-
ორგანიზებულად ვასრულებთ „მშვიდობის ღმერთის“ ნებასღვთის სამეფო მმართველობს!
-
-
3, 4. რა პრობლემას მოიხსენიებდა 1895 წლის 15 ნოემბრის „საგუშაგო კოშკის“ ერთ-ერთი სტატია და რა სერიოზული ცვლილების შესახებ იუწყებოდა ის?
3 „საგუშაგო კოშკის“ 1895 წლის 15 ნოემბრის ნომერში დაბეჭდილი ვრცელი სტატია ფარდას ხდიდა ორგანიზაციაში არსებულ პრობლემას, რომელიც ბობოქარი ზღვის ტალღებივით ეხეთქებოდა ღვთის ორგანიზაციას და ბიბლიის მკვლევართა შორის მშვიდობას არღვევდა. საქმე ის იყო, რომ კრებაში ძმები ხშირად კამათობდნენ იმაზე, თუ ვინ უნდა ყოფილიყო მათ შორის ხელმძღვანელი. სტატიაში, რომელიც მიზნად ისახავდა კრებაში მეტოქეობის აღმოფხვრას, ორგანიზაცია ხომალდთან იყო შედარებული და გულწრფელად იყო ნათქვამი, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა თანამორწმუნეები განსაცდელებისთვის ვერ მოამზადეს. როგორ უნდა მოგვარებულიყო ეს პრობლემა?
4 სტატიაში აღნიშნული იყო, რომ კარგ კაპიტანს ხომალდზე უნდა ჰქონდეს საშველი აღჭურვილობა და მისი ეკიპაჟი მომზადებული უნდა იყოს შტორმისთვის. მსგავსად ამისა, ორგანიზაციის ხელმძღვანელებს ყველაფერი უნდა გაეკეთებინათ, რომ კრებები სიძნელეებს მომზადებული შეხვედროდნენ, ამისთვის კი საჭირო იყო სერიოზული ცვლილების მოხდენა. სტატიაში მოცემული მითითებისამებრ, ყოველ კრებაში სამწყსოს საზედამხედველოდ დაუყოვნებლივ უნდა აერჩიათ უხუცესები (საქ. 20:28).
5. ა) რატომ იყო უხუცესების არჩევის პირველი ღონისძიება წინ გადადგმული ნაბიჯი? ბ) რა საკითხებს განვიხილავთ?
5 უხუცესების არჩევის ეს პირველი ღონისძიება ძლიერი კრების ჩამოსაყალიბებლად წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. მისი დახმარებით ძმებმა პირველი მსოფლიო ომის მძვინვარე ტალღები გააპეს.
-
-
ორგანიზებულად ვასრულებთ „მშვიდობის ღმერთის“ ნებასღვთის სამეფო მმართველობს!
-
-
როგორ ხელმძღვანელობს ქრისტე კრებას?
11. ა) რა გაიგო ხელმძღვანელმა საბჭომ ბიბლიური საკითხების საფუძვლიანი გამოკვლევის შედეგად? ბ) რისთვის იყო მზად ხელმძღვანელი საბჭო?
11 ხელმძღვანელი საბჭოს გადაწყვეტილებით ძმებმა ხელი მოჰკიდეს ბიბლიის კვლევით პროექტს, რომელიც 1964—1971 წლებში მიმდინარეობდა. საკვლევ საკითხთა შორის იყო პირველი საუკუნის ქრისტიანული კრების ფუნქციონირება.a როგორც აღმოჩნდა, პირველ საუკუნეში კრებას ზედამხედველობას უხუცესთა საბჭო უწევდა და არა ერთი რომელიმე უხუცესი (წაიკითხეთ ფილიპელების 1:1; 1 ტიმოთეს 4:14). ამ საკითხის გამოკვლევის შედეგად ხელმძღვანელი საბჭოს წევრები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მათ მეფე იესო ორგანიზაციული ცვლილებების მოხდენისკენ უბიძგებდა. ხელმძღვანელი საბჭო მზად იყო, მეფის კურსს მიჰყოლოდა. მათ მაშინვე მოახდინეს ცვლილებები და კრების ზედამხედველობის სისტემა მაქსიმალურად მიუსადაგეს ბიბლიურ ნიმუშს.
-