საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • შევისწავლოთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“
    სამეფო მსახურება — 2006 | თებერვალი
    • შევისწავლოთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“

      1 კონგრესზე „ღვთისმოსაწონი მორჩილება“ ძალიან გაგვიხარდა, რომ მივიღეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“. მალე საკმაოდ ხშირად გამოვიყენებთ მას სამქადაგებლო მსახურებაში, განსაკუთრებით ბიბლიის შესწავლების ჩატარებისას. ამიტომ საჭიროა, კარგად გავეცნოთ ამ ახალ პუბლიკაციას. ეს შესაძლებელი იქნება, რადგან მას შევისწავლით წიგნის შესწავლებზე 2006 წლის 17 აპრილით დაწყებული კვირიდან.

      2 წიგნის შესწავლის ზედამხედველი ყურადღებას გაამახვილებს კითხვებზე, რომლებიც თითოეული თავის დასაწყისშია მოცემული. შემდეგ შესწავლა ჩატარდება აბზაცებთან დასმული კითხვების გამოყენებით. წაკითხული და განხილული იქნება ძირითადი მუხლები. ჩარჩო „რას გვასწავლის ბიბლია?“, რომელიც თითოეული თავის ბოლოშია, სასარგებლო იქნება მასალის გასამეორებლად, რადგან მასში ბიბლიურ მუხლებზე დაფუძნებით პასუხი ეცემა შესავალში დასმულ კითხვებს. კომენტარების გაცემა სასიამოვნო იქნება, ვინაიდან ამ წიგნში საკითხები ნათლად, მარტივად და საინტერესოდ არის განხილული.

      3 ამ წიგნის დანართში არის სხვადასხვა თემასთან დაკავშირებული დაწვრილებითი ინფორმაცია. ამ მასალას მაშინ გამოვიყენებთ, როცა ბიბლიის შემსწავლელებისთვის საჭირო იქნება დამატებითი ინფორმაცია ამა თუ იმ საკითხზე. დანართი ნაწილ-ნაწილ იქნება განხილული კრების წიგნის შესწავლებზე. ის, ვინც კითხულობს წიგნის შესწავლაზე, წაიკითხავს განსახილველ საკითხთან დაკავშირებული დანართის მთლიან მასალას. დანართის შედარებით დიდი თემები შეიძლება წაკითხულ იქნეს ნაწილ-ნაწილ. დანართში კითხვები არ არის, მაგრამ წიგნის შესწავლის ზედამხედველს შეუძლია დამსწრეები ჩართოს განხილვაში მთავარ აზრებთან დაკავშირებული კითხვების დასმით.

      4 წიგნის შესწავლაზე შედარებით სწრაფად შევისწავლით წიგნს „რას გვასწავლის ბიბლია?“. მაგრამ აუცილებელი არაა, რომ ასეთივე ტემპით განვიხილოთ მასალა ბიბლიის შემსწავლელებთან, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს მცირე ბიბლიური ცოდნა აქვს ან საერთოდ არა აქვს მასზე წარმოდგენა (საქ. 26:28, 29). ბიბლიის შესწავლების დროს საჭიროა, უფრო გულდასმით განვიხილოთ მუხლები, ვიმსჯელოთ ილუსტრაციებზე და ასე შემდეგ. მიზნად დაისახე, ყოველკვირა დაესწრო წიგნის შესწავლას და სრული მონაწილეობა მიიღო მასში, როცა შევისწავლით წიგნს „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“

  • „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“
    სამეფო მსახურება — 2006 | თებერვალი
    • „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“

      შესწავლის გეგმა 2006 წლის 17 აპრილით დაწყებული კვირიდან 2007 წლის 1 იანვრით დაწყებული კვირის ჩათვლით.

      კვირა თავი აბზაცები დანართი

      აპრ. 17 1* 1—13

      აპრ. 24 1 14—24 გვ. 195—197

      მაის. 1 2 1—17

      მაის. 8 2 18—20 გვ. 199—201

      მაის. 15 3 1—12

      მაის. 22 3 13—24

      მაის. 29 4 1—11 გვ. 197—199

      ივნ.  5 4 12—22 გვ. 201—204

      ივნ. 12 5 1—13 გვ. 204—206

      ივნ. 19 5 14—22 გვ. 206—208

      ივნ. 26 6 1—6 გვ. 208—211

      ივლ. 3 6 7—20

      ივლ. 10 7 1—15

      ივლ. 17 7 16—25 გვ. 212—215

      ივლ. 24 8 1—17

      ივლ. 31 8 18—23 გვ. 215—218

      აგვ. 7 9 1—9 გვ. 218, 219

      აგვ. 14 9 10—18

      აგვ. 21 10 1—9

      აგვ. 28 10 10—19

      სექტ. 4 11 1—11

      სექტ. 11 11 12—21

      სექტ. 18 12 1—16

      სექტ. 25 12 17—22

      ოქტ. 2 13 1—9

      ოქტ. 9 13 10—19

      ოქტ. 16 14 1—13

      ოქტ. 23 14 14—21

      ოქტ. 30 15 1—14

      ნოემბ. 6 15 15—20 გვ. 219, 220

      ნოემბ. 13 16 1—10 გვ. 221, 222

      ნოემბ. 20 16 11—19 გვ. 222, 223

      ნოემბ. 27 17 1—11

      დეკ. 4 17 12—20

      დეკ. 11 18 1—13

      დეკ. 18 18 14—25

      დეკ. 25 19 1—14

      იან. 1 19 15—23

      მითითებული ბიბლიური მუხლებიდან წაიკითხეთ და მოკლედ განიხილეთ იმდენი მუხლი, რამდენის საშუალებასაც დრო მოგცემთ. უნდა წაიკითხოთ ყველა აბზაცი — როგორც ძირითადი ტექსტიდან, ისე დანართიდან. თავის ბოლო აბზაცის დასრულების შემდეგ განიხილეთ ჩარჩო „რას გვასწავლის ბიბლია?“

      * ასევე განიხილეთ შესავალი, გვერდები 3—7.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება