სამქადაგებლო მსახურების შედეგები
სიხარულით გაცნობებთ, რომ საქართველოში, თბილისში პირველად ჩატარდა ბიბლიური სკოლა ქრისტიანი წყვილებისთვის. სკოლა გაიარა 12-მა წყვილმა. გამოსაშვები საღამო გაიმართა 2013 წლის 16 ივნისს. სტუდენტთა უმეტესობა გაიგზავნა გაუნაწილებელ ტერიტორიებზე. დანარჩენები დაინიშნენ სხვადასხვა კრებაში სამქადაგებლო საქმის მხარდასაჭერად და და-ძმების გასამხნევებლად. მიმდინარეობს სამზადისი, რათა უახლოეს მომავალში ჩატარდეს სკოლები წყვილთათვის როგორც ქართულ, ასევე სომხურ და რუსულ ენებზე.