საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მათ მზადყოფნა გამოავლინეს — ნიუ-იორკი
    საგუშაგო კოშკი — 2015 | 15 იანვარი
    • თავგანწირვის სული ჯილდოვდება

      სეზარისა და როსიოს მსგავსად, ასობით და-ძმამ გაიმარტივა ცხოვრება, რათა ნიუ-იორკის შტატში მიმდინარე სამშენებლო პროექტებში მიეღოთ მონაწილეობა. მათ შორის ზოგი უოლკილში არსებული კომპლექსის გაფართოებაზე მუშაობს, ზოგიც — უორიკში, მსოფლიო მთავარი სამმართველოს მშენებლობაზე.a იეჰოვასთვის რომ დახარჯულიყვნენ, ბევრმა დაქორწინებულმა წყვილმა თავისი კეთილმოწყობილი სახლი, მაღალანაზღაურებადი სამსახური და საყვარელი შინაური ცხოველები დათმო. იეჰოვას დაუჯილდოებელი არ დარჩენია ისინი!

  • მათ მზადყოფნა გამოავლინეს — ნიუ-იორკი
    საგუშაგო კოშკი — 2015 | 15 იანვარი
    • მელვინმა და შერონმა სამხრეთ კაროლინაში თავიანთი ქონება გაყიდეს, რათა უორიკში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებში მიეღოთ მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ ამ წყვილს დიდ მსხვერპლზე წასვლა მოუხდა, ისინი არ ნანობენ ამას. პირიქით, მათ ეამაყებათ, რომ ასეთი ისტორიული მნიშვნელობის მშენებლობაში მონაწილეობენ. მელვინი და შერონი გვიზიარებენ: „უდიდესი კმაყოფილება მოაქვს იმის გაანალიზებას, რომ შენი შრომა იეჰოვას ორგანიზაციის წინსვლას ემსახურება“.

      კენეთი სამშენებლო ნახაზებს ათვალიერებს

      კენეთი

      კენეთი, ყოფილი მშენებელი და მისი მეუღლე, მორინი, რომლებიც დაახლოებით 55 წლისანი არიან, უორიკში კალიფორნიიდან ჩავიდნენ. კენეთი და მორინი ერთ დას შეუთანხმდნენ, რომ თავიანთი არყოფნის პერიოდში მათ სახლზე ეზრუნა, ხოლო ნათესავებს სთხოვეს, რომ კენეთის მოხუცებული მამისთვის მიეხედათ. ხომ არ ნანობენ ისინი, რომ ბეთელში მსახურებისთვის ასეთი ცვლილებების მოხდენა დასჭირდათ? არავითარ შემთხვევაში! ვნახოთ, რას ამბობს კენეთი: „ბეთელში მსახურებამ ბევრი რამ გვასწავლა. სიძნელეებს დღემდე ვხვდებით, მაგრამ უამრავი კურთხევა გვაქვს, რის გამოც ყველას ვურჩევთ, რომ ეს თავადაც გამოსცადონ!“.

  • მათ მზადყოფნა გამოავლინეს — ნიუ-იორკი
    საგუშაგო კოშკი — 2015 | 15 იანვარი
    • რიკიც, რომელიც ჰავაიზე სხვადასხვა სამშენებლო პროექტებს ხელმძღვანელობდა, უორიკში ბეთელის შტატგარეშე თანამშრომლად მიიწვიეს. მის მეუღლეს, კენდრას, უნდოდა, რომ მის ქმარს მიეღო მიწვევა. თუმცა ისინი ფეხს ითრევდნენ ერთი მიზეზის გამო: მათ 11 წლის ვაჟი, ჯეიკობი, ჰყავდათ და აფიქრებდათ, რამდენად შეეგუებოდა პატარა ჯეიკობი ახალ გარემოს და თუ იქნებოდა გონივრული მთელი ოჯახით ნიუ-იორკის შტატში გადაბარგება.

      რიკი ამბობს: „ჩვენს ერთ-ერთ საფიქრალს ის წარმოადგენდა, ვიპოვიდით თუ არა ისეთ კრებას, სადაც ბევრი სულიერად მოწიფული ახალგაზრდა იქნებოდა. გვსურდა, ჯეიკობს კარგი სამეგობრო წრე ჰყოლოდა“. რიკის ოჯახი იმ კრებაში გადავიდა, სადაც არცთუ ისე ბევრი ბავშვი იყო, მაგრამ სამაგიეროდ იყვნენ ბეთელელები. რიკი იხსენებს: «მას შემდეგ, რაც ახალ კრებაში პირველად დავესწარით შეხვედრას, ჯეიკობს ვკითხე, მოეწონა თუ არა ახალი კრება, რადგან შევნიშნე, რომ მისი თანატოლი არავინ იყო. ჯეიკობმა მომიგო: „კი, მა! ჩემზე არ იდარდო. ჩემი მეგობრები ახალგაზრდა ბეთელელები იქნებიან“».

      ჯეიკობი და მისი მშობლები სამეფო დარბაზში ბეთელელებთან საუბრობენ

      ჯეიკობი და მისი მშობლები სამეფო დარბაზში ბეთელელებთან საუბრობენ

      ახალგაზრდა ბეთელელები ჯეიკობს დაუმეგობრდნენ. რა მხრივ წაადგა პატარა ჯეიკობს მათთან მეგობრობა? რიკი გვიყვება: «ერთხელ, ღამით შევნიშნე, რომ ჯეიკობის ოთახში შუქი ენთო. მისი ოთახისკენ გავეშურე. მეგონა, კომპიუტერულ თამაშს თამაშობდა, მაგრამ ოთახში შესული სასიამოვნოდ გავოცდი: იგი ბიბლიას კითხულობდა! როდესაც ვკითხე, რატომ არ ეძინა აქამდე, მიპასუხა: „მეც ბეთელელი ვარ და სხვა ახალგაზრდა ბეთელელების მსგავსად, ბიბლია ერთ წელიწადში უნდა წავიკითხო“». რიკი და კენდრა უზომოდ გახარებულნი არიან. მათი სიხარულის მიზეზი მხოლოდ ის კი არაა, რომ რიკის თავისი წვლილი შეაქვს უორიკში მიმდინარე მშენებლობაში, არამედ ისიც, რომ ეს ყოველივე კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს პატარა ჯეიკობზე (იგავ. 22:6).

      იმედის თვალით უცქირეთ მომავალს

      ლუისი და დეილი

      ლუისი და დეილი

      უორიკსა და უოლკილში მიმდინარე მშენებლობები ადრე თუ გვიან დასრულდება. მშენებლებს ესმით, რომ ისინი დროებით მსახურობენ ბეთელში. დარდობენ ეს და-ძმები იმაზე, თუ სად წავლენ ან რას გააკეთებენ მშენებლობის დასრულების შემდეგ? სრულებითაც არა! მრავალი მათგანი იზიარებს ორი, შუახნის ასაკის, ფლორიდელი წყვილის — ჯონისა და კარმენის, და ლუისისა და კენიას — განწყობას. ჯონი, რომელსაც არაერთი სამშენებლო პროექტისთვის უხელმძღვანელია და მისი მეუღლე, კარმენი, რომლებიც უორიკში დროებით მოხალისეებად მიიწვიეს, ამბობენ: „თვალნათლივ ვხედავთ, თუ როგორ აკმაყოფილებს იეჰოვა დღემდე ჩვენს ყველა მოთხოვნილებას. დარწმუნებულნი ვართ, რომ თუ იეჰოვამ აქამდე მოგვიყვანა და ყოველთვის ზრუნავდა ჩვენზე, არც მერე დაგვტოვებს უყურადღებოდ“ (ფსალმ. 119:116).

  • მათ მზადყოფნა გამოავლინეს — ნიუ-იორკი
    საგუშაგო კოშკი — 2015 | 15 იანვარი
    • გარი

      გარი

      ჩრდილოეთ კაროლინელ გარის სამშენებლო დარგში 30-წლიანი გამოცდილება აქვს. ის და მისი მეუღლე, მორინი, ამბობენ, რომ უორიკში მსახურებას მათთვის აურაცხელი კურთხევა მოაქვს. ამ კურთხევათა შორის ერთ-ერთი ისაა, რომ ისინი მხარდამხარ მსახურობენ ძვირფას და-ძმებთან, რომლებმაც მთელი ცხოვრება ბეთელში, იეჰოვას მსახურებაში, გალიეს. გარი ამბობს: „ვისაც ბეთელში მსახურება სურს, უბრალოდ უნდა ცხოვრობდეს; სწორედ გამარტივებული ცხოვრების წყალობით გადავიტანთ ამ ქვეყნიერების მოახლოებულ აღსასრულს“.

  • მათ მზადყოფნა გამოავლინეს — ნიუ-იორკი
    საგუშაგო კოშკი — 2015 | 15 იანვარი
ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება