საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • სხვებსაც ვუწილადოთ იეჰოვასგან ბოძებული ნუგეში
    საგუშაგო კოშკი — 1996 | 1 ნოემბერი
    • 17–19. რა შემთხვევები ცხადყოფს, რომ რუანდაში ჩვენი ძმები ღვთის ნუგეშს უწილადებდნენ სხვებს?

      17 ახლახანს რუანდაში ჩვენს ძვირფას ძმებსაც ისეთივე განსაცდელი ჰქონდათ, როგორიც — პავლესა და მის თანამგზავრებს. მრავალი დაიღუპა, მაგრამ სატანამ ვერ შეძლო მათი რწმენის განადგურება. პირიქით, ამ ქვეყანაში ჩვენი ძმები მრავალ შემთხვევაში პირადად გრძნობდნენ ღვთისგან ნუგეშს. რუანდაში ტუტსისა და ხუტუს გენოციდის დროს მრავალი ხუტუ საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ფასად იცავდა ტუტსის და ტუტსი — ხუტუს. ზოგიერთები ექსტრემისტებმა დახოცეს იმის გამო, რომ იცავდნენ თანამორწმუნეებს. მაგალითად, იეჰოვას ხუტუ მოწმე, სახელად გაჰეზი, მოკლეს იმის გამო, რომ მალავდა ტუტსი დას, სახელად ჩანტალს. ჩანტალის ტუტსი მეუღლეს, ჟანს, სხვა ტერიტორიაზე მალავდა ხუტუ და, სახელად შარლოტა. ორმოცი დღის მანძილზე ჟანი და მეორე ტუტსი ძმა იმალებოდნენ საკვამლე მილში, მხოლოდ ღამის განმავლობაში ძალიან ცოტა ხნით გამოდიოდნენ. მთელი ამ ხნის განმავლობაში შარლოტა ამარაგებდა მათ საკვებით და იცავდა მათ უსაფრთხოებას, მიუხედავად იმისა, რომ ხუტუს სამხედრო ბანაკის ახლოს ცხოვრობდნენ. მომდევნო გვერდზე შენ ხედავ ჟანსა და ჩანტალს, რომლებიც კვლავ ერთად არიან და თავიანთი ხუტუ თანამორწმუნეების მადლობლები არიან, რომლებიც ‘მათთვის თავს სწირავდნენ’ ისევე, როგორც პრისკილა და აკვილა — პავლეს გულისთვის (რომაელთა 16:3, 4).

      18 იეჰოვას კიდევ ერთი ხუტუ მოწმე რუაკაბუბუ ქებით იყო მოხსენიებული გაზეთ „ინტერემარა“-ში იმის გამო, რომ გადაარჩინა ტუტსი თანამორწმუნეებიa. გაზეთში ნათქვამი იყო: „ასევე რუაკაბუბუ, იეჰოვას ერთ-ერთი მოწმე, ხან ერთ, ხან მეორე ადგილას მალავდა ძმებს (ასე უწოდებენ თანამორწმუნეები ერთმანეთს). ის მთელი დღე ანდომებდა დამალულების საჭმლითა და დასალევი წყლით მომარაგებას, მიუხედავად იმისა, რომ ასთმით იტანჯება. მაგრამ ღმერთმა ძალიან გააძლიერა იგი“.

      19 მოვიხსენიებთ აგრეთვე დაინტერესებული ხუტუ წყვილის, სახელად ნიკოდემისა და ათანასეს, შემთხვევას. გენოციდის დაწყებამდე ეს დაქორწინებული წყვილი ბიბლიას სწავლობდა იეჰოვას ტუტსი მოწმესთან, ალფონსთან. საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ფასად, მათ ალფონსი თავიანთ სახლში დამალეს. მოგვიანებით ისინი მიხვდნენ, რომ სახლი არ იყო უსაფრთხო ადგილი, რადგან ხუტუ მეზობლებმა იცოდნენ მათი ტუტსი მეგობრის შესახებ. მიუხედავად ამისა, ნიკოდემმა და ათანასემ თავიანთი ეზოს ერთ-ერთ ორმოში დამალეს ალფოსი. ეს ნაბიჯი საკმაოდ გონივრული იყო, რადგან მეზობლები თითქმის ყოველდღე მოდიოდნენ და ეძებდნენ ალფონსს. ორმოში 28 დღის მანძილზე ყოფნისას, ალფონსი ფიქრობდა ბიბლიაში ჩაწერილ შემთხვევებზე, რახაბზე, რომელმაც იერიხონში თავისი სახლის სხვენში ორი ებრაელი დამალა (იესო ნავეს ძე 6:17). დღეს ალფონსი კვლავ აგრძელებს მსახურებას რუანდაში, როგორც კეთილი ცნობის მქადაგებელი და მადლიერია, რომ ბიბლიის ხუტუ შემსწავლელებმა მის გადასარჩენად სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდეს. მაგრამ რა დაემართათ ნიკოდემსა და ათანასეს? ახლა ისინი იეჰოვას მონათლული მოწმეები არიან და დაინტერესებულებთან ატარებენ ბიბლიის 20-ზე მეტ შესწავლას.

  • „ყველა ერთ ოჯახს ვეკუთვნით“
    საგუშაგო კოშკი — 1996 | 1 ნოემბერი
    • „ყველა ერთ ოჯახს ვეკუთვნით“

      ბოლო წლებში მთელ მსოფლიოში ფართოდ გავრცელდა რელიგიური ათვალწუნება და რასიზმი. ეთნიკურმა სხვაობებმა მრავალი აღძრა, ჩაედინათ მკვლელობები, ეწამებინათ ადამიანები და მოემოქმედებინათ სხვა სამარცხვინო მხეცობები. „ამნესტი ინტერნეშნლ“-ის თანახმად, ადამიანის უფლებების ძალადობით დარღვევამ მთელ მსოფლიოში 1994 წელს 23 მილიონი ადამიანი აიძულა, მიეტოვებინა სახლი.

      მხოლოდ რუანდაში 500 000 ადამიანი იქნა მოკლული და 2 მილიონზე მეტი გახდა ლტოლვილი ხუტუსა და ტუტსის შორის ამტყდარი ხოცვა-ჟლეტის გამო. ბელგიური გაზეთი „სუარ“-ი იუწყება: „იეჰოვას მოწმეებს განსაკუთრებით სდევნიდნენ, რადგან უარს ამბობდნენ იარაღის ხელში აღებაზე“. იეჰოვას მოწმეები არ ერეოდნენ შეიარაღებულ კონფლიქტში. მიუხედავად ამისა, ძალადობის დროს მაინც მოკლეს ასობით მათგანი. ეს გვახსენებს იესოს სიტყვებს, რომლებიც მოწაფეებს უთხრა: „რაკი არ ხართ წუთისოფლისანი. . . ამიტომ სძულხართ წუთისოფელს“ (იოანე 15:19).

      იეჰოვას მოწმეების ერთი ოჯახი — ეჟენ ნტაბნანა, მისი მეუღლე და ორი ბავშვი — ცხოვრობდნენ დედაქალაქ კიგალიში. როდესაც ეჟენი თავის მეზობლებს უხსნიდა ქრისტიანულ ნეიტრალურობას, ხშირად საუბრობდა ვაზის ერთ-ერთი სახეობის, ბუგენვილეას შესახებ, რომელიც მხოლოდ თბილ კლიმატში ხარობს (მათე 22:21).

      ეჟენი ამბობდა: „აქ, კიგალიში, ბუგენვილეას აქვს წითელი, ვარდისფერი და ზოგჯერ თეთრი ყვავილები. მაგრამ მაინც ერთ ოჯახს ეკუთვნიან. ასევე ადამიანებიც. სხვადასხვა რასის, კანის ფერის ან ეთნიკური წარმოშობის მიუხედავად, ეკუთვნიან ერთ ოჯახს, ადამიანთა ოჯახს“.

      სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ მშვიდი ბუნების იყვნენ და ნეიტრალური პოზიცია ეკავათ, ნტაბნანას ოჯახი სისხლმოწყურებულმა ბრბომ ამოჟლიტა. ისინი ერთგულები დაიხოცნენ. შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვა შეასრულებს აღთქმას ასეთ ადამიანებთან დაკავშირებით და აღადგენს მათ ისეთ დედამიწაზე საცხოვრებლად, სადაც აღარ იქნება ეროვნული ათვალწუნება (საქმეები 24:15). ნტაბნანას ოჯახი სხვებთან ერთად ‘დაამდება დიდი მშვიდობით’ (ფსალმუნი 36:11).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება