საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 10/00 გვ. 7
  • განცხადებები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • განცხადებები
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2000
ჩვენი სამეფო მსახურება — 2000
km 10/00 გვ. 7

განცხადებები

◼ გასავრცელებელი ლიტერატურა ოქტომბერში: ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. 16 ოქტომბრიდან დაიწყება ტრაქტატის „ცნობა სამეფოს შესახებ“ №36-ის გავრცელება. ნოემბერში: გაგრძელდება ტრაქტატის „ცნობა სამეფოს შესახებ“ №36-ის გავრცელება. კრებებმა, რომლებმაც დაასრულეს თავიანთი ტერიტორიის დამუშავება, ყოველ სახლში ამ ტრაქტატის მობინადრისთვის დატოვება, შეიძლება შესთავაზონ ბროშურა „რას მოითხოვს“ ან წიგნი „შემეცნება“. თუ მობინადრეს უკვე აქვს ეს პუბლიკაციები, შეიძლება შევთავაზოთ წიგნი „შემოქმედი“. დეკემბერი: „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. იანვარი: ნებისმიერი 192-გვერდიანი წიგნი, რომელიც კრებას აქვს მარაგში.

◼ „ჩვენი სამეფო მსახურების“ ამ ნომრის დანართი არის „თეოკრატიული სამსახურის სკოლის გეგმა 2001 წლისთვის“, რომელიც უნდა შეინახოთ გამოსაყენებლად 2001 წელს.

◼ თუ შეხვედრის დრო თქვენი კრებისთვის შეიცვლება 1 იანვარს, კრების მდივანმა უნდა აცნობოს საზოგადოებას ცვლილებების შესახებ კრების შეხვედრების ინფორმაციის ბარათის (S-5) წარსადგენად. თუ საჭიროა, მოსაწვევების ახალი მარაგის შეკვეთა შეიძლება „მოსაწვევი ბარათის შეკვეთის“ ბლანკით (S-16). გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუკვეთოთ ისინი, თუ დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი შეხვედრების ადგილი და დრო არ შეიცვლება მომდევნო ერთი წლის განმავლობაში. მოსაწვევები უნდა შეუკვეთოთ მათ მიღებამდე სულ მცირე ათი კვირით ადრე.

◼ 2001 წლის 5 თებერვლით დაწყებული კვირიდან კრების წიგნის შესწავლაზე დავიწყებთ წიგნის „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“-ს განხილვას. კრებებმა, რომლებსაც ესაჭიროებათ ამ წიგნის მარაგი, უნდა შეუკვეთონ ის მომდევნო თვეში ყოველთვიური ლიტერატურის გამოწერის დროს. 2000 წლის ნოემბრით დაწყებული კითხვების ბუკლეტი წიგნისათვის „შემოქმედი“ ავტომატურად იქნება ჩართული გამოგზავნილ ლიტერატურაში. კრებებს არ ესაჭიროებათ ამ ბუკლეტების შეკვეთა. ბუკლეტები გამოიგზავნება თითოეული კრების სიდიდის შესაბამისად. თუ საჭიროა დამატებითი ბუკლეტები, ისინი უნდა შეუკვეთონ „ლიტერატურის გამოწერის ბლანკით“ (S-14). ბუკლეტები ხელმისაწვდომი იქნება შემდეგ ენებზე: ინგლისური, ოსური, რუსული, სომხური (აღმოსავლური), ქართული და ყირგიზული.

◼ ახალი წიგნი „ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I“ (ip-1, ნივთი №5329) ხელმისაწვდომი იქნება შემდეგ ენებზე: ალბანური, ბერძნული, გერმანული, დანიური, ესპანური, ესტონური, იაპონური, ივრითი, ინგლისური, ისლანდიური, იტალიური, კორეული, ლატვიური, ლიტვური, ნორვეგიული, პაპიამენტო, პოლონური, პორტუგალიური, რუმინული, რუსული, სერბული, სლოვენური, სლოვაკური, სუაჰილი, უკრაინული, უნგრული, ფინური, ფრანგული, ქართული, შვედური, ჩეხური, ხორვატული, ჰოლანდიური.

◼ ახალი ბროშურა „შენ შეგიძლია იყო ღვთის მეგობარი“ (gf, ნივთი №6645) ხელმისაწვდომი იქნება შემდეგ ენებზე: აზერბაიჯანული, ალბანური, ალტაური, ამჰარული, აფხაზური, ბერძნული, ბულგარული, გერმანული, გილბერტული, გრელანდიური, დანიური, ესპანური, ესტონური, თათრული, იაპონური, ივრითი, ილოკური, ინგლისური, იტალიური, ლატვიური, ლიტვური, მაკედონური, მარი, ნორვეგიული, ოსური, პოლონური, პორტუგალიური, რუმინული, რუსული, სამოური, სერბული, სინჰალური, სლოვაკური, სლოვენიური, სომხური, სომხური (დასავლური), სპარსული, სუაჰილი, ტაგალური, ტაი, ტაიტური, ტუვალუ, უდმურტული, უკრაინული, უნგრული, ფარერული, ფინური, ფრანგული, ქართული, ყაბარდოულ-ბალყარული, ყაზახური, ყირგიზული, შვედური, ჩეხური, ჩუვაშური, ხალხა, ხორვატული, ჰოლანდიური.

◼ ახალი პუბლიკაციები:

„ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ (bi7, ნივთი №5107) — ალბანური, რუმინული, უნგრული.

„გადარჩება კი ეს ქვეყნიერება?“ (T-19) — ალტაური, უზბეკური

„ვინ არიან იეჰოვას მოწმეები?“ (T-73) — თათრული

„ვინ არის იესო ქრისტე?“ (T-24) — რუსული

„იეჰოვას მოწმეები — რა სწამთ მათ?“ (T-18) — უზბეკური

„მშვიდობიანი ახალი ქვეყნიერება — იქნება თუ არა ოდესმე?“ (T-17) — უზბეკური

„რა იმედი არსებობს საყვარელი განსვენებულებისთვის?“ (T-16) — კომი, უზბეკური

„საღვთო წერილის ახალი ქვეყნიერების თარგმანი — სქოლიოებით“ (Rbi8, ნივთი №5108) — ჩეხური

„სინამდვილეში ვინ მართავს ქვეყნიერებას?“ (T-22) — უზბეკური

„ღვთის ხელმძღვანელობა — ჩვენი გზა სამოთხისკენ“ (gu) — ალბანური

გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ ცვლილებას, როდესაც იწერთ ბრაილის შრიფტით შესრულებულ რაიმე პუბლიკაციას. კრებებმა, რომლებიც უკვეთენ ამ პუბლიკაციებს, უნდა გამოიწერონ ისინი, როგორც სპეციალური მოთხოვნის საგანი „ლიტერატურის გამოწერის ბლანკით“ (S-14). არ უნდა გაკეთდეს ამ პუბლიკაციების ცალკეული შეკვეთები და კრებებმა არ უნდა გაგზავნონ ამ პუბლიკაციების თითოეული შემკვეთის მისამართი ფილიალში.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება