-
თათრების წარსული, აწმყო და მომავალიგამოიღვიძეთ! — 2011 | სექტემბერი
-
-
ყაზანი მდინარე ყაზანკაზე გაშენებული თანამედროვე ქალაქია, რომლის მოსახლეობაც ერთ მილიონს შეადგენს. ის ერთ-ერთია რუსეთის იმ ქალაქებიდან, რომლებსაც მეტროს ლამაზი სადგურები ამშვენებს.c ყველა სადგურს თავისი დამახასიათებელი სტილი გააჩნია. ზოგში თანამედროვე დიზაინი სჭარბობს, ზოგში აზიური კულტურისა თუ შუასაუკუნეების შტრიხები შეიმჩნევა. ყაზანის მეტროს ერთ სადგურს ამშვენებს 22 მოზაიკური ფრესკა, რომლებშიც თათრული ტრადიციული ზღაპრების სცენებია ასახული.
1804 წელს რუსეთის მეფე ალექსანდრე I-მა დააარსა ყაზანის სახელმწიფო უნივერსიტეტი. იქ განთავსებულია ერთ-ერთი უდიდესი ბიბლიოთეკა რუსეთში. ის გავლენიან საგანმანათლებლო და კულტურულ ცენტრად ითვლება და სწორედ მან მისცა დასაბამი სხვა უნივერსიტეტების არსებობას თათრეთში. ბიბლიოთეკაში მოიპოვება 5 000 000 წიგნი და სხვა პუბლიკაცია, რომელთა შორის 30 000 ძველი ხელნაწერია; ზოგიერთი მათგანი ახ. წ. მე-9 საუკუნითაა დათარიღებული.
ერთი სიამოვნებაა ბაუმანის ცენტრალურ ქუჩაზე გასეირნება. იქაურობა სავსეა თვალისმომჭრელი მაღაზიებითა და კაფეებით. ამ ადგილს ახლახან ვესტუმრეთ მე და ჩემი მეუღლე და ქალაქის სილამაზით გული რომ ვიჯერეთ, მდინარე ვოლგაზეც მოვიწყეთ პატარა კრუიზი.
ყაზანის ღირსშესანიშნაობებში შედის კრემლის „მხცოვანი“ ციხესიმაგრე თავისი შენობა-ნაგებობებით, რომლებიც მე-16 საუკუნით თარიღდება. რუსეთის ტერიტორიაზე ეს დღემდე შემორჩენილი ერთადერთი თათრული ციხესიმაგრეა. ქვის გალავნიანი ყაზანის კრემლის შიგნით განთავსებულია სუუმბიკეს კოშკი, თათრეთის სამთავრობო შენობები, მეჩეთი და მართლმადიდებლური ეკლესია.
2000 წელს ყაზანის კრემლი შეტანილ იქნა იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში. კრემლის არქიტექტურა განსაკუთრებით ღამით ატყვევებს მნახველთ, როცა მისგან გამოტყორცნილი შუქი თვალისმომჭრელად ლივლივებს მდინარეზე.
-
-
თათრების წარსული, აწმყო და მომავალიგამოიღვიძეთ! — 2011 | სექტემბერი
-
-
[სურათი 25 გვერდზე]
ყაზანის კრემლი მდინარე ყაზანკაზე
[საავტორო უფლება]
© Michel Setboun/CORBIS
-