საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • შეინარჩუნეთ შინაგანი სიმშვიდე ცვლილებების დროს
    საგუშაგო კოშკი — 2018 | ოქტომბერი
    • 1, 2. ა) როგორ შეიძლება ქრისტიანის ცხოვრება მოულოდნელად შეიცვალოს? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე) ბ) 131-ე ფსალმუნის თანახმად, როგორი განწყობა დაგვეხმარება შინაგანი სიმშვიდის შენარჩუნებაში?

      როდესაც ლოიდმა და ალექსანდრამ გაიგეს, რომ ბეთელში მსახურება უნდა შეეწყვიტათ, თავიდან ძალიან განიცადეს. ისინი ხომ 25 წელზე მეტხანს მსახურობდნენ ბეთელში! ლოიდი ამბობს: „იმდენად მიყვარდა ბეთელი და ის დავალება, რასაც იქ ვასრულებდი, რომ ამის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომედგინა. გონებით მესმოდა ცვლილების მიზეზი, მაგრამ რამდენიმე კვირისა და თვის შემდეგაც კი მეუფლებოდა ისეთი გრძნობა, თითქოს უარმყვეს. მუდმივად მეცვლებოდა განწყობა — ერთ წუთს დადებითად ვფიქრობდი, მეორე წუთს კი გული მიმძიმდებოდა“.

  • შეინარჩუნეთ შინაგანი სიმშვიდე ცვლილებების დროს
    საგუშაგო კოშკი — 2018 | ოქტომბერი
    • 8—10. ა) როგორ გვეხმარება ღვთის სული საწუხართან გამკლავებაში? ბ) როგორ შეიძლება დაგვეხმაროს იეჰოვა, როცა სულიერი ხედვის შენარჩუნებას ვცდილობთ?

      8 გარდა იმისა, რომ გვამშვიდებს, ღვთის სული გვეხმარება, ყურადღება იმ ბიბლიურ მუხლებზე გადავიტანოთ, რომლებიც გვანახვებს, რა არის ცხოვრებაში მთავარი (წაიკითხეთ იოანეს 14:26, 27). განვიხილოთ ერთი წყვილის, ფილიპისა და მერის შემთხვევა, რომლებიც თითქმის 25 წელი მსახურობდნენ ბეთელში. ოთხი თვის მანძილზე ორივეს დაეღუპა დედა და სხვა ნათესავი, თანაც უნდა ეზრუნათ მერის დემენციით დაავადებულ მამაზე.

      9 ფილიპი იხსენებს: «ვფიქრობდი, რომ ამ ყველაფერს ასე თუ ისე ვუმკლავდებოდი, თუმცა რაღაც მაკლდა. ერთ-ერთი „საგუშაგო კოშკის“ სასწავლო სტატიაში მოყვანილი იყო კოლოსელების 1:11. მივხვდი, რომ კი ვითმენდი, მაგრამ არა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ყველაფერი ბოლომდე უნდა მომეთმინა ისე, რომ სიხარული არ დამეკარგა. ამ მუხლმა შემახსენა, რომ ჩემი სიხარული არსებულ ვითარებაზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ იმაზე, თუ რამდენად ვაძლევ ღვთის სულს ჩემზე მოქმედების საშუალებას».

      10 იეჰოვამ მრავალმხრივ აკურთხა ფილიპი და მერი, რადგან სულიერი ხედვა შეინარჩუნეს. ბეთელის დატოვებიდან მალევე, ორივემ დაიწყო ბიბლიის შესწავლა სულიერს მოწყურებულ ადამიანებთან, რომლებსაც კვირაში რამდენჯერმე სურდათ შესწავლის ჩატარება. როცა წარსულს იხსენებს, მერი ამბობს: „ისინი დიდ სიხარულს გვგვრიდნენ. მათი მეშვეობით თითქოს იეჰოვა გვეუბნებოდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა“.

  • შეინარჩუნეთ შინაგანი სიმშვიდე ცვლილებების დროს
    საგუშაგო კოშკი — 2018 | ოქტომბერი
    • 17, 18. როგორ გვეხმარება მსახურებაზე ყურადღების გადატანა ცვლილებების დროს?

