდა, რომ ისრაელში არაისრაელებიც სცემდნენ თაყვანს იეჰოვას — უყვარდათ მისი სახელი, ემორჩილებოდნენ რჯულის კავშირის პირობებს, იცავდნენ შაბათებს და ტაძარში, ღვთის ‘სამლოცველო სახლში’, მსხვერპლს სწირავდნენ (მათე 21:13).

      5 დღეს უამრავი ხალხი წარმოადგენს „უცხოთა შვილებს, რომლებიც მიეკრნენ უფალს“. ისინი ღვთის ისრაელთან ერთად ემსახურებიან იეჰოვას (ზაქარია 8:23). სწირავენ ისეთსავე მისაღებ მსხვერპლს, როგორსაც ღვთის ისრაელი (ებრაელთა 13:15, 16). თაყვანს სცემენ ღმერთს მის სულიერ ტაძარში, მის ‘სამლოცველო სახლში’ (შეადარე გამოცხადება 7:15). იცავენ თუ არა ისინი ყოველკვირეულ შაბათებს? არც ცხებულებისთვის და არც სხვა ცხვრებისთვის არ მიუციათ მითითება, დაეცვათ ის (კოლასელთა 2:16, 17). მაგრამ მოციქულმა პავლემ ცხებულ ებრაელ ქრისტიანებს უთხრა: „კიდევ რჩება შაბათის სიმშვიდე ღვთის ხალხისათვის. ვინაიდან, ვინც მის სიმშვიდეში შევიდა, მან თვითონაც დაისვენა თავისი საქმეებისაგან, როგორც ღმერთმა თავისისაგან“ (ებრაელთა 4:9, 10). ის ებრაელები ‘შაბათის სიმშვიდეში’ შევიდნენ, როდესაც „ღვთის სიმართლეს“ დაემორჩილნენ, და რჯულის საქმეებით საკუთარი თავის გამართლების მცდელობისგან დაისვენეს (რომაელთა 10:3, 4). იმავე სიმშვიდეს ღებულობენ ცხებული წარმართი ქრისტიანები იეჰოვას სიმართლის ქვეშევრდომობით. უამრავი ხალხიც იზიარებს ამ სიმშვიდეს.

      6. როგორ ემორჩილებიან დღეს სხვა ცხვრები ახალ კავშირს?

      6 გარდა ამისა, სხვა ცხვრები ემორჩილებიან ახალ კავშირს, სწორედ ისე, როგორც უცხოთა შვილები ემორჩილებოდნენ რჯულის კავშირს. როგორ? არა მასში მონაწილეობით, არამედ მასთან დაკავშირებული კანონების დაცვითა და მისი ღონისძიებებიდან სარგებლობის მიღებით (შეადარე იერემია 31:32, 33). თავიანთი ცხებული თანამოაზრეების მსგავსად, სხვა ცხვრებსაც იეჰოვას რჯული ‘გულზე’ აქვთ დაწერილი. მათ ძალიან უყვართ იეჰოვას მითითებები და პრინციპები, რის გამოც მთელი გულით ემორჩილებიან მათ (ფსალმუნი 36:31; 118:97). ცხებული ქრისტიანების მსგავსად, ისინიც იცნობენ იეჰოვას (იოანე 17:3). რა შეიძლება ითქვას წინადაცვეთის შესახებ? ახალი კავშირის დადებამდე დაახლოებით 1 500 წლის წინათ, მოსემ ისრაელებს მოუწოდა: „დაიცვითეთ თქვენი გულის ჩუჩა“ (მეორე რჯული 10:16; იერემია 4:4). ვინაიდან ხორცის სავალდებულო წინადაცვეთა რჯულთან ერთად გაუქმდა, როგორც ცხებულმა ქრისტიანებმა, ისე სხვა ცხვრებმა თავიანთი გულები უნდა ‘დაიცვითონ’ (კოლასელთა 2:11). და ბოლოს, იეჰოვა სხვა ცხვრებს იესოს მიერ დაღვრილი ‘ახალი კავშირის სისხლის’ საფუძველზე პატიობს შეცოდებებს (მათე 26:28, აქ; 1 იოანე 1:9; 2:2). ღმერთს სულიერ ძეებად არ უშვილებია ისინი, როგორც ეს 144 000-ის შემთხვევაში გააკეთა. მაგრამ იეჰოვა სხვა ცხვრებს მართლებად აცხადებს იმ გაგებით, რა გაგებითაც აბრაამს აცხადებდა მართლად და ღვთის მეგობრად (მათე 25:46; რომაელთა 4:2, 3; იაკობი 2:23).

      7. რა პერსპექტივა აქვთ დღეს სხვა ცხვრებს, რომლებიც აბრაამის მსგავსად მართლებად არიან გამოცხადებული?

      7 ას ორმოცდაოთხი ათასის წევრებს მართლებად გამოცხადება იესოსთან ერთად ზეციერ სამეფოში მმართველობის იმედს აძლევს (რომაელთა 8:16, 17; გალატელთა 2:16). სხვა ცხვრებს მართლებად, ღვთის მეგობრებად გამოცხადება დედამიწაზე მარადიული ცხოვრების იმედს აძლევს და ეს იმედი უამრავი ხალხის რიგებში არმაგედონის გადატანით ან ‘მართალთა აღდგომის’ საშუალებით განხორციელდება (საქმეები 24:15). რა სასიამოვნოა, გქონდეს ასეთი იმედი, იყო სამყაროს უზენაესის მეგობარი და ‘მის კარვებში დამკვიდრდე’! (ფსალმუნი 14:1, 2). დიახ, როგორც ცხებულები, ისე სხვა ცხვრები კურთხეულნი არიან შესანიშნავი სახით, იესო ქრისტეს, აბრაამის თესლის, მეშვეობით.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება