საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 11/08 გვ. 3
  • განცხადებები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • განცხადებები
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2008
ჩვენი სამეფო მსახურება — 2008
km 11/08 გვ. 3

განცხადებები

◼ გასავრცელებელი ლიტერატურა ნოემბერსა და დეკემბერში: წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ ყველანაირად ეცადეთ ბიბლიის შესწავლის დაწყებას. 2009 წლის იანვარში: წიგნი „ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი“. თუ მობინადრე იტყვის, რომ მას ჰყავს შვილები, შესთავაზე წიგნი „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“. თებერვალში: კრების მარაგში არსებული რომელიმე წიგნი „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“ ან „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“. მარტში: წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“. ყველანაირად ეცადეთ ბიბლიის შესწავლის დაწყებას. აპრილში: ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. როდესაც განმეორებით მოინახულებთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ესწრებოდნენ გახსენების საღამოს ან სხვა თეოკრატიულ ღონისძიებას, მაგრამ რეგულარული კავშირი არა აქვთ კრებასთან, შესთავაზეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ შეეცადეთ, ამ წიგნით დაიწყოთ შესწავლა.

◼ 2009 წლის 1 იანვრიდან „თავმჯდომარე ზედამხედველს“ ეწოდება „უხუცესთა საბჭოს კოორდინატორი“.

◼ ყველა მაუწყებელს მოვუწოდებთ, რომ შეავსონ სამედიცინო მინდობილობის ბლანკი, თუ ეს ჯერ კიდევ არ გაუკეთებიათ. ეს ბლანკი დაიცავს თქვენს უფლებებს, რომ არ გადაგისხან სისხლი. თუ საჭიროა, უხუცესები სათანადო დახმარებას გაგიწევენ (იხილეთ 2006 წლის ნოემბრის „ჩვენი სამეფო მსახურების“ დანართი).

◼ ფილიალს აუცილებლად ესაჭიროება უახლესი ინფორმაცია ყველა კრების თავმჯდომარე ზედამხედველისა და მდივნის მისამართების და ტელეფონის ნომრების შესახებ, აგრეთვე მათი, ვინც დამოუკიდებელ ჯგუფზეა პასუხისმგებელი. თუ რამე შეიცვალა, კრების სამსახურებრივმა კომიტეტმა მაშინვე, რაც შეიძლება მალე, უნდა შეავსოს და გაუგზავნოს ფილიალს ბლანკი „თავმჯდომარე ზედამხედველის/მდივნის მისამართის ცვლილება“ (S-29). ეს ეხება სატელეფონო კოდის ცვლილებასაც.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება