საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იქადაგეთ, რათა მოწაფეები მოამზადოთ
    საგუშაგო კოშკი — 2003 | 15 ნოემბერი
    • 12—14. მოყევით, რამდენად ეფექტურია ტელეფონით ქადაგება და მოიყვანეთ საკუთარი ან აბზაცებში მოთხრობილი რომელიმე შემთხვევა.

      12 ბრაზილიაში, მრავალსართულიან სახლში კარდაკარ ქადაგებისას, ერთმა ქრისტიანმა (ვუწოდოთ მას მარია) ტრაქტატი მისცა ახალგაზრდა ქალს. ტრაქტატის სათაური მარიამ შესავლად გამოიყენა და მობინადრეს ჰკითხა: „გსურთ უკეთ გაეცნოთ ბიბლიას?“ ქალმა უპასუხა: „დიახ, მაგრამ მე მასწავლებელი ვარ და მთელი ჩემი დრო სამუშაოს მიაქვს“. ჩვენმა დამ აუხსნა, რომ ბიბლიურ თემებზე შეეძლოთ ტელეფონითაც ესაუბრათ. ქალმა მარიას თავისი ტელეფონის ნომერი მისცა. მარიამ კი იმავე საღამოს დაურეკა და ბროშურის „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“a დახმარებით შესწავლა დაიწყო.

  • იქადაგეთ, რათა მოწაფეები მოამზადოთ
    საგუშაგო კოშკი — 2003 | 15 ნოემბერი
    • 14 ერთი დანიელი მაუწყებელი, რომელმაც ტელეფონით ქადაგების საშუალებით ბიბლიის შესწავლა დაიწყო, ამბობს: „სამსახურებრივმა ზედამხედველმა მირჩია, ტელეფონით მექადაგა. მე თავს ვიკავებდი და ვამბობდი, რომ ეს საჩემო საქმე არ იყო. ერთხელაც გამბედაობა მოვიკრიბე და დავრეკე. ყურმილი ქალმა, სახელად სონიამ, აიღო და მოკლე საუბრის შემდეგ ბიბლიური ლიტერატურის აღებაზე დამთანხმდა. ერთ საღამოს ჩვენ შემოქმედების თემაზე ვისაუბრეთ და მან მოისურვა წიგნის „სიცოცხლე — როგორ წარმოიშვა ის? ევოლუციის გზით თუ შემოქმედებით?“b წაკითხვა. ვუთხარი, რომ კარგი იქნებოდა ერთმანეთს შევხვედროდით ამ თემაზე სასაუბროდ. ის დამთანხმდა. სონიასთან რომ მივედი, უკვე მზად იყო შესწავლის დასაწყებად. მას შემდეგ ყოველკვირა ვატარებთ შესწავლას“. ჩვენი ქრისტიანი და თავის საუბარს ასე ამთავრებს: „მრავალი წლის განმავლობაში ვლოცულობდი და იეჰოვას ვთხოვდი, ბიბლიის შესწავლა მქონოდა, მაგრამ სულ არ მოველოდი, რომ ამას ტელეფონით ქადაგების შედეგად დავიწყებდი“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება