შეკითხვების ყუთი
◼ მართებულია თუ არა ტაშის დაკვრა, როცა კრებაში განცხადება კეთდება გარიცხულის აღდგენის თაობაზე?
მწყალობელი იეჰოვა ღმერთი საღვთო წერილის საფუძველზე საშუალებას აძლევს მომნანიებელ შემცოდველებს, კვლავ მოიპოვონ მისი კეთილგანწყობილება და აღდგენილ იქნენ ქრისტიანულ კრებაში (ფსალმ. 50:14, 19). ასეთ შემთხვევაში მოგვიწოდებენ, სიყვარული გამოვავლინოთ გულწრფელად მომნანიებლების მიმართ (2 კორ. 2:6—8).
მაგრამ, როგორი გახარებულიც უნდა ვიყოთ ნათესავის ან ახლობლის აღდგენის გამო, როცა კრებაში ამის თაობაზე განცხადება კეთდება, ამ ამბავს მშვიდად უნდა შევხვდეთ. 1998 წლის 1 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკში“, მე-17 გვერდზე, ამ საკითხთან დაკავშირებით ასეთი აზრია გამოთქმული: „უნდა გვახსოვდეს, რომ კრებაში უმრავლესობამ არ იცის ის მდგომარეობები, რამაც პიროვნება გარიცხვამდე ან აღდგენამდე მიიყვანა. გარდა ამისა, კრებაში შეიძლება იყოს ვინმე, ვისაც მომნანიებელმა შემცოდველმა ისეთი ზიანი ან ტკივილი მიაყენა, რომელიც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში გაჰყვა. ამიტომ გვესმის, რომ, როდესაც აღდგენის შესახებ განცხადება კეთდება, შეიძლება იმ დროს სიხარულით ვერ შევხვდეთ მომნანიებელს, მაგრამ პირადად მასთან გამოვხატოთ ეს გრძნობა“.
თუმცა ძალიან გვიხარია, როცა ჭეშმარიტებაში დაბრუნებულებს ვხედავთ, მათი აღდგენის დროს ტაშის დაკვრა არ იქნებოდა მიზანშეწონილი.