-
მეფე სულიერად წმენდს თავის ხალხსღვთის სამეფო მმართველობს!
-
-
9. რა დასკვნამდე მივიდნენ შობასთან დაკავშირებით ბიბლიის მკვლევრები?
9 ბიბლიის მკვლევრებმა საფუძვლიანად გამოიკვლიეს შობის დღესასწაული და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ შობის საწყისები და ტრადიციები ღმერთს შეურაცხყოფს. 1927 წლის 14 დეკემბრის „ოქროს ხანაში“ დაიბეჭდა სტატია „შობის წარმოშობა“, რომელშიც აღინიშნა, რომ შობა დროსტარებაზე გათვლილი და კერპთაყვანისმცემლობაზე აგებული წარმართული დღესასწაული იყო. მასში გასაგებად ეწერა, რომ ქრისტეს თავისი მიმდევრებისთვის შობის აღნიშვნა არ დაუბარებია. სტატია მწვავე შენიშვნით მთავრდებოდა: „ის ფაქტი, რომ ქვეყნიერების, ხორცისა და თვით ეშმაკის სურვილი ამ დღესასწაულის აღნიშვნა და მისი უკვდავყოფაა . . . საკმარისი მიზეზია საიმისოდ, რომ იეჰოვას მიძღვნილმა მსახურებმა ის აღარ აღნიშნონ“. გასაკვირი არ არის, რომ იმ წლის დეკემბრიდან ბეთელის ოჯახს შობა აღარ უზეიმია.
-
-
მეფე სულიერად წმენდს თავის ხალხსღვთის სამეფო მმართველობს!
-
-
d 1927 წლის 14 ნოემბრით დათარიღებულ ერთ-ერთ წერილში ძმა ფრედერიკ ფრენცი წერდა: „წელს შობას აღარ ვიზეიმებთ. ბეთელის ოჯახმა შობის აღნიშვნის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო“. რამდენიმე თვის შემდეგ ძმა ფრენცი 1928 წლის 6 თებერვლით დათარიღებულ წერილში წერდა: „უფალი თანდათანობით გვწმენდს ეშმაკის ბაბილონური ორგანიზაციის გადმონაშთებისგან“.
-