საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „ბედელის ბიბლია“ — ბიბლიის უკეთ გასაგებად გადადგმული პატარა ნაბიჯი
    საგუშაგო კოშკი — 2015 | 1 სექტემბერი
    • ბედელის ღვაწლის აღიარება

      გამოსვლის 6:3 მეინუთის ბიბლია

      გამოსვლის 6:3 მეინუთის ბიბლია

      მას შემდეგ, რაც 1685 წელს „ბედელის ბიბლია“ გამოიცა, თითქმის 300 წლის განმავლობაში ირლანდიურ ენაზე ბიბლიის სხვა თარგმანი არ გამოცემულა. 1981 წელს კათოლიკე სწავლულებმა გამოსცეს „მეინუთის ბიბლია“, თანამედროვე ირლანდიურ ენაზე შესრულებული თარგმანი. ამ ბიბლიის წინასიტყვაობაში მოხსენიებულია ის „დიდი ღვაწლი, რაც ირლანდიის ეკლესიას მე-17 საუკუნეში შესრულებული ბიბლიის გამოცემაში მიუძღვის“. ცხადია, მათ მხედველობაში ბედელის თარგმანი ჰქონდათ, თუმცა, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბოლო პერიოდამდე კათოლიკური ეკლესია თავის მრევლს უკრძალავდა „ბედელის ბიბლიის“ წაკითხვას.

      გამოსვლის 6:3 ბედელის ბიბლია

      გამოსვლის 6:3 ბედელის ბიბლია

      მთარგმნელებმა, რომლებიც „მეინუთის ბიბლიაზე“ მუშაობდნენ, 1971 წელს წინასწარ გამოაქვეყნეს ზოგიერთი დასრულებული ტექსტი. ერთ-ერთი ასეთი ტექსტი იყო ხუთწიგნეული (ბიბლიის პირველი ხუთი წიგნი). ბედელის ღვაწლის აღსანიშნავად, რომელიც პიონერი იყო ირლანდიური ბიბლიის შექმნაში, ამ კათოლიკე თეოლოგებმა თავფურცელს დაურთეს შემდეგი კომენტარი: „უილიამ ბედელის პატივსაცემად“.

      ხუთწიგნეულის მთარგმნელებმა ბევრ იმ ადგილას, სადაც ებრაულ წერილებში ღვთის სახელი წარმოდგენილი იყო ტეტრაგრამატონით ანუ ჲჰვჰ-თი, გამოიყენეს ღვთის სახელის ირლანდიური ფორმა „იავე“. ამის ერთ-ერთ მაგალითს წარმოადგენს გამოსვლის 6:2—13-ში ჩაწერილი მონაკვეთი. სამწუხაროდ, მოგვიანებით, როცა „მეინუთის ბიბლიის“ სრული ვერსია გამოიცა, გამომცემლებმა გადაწყვიტეს, ამ თარგმანიდან საერთოდ ამოეღოთ ღვთის სახელი და შეეცვალათ ისეთი ტიტულით, როგორიცაა, „ტერნა“ (უფალი).

  • „ბედელის ბიბლია“ — ბიბლიის უკეთ გასაგებად გადადგმული პატარა ნაბიჯი
    საგუშაგო კოშკი — 2015 | 1 სექტემბერი
ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება