საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „იფხიზლეთ!“
    საგუშაგო კოშკი — 2015 | 15 მარტი
    • უწინ ჩვენს პუბლიკაციებში იესოს ამ იგავში მოხსენიებულ წვრილმანებსაც კი, მაგალითად, ლამპარს, ზეთს, ზეთის ჭურჭელსა თუ სხვა ნივთებს, სიმბოლური მნიშვნელობა ენიჭებოდა. ჩნდება კითხვა: მხედველობის მიღმა ხომ არ გვრჩებოდა ამ იგავის დედააზრი მაშინ, როცა ასეთ წვრილმანებზე ვამახვილებდით ყურადღებას?

  • „იფხიზლეთ!“
    საგუშაგო კოშკი — 2015 | 15 მარტი
    • როგორც იგავში ვკითხულობთ, იესომ თქვა, რომ ისინი დაბრუნებულ ნეფეს თავიანთი სალამპრეებით უნდა შეგებებოდნენ. ყურადღება მიაქციეთ იესოს სიტყვებს, რომლითაც მან ცხებულთა „მცირე სამწყსოს“ მიმართა: „წელზე სარტყელი გქონდეთ შემორტყმული, ლამპრები კი — ანთებული. მათსავით მოიქეცით, ვინც თავიანთი ბატონის ქორწილიდან დაბრუნებას ელის“ (ლუკ. 12:32, 35, 36).

  • „იფხიზლეთ!“
    საგუშაგო კოშკი — 2015 | 15 მარტი
    • ქალწულებს ევალებოდათ, რომ ნეფეს მღვიძარენი დახვედროდნენ, გაემართათ თავიანთი ლამპრები და ამაღელვებელი შეხვედრის მოლოდინში მთელი ღამის განმავლობაში ეფხიზლათ. უგუნური ქალწულებისგან განსხვავებით, ხუთმა გონიერმა ქალწულმა ზეთი მოიმარაგა. რის თქმა შეიძლება ღვთის ერთგულ ცხებულ ქრისტიანებზე? არიან ისინიც მზად თავიანთ მეფესთან შესახვედრად?

      8 რა თქმა უნდა! ბოლო დღეების განმავლობაში ცხებული ქრისტიანები გონიერი ქალწულების მსგავსად იქცევიან, პირნათლად ასრულებენ თავიანთ დავალებას და ელოდებიან მეფის მოსვლას. ისინი შეგნებულად იღებენ მსხვერპლს, რათა ერთგულად ემსახურონ თავიანთ ბატონს, რის გამოც შესაძლოა სატანის ქვეყნიერების მიერ შეთავაზებულ ფუფუნების საგნებზე უარის თქმა მოუწიოთ. ისინი ღმერთს იმიტომ კი არ ემსახურებიან, რომ აღსასრული ახლოსაა, არამედ იმიტომ, რომ მთელი გულით უყვართ იეჰოვა და მისი ძე და სურთ, რომ ერთგულება საქმითაც დაუმტკიცონ. ცხებული ქრისტიანები ინარჩუნებენ უმწიკვლობას და ეწინააღმდეგებიან ბოროტ ქვეყნიერებაში გაბატონებულ სულს — მატერიალიზმს, უზნეობასა და ეგოიზმს. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით, მეფე იგვიანებს, ისინი, გონიერი ქალწულების მსგავსად, მზად არიან და ანათებენ როგორც მნათობები (ფილ. 2:15).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება