-
სამოაიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
-
-
ჯეფრი ჯექსონი, რომელიც მაშინ სამოას ფილიალში მსახურობდა, უშედეგოდ ცდილობდა ახალ ზელანდიაში ერთ-ერთ უფლებამოსილ პირთან დაკავშირებას ტოკელაუზე იეჰოვას მოწმეების რთულ მდგომარეობაზე სასაუბროდ. ძმა ჯეფრი ყვება: „ისე მოხდა, რომ როგორც ლინგვისტს, ტოკელაუში ჩასვლის უფლება მომცეს. მგზავრობისას გემის კაპიტანმა მასთან და ერთ ჩინოვნიკთან ერთად წახემსება შემომთავაზა. აღმოჩნდა, რომ ეს სწორედ ის კაცი იყო, ვისთანაც მანამდე უშედეგოდ ვცდილობდი დაკავშირებას. ჩვენ ერთ საათზე მეტხანს ვისაუბრეთ. ბოლოს მადლობა გადამიხადა და დამპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებდა კუნძულ ტოკელაუზე ჩვენი ძმების დასახმარებლად“.
-
-
სამოაიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
-
-
მთარგმნელობითი საქმე წინ მიიწევს
მაუწყებლების ზრდასთან ერთად სამოურ ენაზე ლიტერატურის მოთხოვნილებაც იზრდებოდა. ამ საქმისთვის 1985 წელს სამოას ფილიალში გაგზავნეს ჯეფრი ჯექსონი და მისი მეუღლე ჯენი, რომლებიც ტუვალუში მისიონერებად მსახურობდნენ. ძმა ჯეფრის ორკაციანი მთარგმნელობითი ჯგუფის ხელმძღვანელობა დაევალა. ის ამბობს: „თავიდან მთარგმნელები ბეთელის სასადილოში მუშაობდნენ. ყოველ დილით საუზმის შემდეგ ისინი მაგიდებს წმენდნენ და მერე იწყებდნენ მუშაობას. სადილის დროს ისევ ინახავდნენ თავიანთ ნივთებს, სადილის შემდეგ კვლავ მაგიდებს წმენდნენ და თარგმნას განაგრძობდნენ“.
სამუშაოს ხშირ-ხშირი შეწყვეტა თარგმნას აფერხებდა. მთარგმნელობითი საქმე ისედაც შრომატევადი იყო და ბევრ დროს მოითხოვდა. „მთარგმნელები ძირითადად ქაღალდზე თარგმნიდნენ და ტექსტს საბეჭდ მანქანაზე ბეჭდავდნენ. საბოლოო სახის მიღებამდე ნაკორექტორები და შესწორებული ტექსტი რამდენჯერმე იბეჭდებოდა“, — განაგრძობს ჯეფრი ჯექსონი.
-
-
სამოაიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
-
-
ძმა ჯექსონი ამბობს: «„გამოიღვიძეთ!“-ის გამოცემის შესახებ იუწყებოდა არა მარტო რადიო და გაზეთი, არამედ ტელევიზიაც».
-