საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • დღევანდელი ქრისტიანი აცტეკები
    საგუშაგო კოშკი — 2012 | 1 მარტი
    • „ტაძრები მიწასთან გასწორდა და ფერფლად იქცა. კერპები განადგურდა და წმინდა წიგნები ცეცხლმა შთანთქა, მაგრამ ძველი ღმერთები კვლავაც ცოცხლობენ ინდიელთა გულებში“ („ძველი მექსიკური კულტურები“).

  • დღევანდელი ქრისტიანი აცტეკები
    საგუშაგო კოშკი — 2012 | 1 მარტი
    • გადმოცემის თანახმად, სწორედ იმ ბორცვზე, სადაც აცტეკები ტონანცინს ეთაყვანებოდნენ, 1531 წელს ერთ ადგილობრივ ინდიელს შავგვრემანი გვადელუპელი ქალწული გამოეცხადა, რომელიც კათოლიკე იყო და ნაუატლი ენაზე ლაპარაკობდა. სწორედ ამან დააჩქარა აცტეკების კათოლიციზმზე მოქცევა. ამ ქალწულის სახელობის ტაძარი ტონანცინის ტაძრის საძირკველზე აიგო. ყოველი წლის 12 დეკემბერს ეს ტაძარი ასობით ათასი მექსიკელით ივსება, რომელთა უმეტესობა ნაუატლი ენაზე ლაპარაკობს.

      ნაუატლი ენაზე მოლაპარაკე ხალხი თავიანთ შორეულ მთიან მხარეში არაერთ დღესასწაულს მართავს, რომელიც მათ მფარველ წმინდანებს ეძღვნება. ზოგი ეს დღესასწაული რამდენიმე დღისა და კვირის მანძილზეც კი გრძელდება. ერთ წიგნში აღნიშნულია, რომ ადგილობრივი ხალხი „ისეთივე რიტუალებს ასრულებს კათოლიკური ეკლესიის წმინდანების თაყვანისცემის დროს, როგორსაც აცტეკები ასრულებდნენ მანამდე, სანამ ერნან კორტესი დაამხობდა მათ იმპერიას“ (El universo de los aztecas). ნაუტლი ენაზე მოლაპარაკე ხალხი სპირიტიზმსაც აქტიურად მიჰყვება. როდესაც ავად ხდებიან, ისინი ექიმბაშებთან მიდიან, რომლებიც განწმენდის რიტუალებს ატარებენ და ცხოველებს სწირავენ მსხვერპლად.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება