-
ო, ღვთის სიბრძნის სიღრმე!საგუშაგო კოშკი — 2011 | 15 მაისი
-
-
17. რატომ იყო ის, რაც იეჰოვამ გააკეთა, „არაბუნებრივი“?
17 იეჰოვამ ისეთი რამ გააკეთა, რაც მრავლისთვის სრულიად მოულოდნელი იყო. პავლე მომხდარს „არაბუნებრივს“ უწოდებს (რომ. 11:24). რატომ? შეიძლება ვინმეს უჩვეულოდ, და არაბუნებრივადაც კი, მოსჩვენებოდა კულტურულ ხეზე ველური ხის ტოტის დამყნობა, მაგრამ პირველ საუკუნეში ზოგი მებაღე ამას აკეთებდა.b იეჰოვამ მსგავსი უჩვეულო რამ გააკეთა. იუდეველთა აზრით, არაებრაელები ვერ გამოიღებდნენ სათანადო ნაყოფს. მაგრამ იეჰოვამ სწორედ ისინი გახადა „ერის“ ნაწილი, რომელიც სამეფოს ნაყოფს გამოიღებდა (მათ. 21:43).
-
-
ო, ღვთის სიბრძნის სიღრმე!საგუშაგო კოშკი — 2011 | 15 მაისი
-
-
a ხორციელი ისრაელიდან ზოგი გახდა მღვდელი და მეფე, მაგრამ მთლიანად ერი არ გამხდარა მღვდელთა სამეფო. კანონის თანახმად, ისრაელის მეფეები მღვდლები ვერ გახდებოდნენ. აქედან გამომდინარე, ხორციელი ისრაელი არ წარმოადგენს სიმბოლურ ზეთისხილის ხეს. პავლე ზეთისხილის ხის მაგალითით ცხადყოფს, თუ როგორ სრულდება ღვთის განზრახვა „მღვდელთა სამეფოს“ წარმოქმნის შესახებ სულიერ ისრაელზე. ეს განახლებული გაგება დაიბეჭდა 1983 წლის 15 აგვისტოს „საგუშაგო კოშკში“, გვერდები 14—19, [ინგლ.].
-
-
ო, ღვთის სიბრძნის სიღრმე!საგუშაგო კოშკი — 2011 | 15 მაისი
-
-
[ჩარჩო⁄სურათი 24 გვერდზე]
რატომ ამყნობდნენ ველური ზეთისხილის ტოტს?
▪ რომაელი ჯარისკაცი და აგრონომი ლუციუს იუნიუს კოლუმელა ახ. წ. პირველ საუკუნეში ცხოვრობდა. ის ცნობილია თავისი 12 წიგნით, რომლებიც სოფლის ცხოვრებასა და მეურნეობას ეძღვნება.
თავის მეხუთე წიგნში მას მოჰყავს ერთ-ერთი უძველესი ანდაზა: „ვინც ნიადაგს უფხვიერებს, ხეს ნაყოფს სთხოვს, ვინც ანოყიერებს, ევედრება ნაყოფი გამოიღოს, მაგრამ ვინც სხლავს, ხეს აძალებს, რომ ნაყოფი მისცეს“.
მას შემდეგ, რაც აღწერა ხეები, რომლებიც კარგად ხარობენ, მაგრამ უნაყოფოები არიან, ის შემდეგ რჩევას იძლევა: „ხეს უნდა გაუკეთდეს ჭრილი და ჭრილში უნდა ჩადონ ველური ზეთისხილის ხის მწვანე ტოტი და შეახვიონ; შედეგად ხე, ასე ვთქვათ, ორსულდება ნაყოფიერი შთამომავლით, და უხვ მოსავალს იძლევა“.
-