-
ქადაგება და მოწაფეების მომზადება მთელ მსოფლიოშიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2008
-
-
ერთხელ ქალმა, რომელმაც კითხვა არ იცოდა, ძმას სთხოვა წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ და უთხრა, რომ ქმარი წაუკითხავდა. ძმამ მისცა წიგნი და მეორე დღეს სახლში მიაკითხა. ცოლ-ქმარი ელოდებოდა ძმას. ქმარი მინდორში არ წასულიყო სამუშაოდ, რადგან მთელი ღამე წიგნს კითხულობდნენ. მას სურდა ძმასთან განეხილა წაკითხული. ძმამ ბიბლიის შესწავლა დაიწყო მათთან.
-
-
ქადაგება და მოწაფეების მომზადება მთელ მსოფლიოშიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2008
-
-
მადაგასკარი.
2006 წელს ერთ სოფელში, სადაც დაახლოებით 500 ადამიანი ცხოვრობს, ეკლესიის ერთ მქადაგებელს მეზობელ სოფელში მცხოვრებმა მოწმემ მისცა წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია?“. მან ყურადღებით წაიკითხა წიგნი და დარწმუნდა, რომ ჭეშმარიტება იპოვა. ამ კაცმა თავისი ეკლესიის წევრებსაც გაუზიარა ნასწავლი. მალე მან, მისმა ოჯახმა და ეკლესიის 20-მა წევრმა უარი თქვეს ეკლესიაზე და იეჰოვას მოწმეების მსგავსად დაიწყეს შეხვედრების ჩატარება. მოგვიანებით მათ დახმარება სპეციალურმა პიონერებმა აღმოუჩინეს. ბევრმა გამოთქვა შესწავლის სურვილი. პიონერებმა აგრეთვე ორგანიზება გაუწიეს წიგნის შესწავლისა და „საგუშაგო კოშკის“ შესწავლის რეგულარულად ჩატარებას. ოქტომბერში 5 ადამიანი მოუნათლავი მაუწყებელი გახდა, ამიტომ პიონერებმა საჯარო შეხვედრისა და თეოკრატიული მსახურების სკოლის ჩატარებაზეც იზრუნეს. შეხვედრებს საშუალოდ 40 ადამიანი ესწრება და 20-ზე მეტი ბიბლიის შესწავლა ტარდება.
-