საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მისაღებია ბეტელის კაკლის ღეჭვა?
    გამოიღვიძეთ! — 2012 | თებერვალი
    • სანანებელი არ გაგიხდეთ!

      ჟურნალში „პირის ღრუს ჰიგიენა“ ნათქვამია: „არეკის კაკალს ძველთაგანვე მოიხმარდა ადამიანი და მას, ძირითადად, სოციალური, კულტურული და ზოგჯერ რელიგიური დატვირთვა ჰქონდა. მომხმარებლები ფიქრობენ, რომ ის სავსებით უწყინარი რამ არის, კარგ ხასიათზე გაყენებს, ეიფორიაში გაგდებს და მთელ სხეულში სასიამოვნო შეგრძნებებს იწვევს . . . მაგრამ ფაქტები მეტყველებს, რომ ის სულაც არ არის უწყინარი“.

      ნარკომანიის წინააღმდეგ მებრძოლი სახელმწიფო ინსტიტუტები აცხადებენ, რომ ბეტელის კაკლის შემადგენლობაში არსებული ერთ-ერთი ალკალოიდი მიჩვევას იწვევს. მართლაც, ზოგი მომხმარებელი იმდენად არის მასზე დამოკიდებული, რომ დღეში 50 კაკალს ღეჭავს. მათ მალევე უშავდებათ კბილები და შესაძლოა ღრძილების დაავადებაც განუვითარდეთ. როგორც ზემოაღნიშნული ჟურნალი იუწყება, აქტიურ მომხმარებლებს შეიძლება განუვითარდეთ პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებაც. ამ დროს გარსი მოყავისფრო-მოწითალო ფერის ხდება და ნაოჭდება. ზოგს შეიძლება ეს დაავადება „ქრონიკულში გადაეზარდოს და მუდმივად პროგრესირებდეს. ამასთანავე, ადამიანს ღია ჭრილობებიც რჩება“. ამ დაავადებას მედიცინის ენაზე ჰქვია პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ფიბროზი.

      ბეტელის კაკლის ღეჭვა აგრეთვე იწვევს პირის ღრუს კიბოს ერთ-ერთ სახეობას, პირის ღრუს კარცინომას და ხახის უკანა კედლის კიბოს. სწორედ ამიტომ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში პირის ღრუს კიბოს მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. ტაივანში პირის ღრუს კიბოთი დაავადებულთა დაახლოებით 85 პროცენტს სწორედ ბეტელის კაკალმა „უსახსოვრა“ ეს დაავადება. უფრო მეტიც, „ტაივანში ამ დაავადების მაჩვენებელი ბოლო 40 წლის განმავლობაში 4-ჯერ გაიზარდა. ის სიკვდილის გამომწვევ 10 ძირითად მიზეზთა შორისაა“, — ნათქვამია ტაივანში გამომავალ ერთ-ერთ წამყვან გაზეთში (The China Post).

      რა ხდება სხვაგან? პაპუა-ახალ გვინეაში გამომავალ ერთ გაზეთში გამოქვეყნებული იყო პაპუა-ახალი გვინეის სამედიცინო საზოგადოების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები: „პაპუა-ახალ გვინეაში გავრცელებული ყველასათვის საყვარელი საღეჭი საშუალება, ბეტელის კაკალი, წელიწადში სულ მცირე 2 000 ადამიანს უსწრაფებს სიცოცხლეს. ის არის მრავალი დაავადების გამომწვევი წყაროც“ (The Papua New Guinea Post-Courier). ამ დაავადებათა რიცხვში შედის გულ-სისხლძარღვთა დაავადებებიც. „მათ კი, ვინც ბეტელის კაკლის აქტიური მომხმარებელია, შესაძლოა არა ერთი, არამედ მრავალი დაავადება განუვითარდეთ, როგორც ეს მწეველთა შემთხვევაში ხდება“, — აცხადებს ერთი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

  • მისაღებია ბეტელის კაკლის ღეჭვა?
    გამოიღვიძეთ! — 2012 | თებერვალი
    • [დიაგრამა⁄სურათები 23 გვერდზე]

      (სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

      ბეტელის კაკლის ხშირმა მოხმარებამ შეიძლება სერიოზულად დაუზიანოს ადამიანს ჯანმრთელობა.

      ჩაშავებული კბილები და ღრძილების დაავადება

      პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ფიბროზი

      პირის ღრუს რქოვანი შრის უჯრედის კარცინომა

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება