საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ხალხს ბიბლიას უმალავდნენ
    გამოიღვიძეთ! — 2011 | დეკემბერი
    • ბრძოლა ბიბლიის თარგმნის წინააღმდეგ

      რომის კათოლიკურმა ეკლესიამ ლათინური ენა საბოლოოდ წმინდა ენად შერაცხა. ამგვარად, ბოჰემიის ჰერცოგის, ვრატისლავის მოთხოვნის საპასუხოდ, რომელიც 1079 წელს ეკლესიაში ღვთისმსახურების სლავურ ენაზე შესრულების ნებართვას ითხოვდა, პაპმა გრიგოლ VII-მ დაწერა: „ვერაფრის დიდებით ვერ გავცემთ ამ ნებართვას“. რატომ ასეთი მტკიცე უარი?

      „მათთვის, ვინც ამ საკითხს უფრო გულდასმით იკვლევს, — განაგრძობს პაპი — ერთი რამ ნათელი ხდება: ღვთის ნებაა, რომ წმინდა წერილების გარკვეული მონაკვეთები ბუნდოვანი დარჩეს. ეს წიგნი შეიბღალებოდა ყველაფრის სრულად გაგების შემთხვევაში და ხალხიც დაკარგავდა მის პატივისცემას. გარდა ამისა, საზოგადოების უცოდინარი ფენა არასწორად გაიგებდა მას და უფრო მეტად შევიდოდა შეცდომაში“.

      უბრალო ხალხს მკაცრად ეკრძალებოდა ბიბლიის ქონა. ასეთი სახით, სამღვდელოებამ მათზე ძალაუფლების მოპოვება შეძლო. მათ არ სურდათ, ამ ადამიანებს ის საკითხები ეკვლიათ, რაც მათი აზრით, მხოლოდ სამღვდელოების საქმე იყო.

      1199 წელს პაპმა ინოკენტ III-მ იმ „ერეტიკოსებზე“, რომლებმაც ბიბლია ფრანგულ ენაზე თარგმნეს და მასზე მსჯელობა გაბედეს, იესოს შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: „ნურასოდეს მისცემთ წმინდას ძაღლებს, ნურც თქვენს მარგალიტებს დაუყრით ღორებს“ (მათე 7:6). რისი თქმა უნდოდა ამით პაპს? „უბრალო და უსწავლელი ადამიანი ისე არ უნდა გაკადნიერდეს, რომ დიდებული წმინდა წერილების თარგმნა ან ქადაგება დაიწყოს“. ვინც პაპის ბრძანებას გადავიდოდა, ხშირად ინკვიზიტორების ხელში ვარდებოდა, რომლებიც წამებითა და იძულებით ათქმევინებდნენ აღსარებას დამნაშავეს. ვინც აზრს არ შეიცვლიდა, კოცონზე ცოცხლად წვავდნენ.

      იმ პერიოდში, როცა ბიბლია ხალხისთვის ისედაც აკრძალული იყო, ბევრი პაპ ინოკენტის ამ წერილს იმისთვის იყენებდა, რომ უფრო თამამად აეკრძალა ბიბლია და მისი სხვა ენებზე თარგმნა. პაპის დადგენილებიდან მალევე მასიურად დაიწყო იმ ენებზე ნათარგმნი ბიბლიების დაწვა, რომელ ენებზეც უბრალო ადამიანები საუბრობდნენ. სამღვდელოება არც მათ ინდობდა, ვისაც ბიბლიას უპოვიდა — მათ თავიანთივე ბიბლიებთან ერთად აბრიალებულ ცეცხლში ბუგავდნენ. შემდგომ საუკუნეებში ეპისკოპოსები და კათოლიკური ევროპის მმართველები ყველანაირ ღონეს ხმარობდნენ, რომ პაპ ინოკენტ III-ის დადგენილება მკაცრად დაეცვათ.

      კათოლიკურმა სამღვდელოებამ კარგად უწყოდა, რომ მათი სწავლებების უმეტესობა ბიბლიაზე კი არა, ეკლესიურ ტრადიციებზე იყო დაფუძნებული. რაღა თქმა უნდა, სწორედ ეს იყო იმის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც უკრძალავდნენ მორწმუნე ადამიანებს ბიბლიის კითხვას. მისი წაკითხვით ხალხი მიხვდებოდა, რომ ეკლესიურ სწავლებებსა და ბიბლიას შორის დიდი შეუთავსებლობა იყო.

  • ხალხს ბიბლიას უმალავდნენ
    გამოიღვიძეთ! — 2011 | დეკემბერი
    • ლუთერის გერმანულ ენაზე შესრულებულმა თარგმანმა და მისმა გავრცელებამ უმალ მიიპყრო რომის კათოლიკური ეკლესიის ყურადღება. ეკლესიამ გადაწყვიტა, გამოეცა ბიბლია, რომელიც ლუთერის ბიბლიას ჩაანაცვლებდა. მალე გერმანულ ენაზე ორი ასეთი თარგმანიც გამოჩნდა. მაგრამ 25 წელიც არ იყო გასული, რომ 1546 წელს რომის კათოლიკურმა ეკლესიამ ტრიენტის საეკლესიო კრებაზე მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც, რელიგიური ლიტერატურის ბეჭდვასა და ბიბლიების თარგმნას ეკლესია გააკონტროლებდა.

      ტრიენტის კრებაზე მიღებულ დადგენილებაში ვკითხულობთ: „დღეის ამას იქით წმინდა წერილები . . . დაიბეჭდება შესაბამისი წესების დაცვით; თუ ვინმე დაბეჭდავს წიგნს, რომელიც მოგვითხრობს წმინდა საკითხებზე ან ვინმეს დაიქირავებს მის დასაბეჭდად და მასზე არ მიუთითებს ავტორის ვინაობას, კანონის დარღვევაში დაედება ბრალი. ასევე, თუ ვინმე მოინდომებს ამ წიგნის გაყიდვას ან ფლობას, მას ჯერ [ადგილობრივმა ეპისკოპოსმა] უნდა გადახედოს და მანვე მისცეს ამის ნებართვა“.

      1559 წელს პაპმა პავლე IV-მ რომის კათოლიკური ეკლესიის მიერ აკრძალული წიგნების პირველი კატალოგი გამოსცა. ამ სიაში შესული იყო გერმანული, ესპანური, ინგლისური, იტალიური, ფრანგული და ჰოლანდიური თარგმანები და ასევე ლათინურ ენაზე შესრულებული ბიბლიის ზოგიერთი თარგმანი. ვინც ბიბლიის წაკითხვას მოისურვებდა, ეპისკოპოსების ან ინკვიზიტორების წერილობითი ნებართვა უნდა ჰქონოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ერეტიკოსობაში იქნებოდა მხილებული.

      ვინც გაბედავდა ბიბლიის შეძენას ან მის გავრცელებას იმ ენებზე, რომლებზეც ხალხი ლაპარაკობდა, კათოლიკური ეკლესიის რისხვას დაიტეხდა თავს. ბევრი დააპატიმრეს, ზოგი ძელზე გააკრეს და დაწვეს, ზოგს სამუდამო საპატიმრო მიუსაჯეს ან ჩამოახრჩვეს. ჩამორთმეულ ბიბლიებს ცეცხლში წვავდნენ. სიმართლე რომ ვთქვათ, კათოლიკე მღვდლები მე-20 საუკუნეშიც არ ღალატობდნენ თავიანთ ტრადიციას და წარბშეუხრელად წვავდნენ ბიბლიებს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება