საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „გულში დასკვნებს აკეთებდა“
    საგუშაგო კოშკი — 2008 | 1 ოქტომბერი
    • ნაზარეთიდან ბეთლემამდე

      გამგზავრება მხოლოდ იოსებსა და მარიამს არ მოუწიათ. კეისარმა ავგუსტუსმა გამოსცა ბრძანება, რომ აღწერილიყო მთელი მოსახლეობა და ამიტომ ყველა თავის მშობლიურ ქალაქში წავიდა აღსაწერად. როგორ მოიქცა იოსები? ბიბლიაში ვკითხულობთ: „იოსებიც წავიდა გალილეის ქალაქ ნაზარეთიდან იუდეაში, დავითის ქალაქ ბეთლემში, რადგან დავითის სახლიდან და საგვარეულოდან იყო“ (ლუკა 2:1—4).

      შემთხვევითი არ იყო, რომ კეისარმა მაინცდამაინც ამ დროს გამოსცა ეს ბრძანება. შვიდი საუკუნით ადრე იყო ნაწინასწარმეტყველები, რომ მესია ბეთლემში დაიბადებოდა. პატარა ქალაქი ბეთლემი ნაზარეთიდან 11 კილომეტრში მდებარეობდა, მაგრამ ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ მესია „ეფრათას ბეთლემში“ უნდა დაბადებულიყო (მიქა 5:2). დღეს ნაზარეთიდან დაახლოებით 150 კილომეტრი უნდა გაიარო სამხრეთით მდებარე ამ პატარა ქალაქში რომ ჩახვიდე. იოსები და მარიამი სწორედ ამ ბეთლემში მიდიოდნენ, რადგან, როგორც მეფე დავითის შთამომავლები, წარმოშობით აქედან იყვნენ.

  • „გულში დასკვნებს აკეთებდა“
    საგუშაგო კოშკი — 2008 | 1 ოქტომბერი
    • კიდევ რამ აღძრა მარიამი მორჩილებისკენ? იცოდა მან, რომ, წინასწარმეტყველების თანახმად, მესია ბეთლემში უნდა დაბადებულიყო? ამაზე ბიბლია არაფერს ამბობს. თუმცა შეიძლება იცოდა კიდეც, რადგან ეს არც რელიგიური წინამძღოლებისთვის იყო დაფარული და არც უბრალო ადამიანებისთვის (მათე 2:1—7; იოანე 7:40—42). მარიამისთვის არ იყო უცხო წმინდა წერილები (ლუკა 1:46—55).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება