საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა“
    საგუშაგო კოშკი — 1998 | 1 აგვისტო
    • მჯერა, რომ ოჯახებს ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ ბეთელის მაგალითიდან. ჩვენ დილით ადრე ვდგებით და დღეს ყოველდღიური ბიბლიური მუხლის განხილვით ვიწყებთ. ჩვენგან მოელიან, რომ გულმოდგინედ ვიმუშავებთ და გაწონასწორებულ, მაგრამ დაკავებულ ცხოვრებას გავწევთ. ბეთელი მონასტერი არ არის, როგორც ზოგი ფიქრობს. ჩვენ ბევრს ვაღწევთ, იმიტომ რომ ყველაფერი დაგეგმილი გვაქვს. ბევრს უთქვამს, რომ ბეთელში მიღებული ცოდნა მოგვიანებით ოჯახსა და კრებაში საკუთარ თავზე პასუხისმგებლობების აღებაში დაეხმარა.

      ახალგაზრდებს, რომლებიც ბეთელში მოდიან, შეიძლება დაევალოთ დალაგება, სამრეცხაოში ან სტამბაში მუშაობა. ქვეყნიერება შეიძლება გვარწმუნებს, რომ ასეთი ფიზიკური სამუშაო დამამცირებელია და არ გვეკადრება. მაგრამ ბეთელში ახალგაზრდები იგებენ, რომ ეს საქმე ჩვენს ოჯახში წესრიგისა და ბედნიერებისთვის აუცილებელია.

      წუთისოფელი აგრეთვე გვასწავლის, რომ ნამდვილი ბედნიერებისთვის თანამდებობა და პრესტიჟი გვჭირდება. ეს არასწორია. როდესაც იმას ვასრულებთ, რაც დაგვევალა, ‘ვაკეთებთ იმას, რაც უნდა გაგვეკეთებინა’ და იეჰოვას კურთხევებს ვღებულობთ (ლუკა 17:10). ჩვენ მაშინ გვექნება ნამდვილი კმაყოფილებისა და ბედნიერების გრძნობა, თუ გვეხსომება ჩვენი საქმიანობის მიზანი — იეჰოვას ნების შესრულება და სამეფო ინტერესების წინ წაწევა. თუ ეს გვახსოვს, ნებისმიერი დანიშნულება სასიამოვნო და კმაყოფილების მომგვრელი იქნება.

  • „გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა“
    საგუშაგო კოშკი — 1998 | 1 აგვისტო
    • მე ბევრი რამ ვისწავლე

      ვისწავლე, რომ კარგი ზედამხედველი ის არის, ვისაც სხვებისგან სასარგებლო ინფორმაციის მიღება შეუძლია. აზრების უმეტესობა, რომლებიც მე განმიხორციელებია, როგორც ბეთელის ზედამხედველს, სხვებისგან მომდინარეობდა.

      როდესაც ბეთელში მიმიწვიეს ბევრი ხნიერი იყო, როგორც მე ვარ დღეს. მათი უმრავლესობა აღარაა ცოცხალი. ვინ ცვლის მათ, ვინც ბერდება და კვდება? არა მაინცდამაინც ის, ვისაც დიდი ნიჭი აქვს, არამედ ის, ვინც მზად არის, ერთგულად შეასრულოს თავისი საქმე.

      კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც უნდა გვახსოვდეს, ეს არის კარგი ცოლის ფასი. ჩემი ძვირფასი მეუღლის, ფერნის, მხარდაჭერა დიდად დამეხმარა თეოკრატიული დავალებების შესრულებაში. ქმარი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მის მსახურებას ცოლისთვისაც სიხარული მოაქვს. ვცდილობ ხოლმე იმის დაგეგმვას, რისი კეთებაც მე და ფერნს მოგვწონს. საჭირო არ არის მაინცდამაინც ძვირი რამ, უბრალოდ, მრავალფეროვნება რომ შეიტანოს ჩვენს ცხოვრებაში. ქმრებს სიხარული უნდა მოჰქონდეთ ცოლებისთვის. მათი ერთად ყოფნის დრო ძვირფასია და სწრაფად გადის, ამიტომ ქმარი მაქსიმალურად უნდა ცდილობდეს, გამოიყენოს ეს დრო.

      მიხარია, რომ იმ უკანასკნელ დღეებში ვცხოვრობ, რომლის შესახებაც იესო ლაპარაკობდა. ეს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საოცარი დროა. ჩვენ რწმენის თვალით ვხედავთ, როგორ ზრდის და ამზადებს უფალი თავის ორგანიზაციას დაპირებული ახალი ქვეყნიერებისთვის. როდესაც ღვთის მსახურებაში გატარებულ წლებს ვიხსენებ, ვხვდები, რომ იეჰოვა მართავს ამ ორგანიზაციას და არა — ადამიანი. ჩვენ მხოლოდ მსახურები ვართ. ამგვარად, ყოველთვის ღმერთს უნდა მივმართოთ ხელმძღვანელობისთვის. მან გაგვაგებინა, რა გვევალება; ჩვენ კი უნდა დავემორჩილოთ და ერთად შევასრულოთ მისი ნება.

      ითანამშრომლე ღვთის ორგანიზაციასთან და გარანტირებული გექნება აზრიანი, ბედნიერი ცხოვრება. რა სახის მსახურებითაც არ უნდა იყო დაკავებული — პიონერი იქნები, სარაიონო ზედამხედველი, მაუწყებელი, ბეთელელი თუ მისიონერი — მიჰყევი მოცემულ ხელმძღვანელობას და დააფასე შენი დანიშნულება. გააკეთე ყველაფერი, რაც შეგიძლია, რომ გაიხარო ყოველ შენს დანიშნულებასა და იეჰოვას მსახურებაში გატარებული ყოველი დღით. ზოგჯერ შეიძლება დაიღალო, გადაიტვირთო ან სისუსტე იგრძნო. სწორედ ამ დროს უნდა გაიხსენო იეჰოვასთვის სიცოცხლის მიძღვნის მიზანი, რომელიც შენი კი არა, მისი ნების შესრულებაა.

      არ მახსოვს, სამუშაოზე მივსულიყავი და სიხარული არ მიმეღო მისგან. რატომ? იმიტომ რომ, როცა მთელი სულით გადავცემთ საკუთარ თავს იეჰოვას, კმაყოფილებას ვგრძნობთ, რადგან ვიცით, რომ ‘ვაკეთებთ იმას, რაც უნდა გაგვეკეთებინა’.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება