-
ინტერნეტ-თაღლითობა თქვენც ხომ არ გემუქრებათ საფრთხე?გამოიღვიძეთ! — 2012 | იანვარი
-
-
პენსიაში გასულმა მასწავლებელმა, რომელსაც სახელად უილიამი ჰქვია და რომელიც შეერთებულ შტატებში, ფლორიდაში ცხოვრობს, ერთხელ იმეილი მიიღო; უილიამს ეგონა, რომ წერილი ინტერნეტ პროვაიდერისგან იყო მოსული. წერილში ეწერა, რომ ინფორმაცია მისი ანგარიშის შესახებ სადღაც დაკარგულიყო. უილიამმა შეავსო თანდართული ბლანკი და უკან გააგზავნა იმავე მისამართზე. მან არც კი იცოდა, რომ მისი პირადი მონაცემები ნიუ-იორკში, კუინზში მცხოვრები ბოროტმოქმედის, შივას, ხელში მოხვდა. მეორე დღეს შივამ უილიამის საკრედიტო ბარათის ნომრით ინტერნეტ მაღაზიაში ძვირადღირებული პრინტერი შეიძინა. იმეილი, რომელიც უილიამმა მიიღო, იყო იმ 100 000 იმეილიდან ერთ-ერთი, რომელიც შივამ დააგზავნა სხვადასხვა მისამართზე. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაახლოებით ასი ადამიანი გაება მის მახეში.
-
-
ინტერნეტ-თაღლითობა თქვენც ხომ არ გემუქრებათ საფრთხე?გამოიღვიძეთ! — 2012 | იანვარი
-
-
ინტერნეტში ბევრი გაიძვერული მაქინაცია ელ-ფოსტის მეშვეობით ხდება. წერილი, რომელიც უილიამმა მიიღო, „ფიშინგ წერილის“ სახელწოდებითაა ცნობილი. ის თევზის სატყუარასავით მოქმედებს და მისით თაღლითი ცდილობს, გამოსტყუოს სხვას პაროლი, საკრედიტო ბარათის ნომერი ან საბანკო ანგარიშის მონაცემები. ერთი შეხედვით სანდო და საიმედო გეჩვენება იმეილში მოხსენიებული ვებ-გვერდი, სინამდვილეში ამ იმეილით პირადი მონაცემები გადადის ყალბ ვებ-გვერდზე. ინტერნეტ-თაღლითებს შპიონური პროგრამებით შეუძლიათ ხელში ჩაიგდონ თქვენი იმეილი.
ზოგიერთ ასეთ ფიშინგ წერილს მონაცემების შეყვანის გარეშეც შეუძლია მოიპაროს თქვენი პირადი ინფორმაცია. იმეილის გახსნით შესაძლოა გაააქტიუროთ შპიონური პროგრამა. ასეთ პროგრამებს შეუძლია ჩაიწეროს თქვენი კომპიუტერული მონაცემები და თაღლითს საშუალება მისცეს, თვალი ადევნოს თქვენ აკრეფილ პაროლს და დაიმახსოვროს. სხვებს კი ყალბ საიტებზე გადაჰყავხართ. რა უნდა ქნათ, რომ არ გაებათ ასეთ მახეებში?
როგორ შეგიძლიათ თავის დაცვა
მოერიდეთ ისეთ იმეილებს, რომელიც საეჭვო ბმულებს შეიცავს. ზოგჯერ „ტროიანის“ ვირუსებს შეუძლია თქვენგან მალულად გზა მისცეს ინტერნეტ-თაღლითებს თქვენს კომპიუტერში საძრომიალოდ. მათთვის ამ დროს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს თქვენი პირადი ინფორმაციის მოპარვა. ფორუმები, პორნოგრაფიული საიტები, სოციალური ქსელები და ის ვებ-გვერდები, რომლებიც უცნობი წყაროებიდან გთავაზობენ პროგრამების გადმოტვირთვას, წარმოადგენენ თაღლითების „სამუშაო ადგილს“. სწორედ აქედან ახდენენ ისინი მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოძიებას და აქვე ათავსებენ შპიონურ პროგრამებს. არასოდეს გამოეხმაუროთ ისეთ იმეილებს, რომლებიც არარეალურ მოგებებს გპირდებიან.
მიგიღიათ ელექტრონული ფოსტა წარწერით: „თქვენი კომპიუტერი საფრთხეშია! გნებავთ, დაიცვათ ის საფრთხისგან? დააწკაპუნეთ აქ!“ ან: „უფასო სქრინსეივერი, დააწკაპუნეთ აქ!“. თუკი დაეთანხმებით მოთხოვნას, გაააქტიურებთ შპიონურ პროგრამას.
ფრთხილად იყავით მაშინაც, როცა ინტერნეტში სამუშაოს ეძებთ. თაღლითები იყენებენ ყალბ საიტებს, რათა მიიღონ „რეგისტრაციის გადასახადები“ და სხვისი პირადი საფინანსო ანგარიში.
-
-
ინტერნეტ-თაღლითობა თქვენც ხომ არ გემუქრებათ საფრთხე?გამოიღვიძეთ! — 2012 | იანვარი
-
-
ფიშინგ წერილი: ელექტრონული წერილი, რომელიც ადრესატს ეშმაკურად სთხოვს მითითებულ, ერთი შეხედვით სანდო, მაგრამ სინამდვილეში ყალბ ვებ-გვერდზე შეიყვანოს პაროლი, საკრედიტო ბარათის ნომერი ან საბანკო ანგარიშის ინფორმაცია
-