-
იეჰოვა ისმენს თავმდაბალთა ღაღადსსაგუშაგო კოშკი — 2010 | 15 ნოემბერი
-
-
მოვიყვანოთ ქრისტიანი უხუცესის, ალექსის მაგალითი. ის ახალდაქორწინებული იყო, როცა დაეღუპა მეუღლე, რომელსაც უკურნებელი სენი ჭირდა. ალექსი ერთი თანამგრძნობი მიმომსვლელი ზედამხედველის სიტყვებმა ძალიან ანუგეშა. მასაც დაღუპული ჰყავდა მეუღლე, მაგრამ იმ დროისთვის ის ხელმეორედ იყო დაქორწინებული. მიმომსვლელმა ზედამხედველმა ალექსს გაუზიარა, რას გრძნობდა იმ დროს, როცა ცოლი ახალი დაღუპული ჰყავდა — იგი ემოციურად იყო გამოფიტული. როცა სხვებთან ერთად მსახურობდა და ქრისტიანულ კრებებს ესწრებოდა, ის კარგად გრძნობდა თავს. მაგრამ როგორც კი სახლში შევიდოდა და ოთხ კედელს შუა მარტო რჩებოდა, კვლავ ეულად გრძნობდა თავს. „ძალიან გავმხნევდი, როცა გავიგე, რომ უჩვეულო არაფერი იყო იმაში, რაც მემართებოდა. მივხვდი, რომ მე არ ვიყავი გამონაკლისი, რადგან სხვებმაც გამოსცადეს მსგავსი ტკივილი“, — იხსენებს ალექსი. „დროულად ნათქვამი სიტყვა“ მართლაც ძალიან მანუგეშებელია მათთვის, ვინც დარდმა მოიცვა! (იგავ. 15:23).
ალექსისთვის აგრეთვე მანუგეშებელი იყო ერთი ქრისტიანი უხუცესის სიტყვები. ეს უხუცესი იცნობდა რამდენიმე ადამიანს, რომელთაც მეუღლე ჰყავდათ დაღუპული. მას კარგად ესმოდა, რა ემოციურ ტკივილს გრძნობდნენ და-ძმები ასეთ დროს. ძმამ სიყვარულით აუხსნა ალექსს, რომ იეჰოვა ხედავდა, რას გრძნობდა და რა სჭირდებოდა. „თუ თვეებისა და წლების გასვლის შემდეგ თანამგზავრის გარეშე მარტოსულად იგრძნობ თავს, შეგიძლია ხელმეორედ დაქორწინდე. იეჰოვამ სიყვარულით იზრუნა ქვრივებზე, გაითვალისწინა მათი მდგომარეობა და ხელმეორედ დაქორწინების უფლება მისცა“, — უთხრა უხუცესმა ალექსს. რა თქმა უნდა, ყველას, ვისაც მეუღლე დაეღუპა, არ ექნება კვლავ დაქორწინების სურვილი, მაგრამ ამ ძმის სიტყვებმა ალექსი ბევრ რამეზე დააფიქრა. ის ამბობს: „ხელახლა დაქორწინება იეჰოვას ნებას არ ეწინააღმდეგება. ამაზე ფიქრი დაგეხმარება, თავი დამნაშავედ არ იგრძნო იმის გამო, რომ ხელმეორედ დაქორწინებით მეუღლეს უღალატებ ან იეჰოვას კანონს დაარღვევ“ (1 კორ. 7:8, 9, 39).
-
-
იეჰოვა ისმენს თავმდაბალთა ღაღადსსაგუშაგო კოშკი — 2010 | 15 ნოემბერი
-
-
ალექსი ამბობს: „როცა მეუღლე გიკვდება, გონებაში სულ უარყოფითი აზრები გიტრიალებს“. ის საკუთარ თავს ეკითხებოდა: „შემეძლო რაიმეს შეცვლა? შემეძლო ვყოფილიყავი უფრო გულისხმიერი და თანამგრძნობი? არ მინდოდა მარტო დარჩენა, მეუღლის გარეშე ყოფნა. ასეთი აზრების მოშორება ძალიან რთულია, რადგან ყოველდღე რეალობას უსწორებ თვალს. რეალობა კი ის არის, რომ მარტოსული ხარ“.
-
-
იეჰოვა ისმენს თავმდაბალთა ღაღადსსაგუშაგო კოშკი — 2010 | 15 ნოემბერი
-
-
ალექსი თავის გამოცდილებას გვიზიარებს: «თუ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ და იეჰოვასთან ახლო ურთიერთობას შევინარჩუნებთ, მივიღებთ „ძალას, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“ და ნებისმიერ განსაცდელს გავუმკლავდებით» (2 კორ. 4:7).
-