საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ba გვ. 30
  • წიგნი თქვენთვის?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • წიგნი თქვენთვის?
  • წიგნი ყველასთვის
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • როგორ მივიღოთ მეტი სარგებელი
  • ბიბლიის ყოველდღიური კითხვა სასარგებლოა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1995
  • შვიდი რჩევა ბიბლიის კითხვა სასარგებლო რომ იყოს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2010
  • იკითხე ღმერთის სიტყვა და ემსახურე ღმერთს ჭეშმარიტებით
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1996
  • როგორ დაგეხმარებათ ბიბლია?
    იხარეთ ცხოვრებით მარადიულად! — ბიბლიის სასწავლო კურსი
იხილეთ მეტი
წიგნი ყველასთვის
ba გვ. 30

წიგნი თქვენთვის?

„ბევრი წიგნების წერას ბოლო არ ექნება“, — განაცხადა სოლომონმა დაახლოებით 3000 წლის წინათ (ეკლესიასტე 12:12). ეს შენიშვნა დღეს უფრო მართებულია, ვიდრე ოდესმე. კლასიკური ლიტერატურის გარდა, ყოველწლიურად ათასობით ახალი წიგნი იბეჭდება. რადგან ამდენი წიგნების არჩევანი არსებობს, რატომ უნდა წაიკითხოთ ბიბლია?

მრავალი ადამიანი წიგნებს კითხულობს ან გართობის, ან განათლების მიღების მიზნით, ან ორივე მიზნით. იმავეს თქმა შეიძლება ბიბლიის წაკითხვასთან დაკავშირებით. მისი კითხვა შეიძლება იყოს სულიერად სასარგებლო და აგრეთვე სასიამოვნო. მაგრამ ბიბლია ამაზე მეტსაც იძლევა. ის არის შემეცნების უნიკალური წყარო (ეკლესიასტე 12:9, 10).

ბიბლია პასუხობს კითხვებზე, რომლებიც ადამიანებს დიდი ხანია აწუხებთ — კითხვები ჩვენი წარსულის, ჩვენი აწმყოს და ჩვენი მომავლის შესახებ. მრავალს აინტერესებს: საიდან გავჩნდით აქ? რა არის სიცოცხლის აზრი? როგორ მოვიპოვოთ ბედნიერება ცხოვრებაში? ყოველთვის იქნება სიცოცხლე დედამიწაზე? რას მოგვიტანს მომავალი?

აქ შემოთავაზებული მტკიცებები ერთობლივად ძლიერ და ნათელ საფუძველს გვაძლევს, რომ ბიბლია არის ზუსტი და უტყუარი. ჩვენ განვიხილეთ, თუ როგორ დაგვეხმარება მისი პრაქტიკული რჩევები, რომ აზრიანად და ბედნიერად ვიცხოვროთ დღეს. რადგან მისი პასუხები ახლანდელი დროის შესახებ დამაკმაყოფილებელია, უეჭველად, მისი პასუხები წარსულის შესახებ და მისი წინასწარმეტყველებები მომავლის შესახებ იმსახურებს დიდ ყურადღებას.

როგორ მივიღოთ მეტი სარგებელი

მრავალმა ადამიანმა დაიწყო ბიბლიის კითხვა, მაგრამ მალე შეწყვიტა, როცა აღმოაჩინა, რომ მისი ზოგი ნაწილი ძნელად გასაგები იყო. თუ ეს თქვენც დაგემართათ, აქ მოცემულია რამდენიმე საშუალება, რომლებიც დაგეხმარებათ.

ზოგი პიროვნება იწყებს სახარებების კითხვით, რომლებშიც მოცემულია ცნობები იესოს ცხოვრების შესახებ, ვისი ბრძნული სწავლებებიც, მაგალითად ისეთი, როგორიც მოიპოვება „მთაზე ქადაგებაში“, ცხადყოფს ადამიანის ბუნების ღრმა ცოდნას და უჩვენებს, თუ როგორ გავიუმჯობესოთ ჩვენი ცხოვრება (იხილე მათე, 5—7 თავები).

ბიბლიის კითხვასთან ერთად საკმაოდ შემეცნებითი შეიძლება იყოს თემატური შესწავლის მეთოდი. ამაში შედის იმისთვის ანალიზის გაკეთება, თუ რას ამბობს ბიბლია გარკვეულ საკითხზე. შეიძლება გაგაოცოთ იმან, რასაც გაიგებთ იმის შესახებ, თუ სინამდვილეში, რას ამბობს ბიბლია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: სული, ზეცა, დედამიწა, სიცოცხლე და სიკვდილი, აგრეთვე ღვთის სამეფო — რა არის ის და რას შეასრულებსa. იეჰოვას მოწმეებს აქვთ ბიბლიის თემატური შესწავლის პროგრამა, რომელსაც ისინი უფასოდ სთავაზობენ. თქვენ შეგიძლიათ მისწეროთ გამომცემლებს სათანადო მისამართზე, რომელიც მოცემულია მე-2 გვერდზე, და უფრო მეტი გაიგოთ ამის შესახებ.

მტკიცებების განხილვის შემდეგ მრავალი ადამიანი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბიბლია არის ღვთისგან, რომელსაც ბიბლიაში „იეჰოვა“ ეწოდება (ფსალმუნი 82:19, „ფსალმუნი, დეკანოზ გ. პ. პავსკის მიერ“, დაბეჭდილია 1822 წელს [რუს.]). შესაძლოა, თქვენ თვითონ არ იყოთ დარწმუნებული, რომ ბიბლია ღვთისგან მომდინარეობს. მაგრამ პირადად რატომ არ გამოგეკვლიათ ეს? გვჯერა, რომ შესწავლის, შესწავლილზე ფიქრის და, შესაძლოა, ბიბლიის მარადიული სიბრძნის პრაქტიკული მნიშვნელობის საკუთარ თავზე გამოცდილების შემდეგ თქვენ მიხვდებით, რომ ბიბლია, მართლაც არის წიგნი ყველასთვის და უფრო მეტიც — წიგნი თქვენთვის.

[სქოლიოები]

a წიგნი, რომელიც დაეხმარა მრავალს ბიბლიის თემატურ შესწავლაში, არის „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“, რომელიც გამოცემულია ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება საგუშაგო კოშკის მიერ.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება