-
დღევანდელი ქრისტიანი აცტეკებისაგუშაგო კოშკი — 2012 | 1 მარტი
-
-
როცა ერთმა ქალმა პირველად მოისმინა ნაუატლი ენაზე წარმოთქმული ბიბლიური მოხსენება, თქვა: „ათი წლის მანძილზე ვესწრებოდით კრების შეხვედრებს და იქიდან თავის ტკივილით ვბრუნდებოდით, რადგან ესპანური ნორმალურად არ გვესმოდა. ახლა თავს ისე ვგრძნობთ, თითქოს ხელახლა დავიბადეთ!“. სამოცი წლის ხუანი რვა წლის განმავლობაში სწავლობდა ბიბლიას და ცოლ-შვილთან ერთად ესწრებოდა ესპანურენოვან კრების შეხვედრებს, მაგრამ სულიერად წინ ვერ მიიწევდა. როცა მან ნაუატლი ენაზე ბიბლიის შესწავლა დაიწყო, სულ რაღაც, ერთი წლის შემდეგ მოინათლა და იეჰოვას მოწმე გახდა.
-
-
დღევანდელი ქრისტიანი აცტეკებისაგუშაგო კოშკი — 2012 | 1 მარტი
-
-
იყო დრო, როცა სან-აგუსტინ-ოაპანში იეჰოვას მოწმეებს კარდაკარ ქადაგების უფლებას არ აძლევდნენ. ზოგი ფიქრობდა, რომ თუ მოწმეები ხალხს თავიანთ რწმენაზე მოაქცევდნენ, ისინი ფულს აღარ გაიღებდნენ დღესასწაულებისთვის. ერთხელ ფლორენციო ნაუატლი ენაზე მოლაპარაკე რამდენიმე თანაქრისტიანთან ერთად ქადაგებდა. მათგან სამი დააპატიმრეს. ოც წუთში იქ ხალხმა მოიყარა თავი, რათა მათი ბედი გადაეწყვიტათ.
„მათ სურდათ, ადგილზევე ჩავეხოცეთ, — იხსენებს ფლორენციო. — ზოგი ამბობდა, რომ გავეკოჭეთ და მდინარეში გადავეყარეთ. ის ღამე ციხეში გავატარეთ. მომდევნო დღეს ჩვენ დასახმარებლად თანამორწმუნეები მოვიდნენ, რომელთაგანაც ერთ-ერთი ადვოკატი იყო. მათ ისინიც დააკავეს. ბოლოს ხელისუფლებამ ჩვენი გათავისუფლების ბრძანება გასცა იმ პირობით, თუ ქალაქს დავტოვებდით“. წინააღმდეგობის მიუხედავად, ერთი წლის შემდეგ ამ ქალაქში კრება ჩამოყალიბდა, სადაც 17 მონათლული მოწმე იყო და 50 ადამიანი რეგულარულად ესწრებოდა კრების შეხვედრებს.
ნაუატლი ენაზე მოლაპარაკე ერთი იეჰოვას მოწმე, სახელად ალბერტო, კოაპალას ტომიდანაა. მას აიძულებდნენ, რომ ერთ-ერთ დღესასწაულში მიეღო მონაწილეობა. ალბერტომ უარი თქვა, რის გამოც დააპატიმრეს. როცა ტომის საბჭო შეიკრიბა, ზოგიერთები გაჰყვიროდნენ, რომ ჩამოეხრჩოთ იგი, რათა დაეშინებინათ ყველა, ვინც ამ რელიგიის მიმდევარი გახდებოდა და უარს იტყოდა ადგილობრივ ტრადიციებზე. ზოგმა მოწმემ სცადა მისი გათავისუფლება, მაგრამ ისინიც დაიჭირეს. როცა ერთკვირიანი დღესასწაული დამთავრდა, ყველა გაათავისუფლეს. წინააღმდეგობები კვლავ გრძელდებოდა. ამიტომ, ძმებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართეს დახმარებისთვის, რათა შეწყვეტილიყო მოწმეების დევნა. აღსანიშნავია, რომ მთავარი მოწინააღმდეგე დაინტერესდა ბიბლიური ჭეშმარიტებით და მოგვიანებით მოინათლა. ახლა ამ ქალაქში კრების შეხვედრებიც ტარდება.
-
-
დღევანდელი ქრისტიანი აცტეკებისაგუშაგო კოშკი — 2012 | 1 მარტი
-
-
ერთი სრული დროით მქადაგებელი, სონია, გვიზიარებს, რამ აღძრა იგი, შეესწავლა ნაუატლი ენა. «ჩემი სახლიდან ორი საათის სავალზე არის დაცული თავშესაფარი, სადაც დაახლოებით 6 000 ნაუატლი ენაზე მოლაპარაკე მუშა ცხოვრობს. მათ შემხედვარეს გული დამეწვა, რადგან გულჩვილები არიან და თავს ძალიან დამცირებულად გრძნობენ — ამბობს სონია. — ისინი ხომ ამაყი ხალხის შთამომავლები არიან! ჩვენი კულტურის ფესვები ხომ სწორედ მათგან იღებს სათავეს. 20 წლის მანძილზე მათ ესპანურ ენაზე ვუქადაგებდით, მაგრამ ბოლომდე არ ესმოდათ, რას ვეუბნებოდით და, შესაბამისად, ინტერესსაც არ ავლენდნენ. მაგრამ როდესაც მათ ენაზე რამდენიმე სიტყვა ვისწავლე, მათთან ნორმალური საუბრის შესაძლებლობა მომეცა. ისინი გარს შემომეხვეოდნენ ხოლმე და მისმენდნენ. ერთხელ ერთ ქალს შევთავაზე, რომ წერა-კითხვას ვასწავლიდი, თუ ის სანაცვლოდ ნაუატლი ენას მასწავლიდა. ახლა თავშესაფარში თითქმის ყველა მცნობს და „ნაუატლი ენაზე მოლაპარაკე ქალს“ მეძახიან. თავს მისიონერივით ვგრძნობ საკუთარ ქვეყანაში». დღეს ამ ტერიტორიაზე კრებაც არსებობს ნაუატლი ენაზე.
მარისელა, რომელიც სრული დროით მსახურობს, ძალ-ღონეს არ იშურებს ნაუატლი ენის შესასწავლად. ის ბიბლიას ასწავლიდა 70 წლის ფელიქსს; თავიდან შესწავლას ესპანურ ენაზე უტარებდა, მაგრამ როცა ნაუატლი ენაზე ლაპარაკი დაიწყო, ცდილობდა მისთვის ყველაფერი მშობლიურ ენაზე აეხსნა. ამან კარგი შედეგი გამოიღო. მარისელას გული აუჩუყდა, როცა ფელიქსმა ჰკითხა: „ისმენს იეჰოვა ჩემს ლოცვებს, როცა მას ნაუატლი ენაზე მივმართავ?“. ფელიქსს ძალიან გაუხარდა იმის გაგება, რომ იეჰოვას ყველა ენა ესმის. ის ახლა რეგულარულად ესწრება კრების შეხვედრებს მიუხედავად იმისა, რომ ფეხით საათნახევარი ანდომებს შეხვედრის ადგილამდე მისვლას. ამჟამად იგი მონათლულია. მარისელა ამბობს: „რა ბედნიერი ვარ, რომ ვთანამშრომლობ ანგელოზთან, რომელიც სასიხარულო ცნობას ყველა ერს ამცნობს!“ (გამოცხადება 14:6, 7).
-