განცხადებები
◼ გასავრცელებელი ლიტერატურა აგვისტოში: ერთ-ერთი ამ 32-გვერდიანი ბროშურებიდან: „სასიხარულო ცნობა ღვთისგან“, „ნამდვილად ზრუნავს თუ არა ღმერთი ჩვენზე“, „რა არის სიცოცხლის აზრი?“ ან „რას გვამცნობს ბიბლია?“. სექტემბერსა და ოქტომბერში: ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. ნოემბერში: სპეციალური კამპანია, რომლის დროსაც გავრცელდება „სასიხარულო ცნობა № 38“.
◼ 2013 წლის 28 ოქტომბრით დაწყებული კვირიდან კრების ბიბლიის შესწავლაზე დავიწყებთ ბროშურის „ვინ ასრულებს იეჰოვას ნებას დღეს?“ განხილვას. ამ ბროშურის დამთავრებისთანავე 2014 წლის 6 იანვრიდან შევუდგებით წიგნის „დაუახლოვდი იეჰოვას“ შესწავლას. თუ კრების მარაგში არა გაქვთ ამ წიგნის საკმარისი რაოდენობა, ის ლიტერატურის შემდეგი შეკვეთის დროს უნდა გამოიწეროთ.
◼ სექტემბრიდან მოყოლებული სარაიონო ზედამხედველები გამოვლენ საჯარო მოხსენებით: „როგორ შეუძლია სიყვარულსა და რწმენას ქვეყნიერების ძლევა?“.