-
სტუმრად პანამაშიგამოიღვიძეთ! — 2013 | ივნისი
-
-
იცოდით? პანამაში ბინადრობს ოქროსფერი ბაყაყი (Atelopus zeteki), რომელიც არხევს წინა კიდურებს, რათა მოხიბლოს მომავალი პარტნიორი და დააფრთხოს მეტოქეები.
1501 წელს, როცა ესპანელი მოგზაურები პანამაში ჩავიდნენ, იქ მათ უამრავი ადგილობრივი ტომი აღმოაჩინეს, რომელთაგან ზოგი დღესაც არსებობს. ერთ-ერთი მათგანია გუნა (ადრე მათ კუნას ეძახდნენ). გუნელების უმეტესობა სან-ბლასის არქიპელაგზე და წყნარი ოკეანის სანაპიროზე, პანამისა და კოლუმბიის საზღვართან ახლოს ცხოვრობს. აქ ისინი ნადირობით, თევზაობითა და მიწათმოქმედებით ირჩენენ თავს.
როცა გუნას ტომში მამაკაცი ქორწინდება, ის ცოლის ოჯახში გადადის საცხოვრებლად და მათთვის მუშაობს. თუ ქალიშვილი შეეძინებათ, მას უკვე შეუძლია თავის ცოლ-შვილთან ერთად ცალკე გადავიდეს საცხოვრებლად.
-