საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • სახელგატეხილი მეძავის გასამართლება
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • „მან [ანგელოზმა] სულის ძალით გადამიყვანა უდაბნოში და ვიხილე ქალი, რომელიც ღვთისმგმობელი სახელებით სავსე შვიდთავიან და ათრქიან ალისფერ მხეცზე იჯდა“ (გამოცხადება 17:3).

  • სახელგატეხილი მეძავის გასამართლება
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • 15. რა სხვაობაა გამოცხადების 13:1-სა და გამოცხადების 17:3-ში მოხსენიებულ მხეცებს შორის?

      15 ამ მხეცს შვიდი თავი და ათი რქა აქვს. ეს ის შვიდთავიანი და ათრქიანი მხეცია, რომელიც იოანემ ადრე იხილა? (გამოცხადება 13:1). არა, ამ მხეცებს შორის არის სხვაობა. ეს მხეცი ალისფერია და პირველი მხეცისგან განსხვავებით გვირგვინები არ ადგას. მას არა მარტო შვიდ თავზე აქვს ღვთისმგმობელი სახელები, არამედ ‘სავსეა ღვთისმგმობელი სახელებით’. მიუხედავად ამისა, ამ ორ მხეცს შორის არის საერთო, რასაც შემთხვევითს ვერ ვუწოდებთ.

      16. რას წარმოადგენს ალისფერი მხეცი და რა იყო მისი მიზანი?

      16 რას განასახიერებს ალისფერი მხეცი? ის უნდა იყოს მხეცის ქანდაკება, რომელიც ინგლის-ამერიკის სიმბოლოდ წარმოდგენილი კრავის რქებიანი მხეცის ხელშეწყობით შეიქმნა. ქანდაკების შექმნის შემდეგ ორრქიან მხეცს ნება მიეცა, მხეცის ქანდაკებისთვის სული ჩაედგა (გამოცხადება 13:14, 15). იოანე ახლა გაცოცხლებულ ქანდაკებას ხედავს. ის განასახიერებს ერთა ლიგას, რომელიც 1920 წელს გააცოცხლა ორრქიანმა მხეცმა. აშშ-ს პრეზიდენტმა, უილსონმა აღნიშნა, რომ ერთა ლიგა იქნებოდა ფორუმი, რომელიც ყველასთვის დაამყარებდა სამართალსა და სამუდამოდ მოსპობდა ომის საშიშროებას. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს ორგანიზაცია აღდგა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სახით მოგვევლინა. მისი მიზანი იყო „საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება“.

      17. ა) რა გაგებით არის სიმბოლური ალისფერი მხეცი ღვთისმგმობელი სახელებით სავსე? ბ) ვინ ზის ალისფერ მხეცზე? გ) თავიდანვე როგორ თანამშრომლობდა ბაბილონური რელიგია ერთა ლიგასთან და მის მემკვიდრესთან?

      17 რა გაგებით არის ეს სიმბოლური მხეცი ღვთისმგმობელი სახელებით სავსე? ადამიანებმა ამ მრავალეროვან კერპს ღვთის სამეფოს ფუნქცია დააკისრეს, რათა აღესრულებინა ის, რასაც ღვთის სიტყვების თანახმად მხოლოდ მისი სამეფო შეძლებდა (დანიელი 2:44; მათე 12:18, 21). ამ ხილვიდან აღსანიშნავია ის, რომ „დიდი ბაბილონი“ ალისფერ მხეცზე ზის. წინასწარმეტყველების თანახმად ბაბილონური რელიგია, განსაკუთრებით კი ქრისტიანული სამყარო, თანამშრომლობს გაეროსთან, ისევე როგორც მის წინამორბედ ერთა ლიგასთან. 1918 წლის 18 დეკემბერს საბჭომ, რომელსაც ამჟამად ეწოდება „ამერიკაში ქრისტეს ეკლესიების ეროვნული საბჭო“, მიიღო დეკლარაცია, რომელშიც ნათქვამი იყო: «ეს ლიგა მხოლოდ პოლიტიკური იარაღი როდია. ის ღვთის სამეფოს განასახიერებს დედამიწაზე. . . ეკლესიას შეუძლია აღასრულოს კეთილი ნება, რის გარეშეც ვერავითარი ერთა ლიგა დიდხანს ვერ იარსებებს. . . ერთა ლიგა დასაბამს სახარებიდან იღებს. როგორც სახარების, ისე ერთა ლიგის მიზანია „მშვიდობა დედამიწაზე და სათნოება კაცთა შორის“ ».

      18. როგორ უჭერდა მხარს ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოება ერთა ლიგას?

      18 ერთ-ერთი გაზეთის 1919 წლის 2 იანვრის გამოცემაში პირველ გვერდზე მოცემული სტატია ასე იყო დასათაურებული: „პაპი მხარს უჭერს უილსონის გეგმას ერთა ლიგის შექმნის თაობაზე“ („San Francisco Chronicle“). 1919 წლის 16 ოქტომბერს შეერთებული შტატების სენატს წარუდგინეს ძირითადი რელიგიების 14 450 წინამძღოლის მიერ ხელმოწერილი პეტიცია, რომლითაც სენატს სთხოვდნენ ვერსალის საზავო ხელშეკრულების რატიფიცირებას, რისი შემადგენელი ნაწილიც ერთა ლიგის წესდება იყო. მართალია, შეერთებული შტატების სენატს ეს ხელშეკრულება არ დაუმტკიცებია, მაგრამ ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოება კვლავ ერთა ლიგის მხარდასაჭერად გამოდიოდა. როგორ დაიწყო ფუნქციონირება ერთა ლიგამ? 1920 წლის 15 ნოემბერს შვეიცარიიდან იტყობინებოდნენ: „ერთა ლიგის პირველი ასამბლეის გახსნა დილის თერთმეტ საათზე ჟენევის ყველა ეკლესიის ზარების რეკვამ გვამცნო“.

      19. როდის გამოაშკარავდა ალისფერი მხეცის ვინაობა და რა პოზიცია დაიკავა იოანეს კლასმა?

      19 მიაგო პატივი ალისფერ მხეცს ქრისტიანულ სამყაროსთან ერთად იოანეს კლასმა, ერთადერთმა ჯგუფმა დედამიწაზე, რომელიც მზადყოფნით ელოდა მესიის სამეფოს? არა. 1919 წელს სიდარ-პოინტში ჩატარებული კონგრესის 7 სექტემბრის ანუ კვირის პროგრამის ნაწილი იყო საჯარო მოხსენება სათაურით „იმედი ტანჯული კაცობრიობისთვის“. მეორე დღეს სანდასკიში გამომავალ ჟურნალში აღინიშნა, რომ ჯ. ფ. რუტერფორდმა დაახლოებით შვიდი ათასი კაცის წინაშე „განაცხადა, რომ ერთა ლიგა ღვთის უკმაყოფილებას დაიმსახურებს. . . რადგან, როგორც კათოლიკურმა, ისე პროტესტანტულმა სამღვდელოებამ, რომელიც თავს ღვთის წარმომადგენლად აცხადებს, უარყო ღვთის განზრახვები, მხარი დაუჭირა ერთა ლიგას და მას დედამიწაზე ქრისტეს სამეფოს განსახიერება უწოდა“ („Star–Journal“).

      20. რატომ იყო ღვთის გმობა სამღვდელოების განაცხადი, რომ ერთა ლიგა დედამიწაზე ღვთის სამეფოს წარმოადგენდა?

      20 ერთა ლიგის სამარცხვინო წარუმატებლობას სამღვდელოებისთვის უნდა დაენახვებინა, რომ ადამიანთა მიერ შექმნილი ორგანიზაციები არ წარმოადგენს ღვთის სამეფოს დედამიწაზე. ასეთი განაცხადი ხომ აშკარად ღვთის გმობაა. ისე გამოდიოდა, თითქოს ღმერთმა თავისი წვლილი შეიტანა ისეთი დიდი და უხეირო ორგანიზაციის შექმნაში, როგორიც ერთა ლიგა იყო. ღმერთზე ნათქვამია, რომ „სრულყოფილია მისი ნამოქმედარი“. ისევე როგორც ზეცაში, იეჰოვა დედამიწაზე მშვიდობის დასამყარებლად და თავისი ნების შესასრულებლად ათეისტ და კამათის მოყვარულ პოლიტიკოსებს კი არ გამოიყენებს, არამედ ზეციერ სამეფოს, რომელსაც ქრისტე უდგას სათავეში (მეორე კანონი 32:4; მათე 6:10).

      21. საიდან ჩანს, რომ დიდი მეძავი მხარს უჭერს ერთა ლიგის მემკვიდრეს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, და იწონებს მას?

      21 რა შეიძლება ითქვას ერთა ლიგის მემკვიდრეზე, ანუ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაზე? თავისი არსებობის დასაბამიდან ამ ორგანიზაციას დიდი მეძავი ეჯდა ზურგზე, მასთან აშკარად თანამშრომლობდა და მის მართვასაც კი ცდილობდა. მაგალითად, 1965 წლის ივნისში, გაეროს 20 წლისთავზე, რომის კათოლიკური ეკლესიის, მართმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლები, პროტესტანტები, იუდეველები, ინდუსები, ბუდისტები და მუსლიმანები (მაშინდელი მონაცემებით ამ რელიგიების აღმსარებელთა რიცხვი 2 მილიარდს შეადგენდა) შეიკრიბნენ სან-ფრანცისკოში, რათა მხარი დაეჭირათ გაეროსთვის და აღფრთოვანება გამოეხატათ. 1965 წლის ოქტომბერში გაეროში სტუმრობის დროს პაპმა პავლე VI-მ მას „უდიდესი საერთაშორისო ორგანიზაცია“ უწოდა და აღნიშნა: „მთელი მსოფლიო გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შეჰყურებს, როგორც თანხმობისა და მშვიდობის უკანასკნელ იმედს“. პაპმა, იოანე პავლე II-მ კი 1979 წლის ოქტომბერში თავისი ვიზიტის დროს ასე მიმართა გაეროს წარმომადგენლებს: „ვიმედოვნებ, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ყოველთვის იქნება მშვიდობისა და სამართლიანობის უმაღლესი ფორუმი“. აღსანიშნავია, რომ პაპს თავის სიტყვაში დიდი ყურადღება არ გაუმახვილებია იესო ქრისტესა და ღვთის სამეფოზე. 1987 წლის სექტემბერში შეერთებულ შტატებში სტუმრობის დროს „იოანე პავლემ დიდხანს ისაუბრა მსოფლიო სოლიდარობის მიღწევაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მნიშვნელოვან როლზე“ („The New York Times“).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება