-
სული მოწმობს ჩვენს სულთან ერთადსაგუშაგო კოშკი — 2016 | იანვარი
-
-
7. რა უნდა გააკეთოს თითოეულმა ცხებულმა ქრისტიანმა ზეციური ჯილდოს მისაღებად?
7 ნიშნავს ეს იმას, რომ ვინც წმინდა სულს იღებს, აუცილებლად ზეცაში იცხოვრებს? არავითარ შემთხვევაში. მართალია, სულითცხებული ქრისტიანი თავის მოწოდებაში დარწმუნებულია, მაგრამ საბოლოო ჯილდოს მიღება მის ერთგულებაზეა დამოკიდებული. ნახეთ, რას ამბობს პეტრე მოციქული: „ამიტომ, ძმებო, უფრო მეტად ეცადეთ, რომ განმტკიცდეთ თქვენს მოწოდებასა და რჩეულობაში, ვინაიდან, თუ ასე მოიქცევით, არასოდეს დაეცემით, და ჩვენი უფლისა და მხსნელის, იესო ქრისტეს მარადიულ სამეფოში შესასვლელი ფართოდ გაგეღებათ“ (2 პეტ. 1:10, 11). ამგვარად, თითოეულმა ცხებულმა ერთგულების შესანარჩუნებლად ძალ-ღონე არ უნდა დაიშუროს; წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი ზეციერი მოწოდება ფასს დაკარგავს (ებრ. 3:1; გამოცხ. 2:10).
-
-
სული მოწმობს ჩვენს სულთან ერთადსაგუშაგო კოშკი — 2016 | იანვარი
-
-
ამ მოვლენის სახილველად დიდძალი ხალხი იყრის თავს; მათ მოციქული პეტრე ჯერ მომხდარის მნიშვნელობას უხსნის, შემდეგ კი ეუბნება: „მოინანიეთ და მოინათლეთ იესო ქრისტეს სახელით, რათა ცოდვები მოგეტევოთ, და მიიღებთ უსასყიდლო ძღვენს — წმინდა სულს“. ამ მოწვევას დაახლოებით 3 000 კაცი ეხმაურება; ისინი ინათლებიან და დაპირებულ წმინდა სულს იღებენ (საქ. 2:37, 38, 41).
-
-
სული მოწმობს ჩვენს სულთან ერთადსაგუშაგო კოშკი — 2016 | იანვარი
-
-
ეს სული თვითონვე მოწმობს ჩვენს სულთან ერთად, რომ ღვთის შვილები ვართ» (რომ. 1:7; 8:15, 16). მარტივად რომ ვთქვათ, ღმერთი წმინდა სულის მეშვეობით იწვევს თავის მსახურებს, რომ გახდნენ მისი სამეფოს მემკვიდრენი (1 თეს. 2:12).
10. რა იგულისხმება 1 იოანეს 2:27-ში ნათქვამ სიტყვებში, რომ ცხებულებს „სწავლება არავისგან სჭირდებათ“?
10 ვინც ღვთისგან ზეციურ მოწვევას იღებს, სხვა სახის დამოწმება აღარ სჭირდება. დიახ, ისინი არავისგან ელიან ამ ფაქტის დადასტურებას. იეჰოვას სულის წყალობით, მათ იოტისოდენა ეჭვიც კი არ ეპარებათ, რომ ზეციური მოწოდება აქვთ.
-
-
სული მოწმობს ჩვენს სულთან ერთადსაგუშაგო კოშკი — 2016 | იანვარი
-
-
12 მას, ვისაც სული უმოწმებს, შესაძლოა დაებადოს კითხვა: „რატომ ამირჩია ღმერთმა მაინცდამაინც მე და არა — სხვა?“. სულითცხებულ ქრისტიანებს შესაძლოა ისიც აეჭვებდეთ, რამდენად იმსახურებენ ამ განსაკუთრებულ პატივს; თუმცა მათ წამითაც არ ეპარებათ ეჭვი იმაში, რომ ზეციური მოწოდება აქვთ. მათი გული სიხარულითა და მადლიერებითაა სავსე. ისინი თავს მოციქულ პეტრესავით გრძნობენ, რომელმაც ღვთის შთაგონებით დაწერა: „კურთხეული იყოს ღმერთი, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამა, რომელმაც დიდი გულმოწყალებით გვშობა ხელახლა, რათა იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის მეშვეობით ცოცხალი იმედი გვქონოდა და მიგვეღო უხრწნელი, წაუბილწველი და უჭკნობელი მემკვიდრეობა. ის ზეცაში ინახება თქვენთვის“ (1 პეტ. 1:3, 4). როდესაც სულითცხებული ქრისტიანები ბიბლიის ამ მონაკვეთს კითხულობენ, ისინი სავსებით დარწმუნებულნი არიან, რომ ზეციერი მამა ამ სიტყვებით უშუალოდ მათ მიმართავს.
-
-
სული მოწმობს ჩვენს სულთან ერთადსაგუშაგო კოშკი — 2016 | იანვარი
-
-
მას მიწიერ იმედზე უარი არც იმის გამო უთქვამს, რომ დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების პერსპექტივა მოსაწყენად მოეჩვენა ან იმის გამო, რომ რაღაც ახლის, ზეციური ცხოვრების, ხილვა მოისურვა. მან თვალთახედვა იმიტომ შეიცვალა, რომ იეჰოვას წმინდა სულმა იმოქმედა მასზე, რომელმაც არა მხოლოდ ზეციური ცხოვრების შესახებ დაუმოწმა, არამედ აზროვნება და მომავლის იმედიც შეუცვალა.
-
-
სული მოწმობს ჩვენს სულთან ერთადსაგუშაგო კოშკი — 2016 | იანვარი
-
-
15. რის საფუძველზე არ უნდა დაასკვნას ქრისტიანმა, რომ ცხებულია?
15 შესაძლოა თქვენც გაფიქრებთ, გაქვთ თუ არა ზეციური მოწოდება. თუ დიახ, ჩაუღრმავდით შემდეგ კითხვებს: თვლით, რომ განსაკუთრებულ მოშურნეობას იჩენთ მსახურებაში? გულმოდგინედ იკვლევთ ბიბლიას და გსიამოვნებთ „ღვთის სიღრმეებზე“ ფიქრი? (1 კორ. 2:10). გრძნობთ, რომ იეჰოვა განსაკუთრებულად აკურთხებს თქვენს მსახურებას? გაქვთ იეჰოვას ნების შესრულების დაუცხრომელი სურვილი? გრძნობთ მოზღვავებულ პასუხისმგებლობას, რომ სხვებს სულიერად დაეხმაროთ? ფიქრობთ, რომ ღმერთი განსაკუთრებული სახით ერევა თქვენს ცხოვრებაში? თუ ზემოთ მოყვანილ კითხვებზე თქვენი პასუხი დადებითია, ნიშნავს ეს იმას, რომ ზეციური მოწოდება გაქვთ? რა თქმა უნდა, არა! ვინაიდან ეს ის გრძნობებია, რაც მხოლოდ ცხებულ ქრისტიანებს როდი ეუფლებათ. იეჰოვას სული თანაბრად მოქმედებს როგორც ცხებულებზე, ისე მიწიერი იმედის მქონე ქრისტიანებზე. თუ ბოლომდე დარწმუნებულნი არ ხართ, რომ გაქვთ ზეციური მოწოდება, ეს იმას ნიშნავს, რომ არ ხართ სულითცხებული. მათ, ვინც იეჰოვამ თავისი სულით სცხო, ეჭვი არ ეპარებათ, რომ ზეციური მოწოდება აქვთ!
-