-
დიდი ბაბილონის დასჯაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
„რადგან ღმერთმა მათ გულებში ჩაუდო, რომ განახორციელონ მისი აზრი, თავიანთი ერთობლივი აზრი, მისცენ სამეფო მხეცს, სანამ ღვთის სიტყვები არ შესრულდება“ (გამოცხადება 17:17).
-
-
დიდი ბაბილონის დასჯაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
21. რას გააკეთებენ ერები, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დიდი ბაბილონი ალისფერმა მხეცმა უნდა გაანადგუროს?
21 ერები ალისფერ მხეცს ანუ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას გაანადგურებინებენ დიდ ბაბილონს, რადგან იეჰოვა ჩაუდებს მათ გულებში ერთობლივი აზრის განხორციელების სურვილს და მხეცისთვის სამეფოს გადაცემის იდეას. როგორც ჩანს, მოვა დრო, როცა ერები საჭიროდ ჩათვლიან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გაძლიერებას. ისინი თითქოს კბილებს ჩაუსვამენ ანუ მთელ თავიანთ ძალასა და ძალაუფლებას მისცემენ მას, რათა წარმატებით გაილაშქროს ცრუ რელიგიის წინააღმდეგ, „სანამ ღვთის სიტყვები არ შესრულდება“. ამგვარად, ძველ მეძავს თავისი საქმეებისამებრ მიეზღვება და საბოლოოდ განადგურდება.
-