      17 ბევრი სრული დროით მსახური აღნიშნავს, რომ ცვლილებების დროს სულიერი წონასწორობის შენარჩუნებაში მსახურებაში აქტიური მონაწილეობა დაეხმარა. სამხრეთ აფრიკელ წყვილს, ოზბორნსა და პოლაიტს, ბეთელის დატოვება მოუწია. ისინი იმედოვნებდნენ, რომ მალევე იპოვიდნენ ნახევარგანაკვეთიან სამუშაოს და საცხოვრებელს. ოზბორნი გვიამბობს: „სამწუხაროდ, სამუშაო ისე მალე ვერ ვიშოვეთ, როგორც მოველოდით“. მისი მეუღლე კი აღნიშნავს: „სამი თვე უმუშევრები ვიყავით, თან არც დანაზოგი გვქონდა. ეს ნამდვილი განსაცდელი იყო ჩვენთვის“.

      18 რა დაეხმარა ამ წყვილს, რომ ასეთ რთულ სიტუაციას გამკლავებოდა? ოზბორნი ამბობს: „კრებასთან ერთად ქადაგება ძალიან დაგვეხმარა, რომ სულიერზე ვყოფილიყავით კონცენტრირებული და დადებითზე გვეფიქრა. ნაცვლად იმისა, რომ უმოქმედოდ ვყოფილიყავით და გვენერვიულა, გადავწყვიტეთ, მთლიანად მსახურებაზე გადავრთულიყავით, რამაც დიდი სიხარული მოგვიტანა. ყველგან ვეძებდით სამუშაოს და ბოლოს ვიპოვეთ კიდეც“.

      მოთმინებით დაელოდეთ იეჰოვას

      19—21. ა) რა დაგვეხმარება შინაგანი სიმშვიდის შენარჩუნებაში? ბ) რაში შეიძლება დაგვეხმაროს ცვლილებებთან შეგუება?

      19 როგორც ამ შემთხვევებიდან ჩანს, შინაგან სიმშვიდეს შევინარჩუნებთ, თუ საუკეთესოდ გამოვიყენებთ ჩვენს მდგომარეობას და გულდაჯერებული დაველოდებით იეჰოვას (წაიკითხეთ მიქას 7:7). შეიძლება დროთა განმავლობაში გავაცნობიეროთ, რომ ამ ცვლილებებთან შეგუებამ უფრო გაგვაძლიერა სულიერად. პოლაიტი, რომელიც ზემოთ მოვიხსენიეთ, საკუთარი გამოცდილებიდან ამბობს: „ახალმა დავალებამ მასწავლა, სინამდვილეში, რას ნიშნავს მივენდო იეჰოვას მაშინაც კი, როცა მგონია, რომ ყველაფერი ჩემ წინააღმდეგაა. ახლა უფრო ახლო ურთიერთობა მაქვს მასთან“.

      20 ზემოთ მოხსენიებულ მერის დღემდე უწევს ხანდაზმულ მამაზე ზრუნვა და თან პიონერად მსახურებას აგრძელებს. ის ამბობს: „მივხვდი, რომ, როდესაც დარდი შემომაწვება, უნდა გავჩერდე, ვილოცო და ცოტა ხნით განვიტვირთო. ვისწავლე, რომ ჩემი საზრუნავი იეჰოვას მივანდო. ეს, ალბათ, ყველაზე დიდი გაკვეთილია, რაც ოდესმე მისწავლია, და ვიცი, რომ ასე მოქცევა განსაკუთრებით მომავალში დაგვჭირდება“.

      21 დასაწყისში მოხსენიებულმა ლოიდმა და ალექსანდრამ აღიარეს, რომ ცვლილებებმა მათი რწმენა მოულოდნელი სახით გამოსცადა. თუმცა ისინი ამბობენ: „რწმენის გამოცდებმა გამოააშკარავა, გვქონდა თუ არა იმდენად ძლიერი რწმენა, რომ განსაცდელების დროს მხნეობა არ დაგვეკარგა. ამან უკეთეს ადამიანებად გვაქცია“.

      წყვილი ტოვებს ბეთელს, მსახურობს სტენდთან, ესწრება სამეფოს მახარობელთა სკოლას, მსახურების მიზნით სხვა ქვეყანაში მიემგზავრება და ახალ ტერიტორიაზე ბიბლიის შესწავლას ატარებს

      მოულოდნელ ცვლილებებს მოულოდნელი კურთხევები სდევს თან! (იხილეთ აბზაცები 19—21)

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება