საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g 11/06 გვ. 32
  • „გასაოცარი წიგნია“

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • „გასაოცარი წიგნია“
  • გამოიღვიძეთ! — 2006
გამოიღვიძეთ! — 2006
g 11/06 გვ. 32

„გასაოცარი წიგნია“

ეს სიტყვები თქვა ერთმა ცოლ-ქმარმა ჯორჯიის შტატიდან (აშშ) წიგნზე „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“. ეს არის 224-გვერდიანი წიგნი ფერადი ილუსტრაციებით, რომელიც 2005 წელს გამოიცა. მათ თქვეს: „ეს წიგნი იმდენად უბრალო ენით არის დაწერილი, რომ ყველასთვის ადვილად გასაგებია. ამასთანავე, მასში ისეთი ღრმა საკითხებია განხილული, რომ განათლებული ადამიანების სულიერ მოთხოვნილებებსაც დააკმაყოფილებს“.

ნიუ-ჯერზიში (აშშ) მცხოვრები ერთი ცოლ-ქმრის შემთხვევა ცხადყოფს, რომ ამ წიგნის სათაური დიდ ინტერესს იწვევს ხალხში. მათ ეს წიგნი იეჰოვას მოწმეთა საოლქო კონგრესზე მიიღეს ფლორიდაში. კონგრესის შემდეგ ისინი შვებულებით გაემგზავრნენ ბაჰამის კუნძულებზე. საბაჟოს თანამშრომელმა მათი ბარგის შემოწმებისას შენიშნა ეს წიგნი, წაიკითხა სათაური და თქვა: „ამ კითხვაზე პასუხი ყოველთვის მაინტერესებდა“. ამ ქალბატონს ძალიან გაუხარდა, როცა ცოლ-ქმარმა მას წიგნი აჩუქა.

მეორე დღეს ეს ცოლ-ქმარი ამ წიგნს ზღვის სანაპიროზე კითხულობდა. ადგილობრივმა მკვიდრმა, რომელიც პლაჟზე ვაჭრობდა, შეამჩნია ეს წიგნი. მან უთხრა ცოლ-ქმარს, რომ ცოტა ხნის წინ ღმერთს ლოცვაში სთხოვდა, ზუსტად ამ კითხვაზე გაეცა მისთვის პასუხი. მას ძალიან სურდა, ეს წიგნი ჰქონოდა. ქალის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა დამსვენებლებმა მას ეს წიგნი აჩუქეს.

წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ დღეს ხელმისაწვდომია 145-ზე მეტ ენაზე და უკვე 40 მილიონზე მეტი ეგზემპლარი დაიბეჭდა. თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ ეს წიგნი, თუ შეავსებთ თანდართულ ტალონს და გაგზავნით ამ ჟურნალის მე-5 გვერდზე მითითებულ თქვენთვის უახლოეს მისამართზე.

□ გთხოვთ გამომიგზავნოთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“

□ მსურს ბიბლიის უფასო საშინაო შესწავლა.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება