საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ქვეყნდება გადამალული განძი მაკარის ბიბლიის ამბავი
    საგუშაგო კოშკი — 1997 | 15 დეკემბერი
    • ასე რომ, 1716 წელს პეტრემ უბრძანა თავის სამეფო კარს, მისი ხარჯებით დაებეჭდათ ბიბლია ამსტერდამში. ყოველ გვერდზე უნდა ყოფილიყო ერთი რუსული ტექსტისა და ერთი ჰოლანდიური ტექსტის სვეტი. ერთი წლის შემდეგ, 1717 წელს, მზად იყო ქრისტიანულ-ბერძნული წერილები, ანუ „ახალი აღთქმა“.

      აგრეთვე 1721 წლისთვის ოთხ ტომად დაიბეჭდა ებრაული წერილების თარგმანის ჰოლანდიური ნაწილი. ერთი სვეტი ცარიელი დატოვეს, რომ მოგვიანებით რუსული ტექსტით შეევსოთ. პეტრემ ბიბლიები ჩააბარა რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის „წმინდა სინოდს“ — ეკლესიის უზენაეს რელიგიურ ავტორიტეტს — რომ დაესრულებინა ბეჭდვა და მათი გავრცელებისთვის ეხელმძღვანელა. მაგრამ სინოდმა ეს საქმე ბოლომდე არ მიიყვანა.

      დაახლოებით ოთხი წლის შემდეგ პეტრე გარდაიცვალა. მაგრამ, რა დაემართა მის ბიბლიებს? რუსული ტექსტისთვის განკუთვნილი ცარიელი ადგილები არასოდეს შევსებულა. ბიბლიები დასტებად დაალაგეს სარდაფში, სადაც ისინი დალპა — მოგვიანებით ერთი დაუზიანებელი ეგზემპლარიც კი ვერ იპოვეს! სინოდმა გადაწვიტა, „ვაჭრებისთვის მიეყიდა დარჩენილი ნაწილი“.

      თარგმანის მცდელობა დაიწყო

      ჯონ პატერსონი, ბიბლიის ბრიტანული და საზღვარგარეთული საზოგადოების წევრი, 1812 წელს რუსეთში ჩავიდა. სანქტ-პეტერბურგის ინტელიგენციას პატერსონმა ბიბლიის საზოგადოების ჩამოყალიბების ინტერესი ჩაუნერგა. 1812 წლის 6 დეკემბერს — იმ წელს, როცა რუსეთის ჯარმა უკუაგდო ნაპოლეონ I დამპყრობი ჯარები — მეფე ალექსანდრე I მოიწონა „რუსეთის ბიბლიის საზოგადოების“ წესდება. და 1815 წელს მეფემ უბრძანა საზოგადოების თავმჯდომარეს, თავად ალექსანდრე გოლიცინს, წინადადება წაეყენებინა ხელმძღვანელი სინოდისთვის, რომ „რუსებსაც ჰქონოდათ ღვთის სიტყვის წაკითხვის შესაძლებლობა მშობლიურ რუსულ ენაზე“.

      აღსანიშნავია, რომ მიღებულ იქნა ნებართვა ებრაული წერილების რუსულ ენაზე სათარგმნელად პირდაპირ ებრაული დედნიდან. ძველებური ბერძნული „სეპტუაგინტა“ საფუძვლად ედო ებრაული წერილების თარგმანებს სლავურ ენაზე. მათ, ვისაც დაევალა ბიბლიის თარგმნა რუსულ ენაზე, აუხსნეს, რომ თარგმნის ძირითადი პრინციპები უნდა ყოფილიყო სიზუსტე, გარკვეულობა და სისუფთავე. რით დასრულდა მაშინდელი მცდელობები ბიბლიის რუსულ ენაზე გაკეთებასთან დაკავშირებით?

      სასიკვდილო დარტყმა ბიბლიის თარგმნას?

      კონსერვატიულმა პირებმა ეკლესიასა და მთავრობაში მალე ეჭვის თვალით დაუწყეს ყურება უცხოეთის რელიგიურ და პოლიტიკურ ზეგავლენას. ეკლესიის ზოგი წინამძღოლი განაგრძობდა იმის მტკიცებას, რომ სლავური ენა, რომელზედაც ლიტურგიას ატარებდნენ, უკეთესად გადმოსცემდა ბიბლიის ცნობას, ვიდრე რუსული.

      ასე რომ, „რუსეთის ბიბლიის საზოგადოება“ დაშალეს 1826 წელს. ბიბლიის საზოგადოების მიერ გამოცემული თარგმანების რამდენიმე ათასი ეგზემპლარი დაწვეს. შედეგად, ბიბლიაზე უპირატესი ადგილი დაიკავა რიტუალმა და ტრადიციამ. რომის კათოლიკური ეკლესიის მაგალითით, 1836 წელს სინოდმა დაადგინა: «ნებისმიერ ღვთისმოშიშ ერისკაცს შეუძლია საღვთო წერილის მოსმენა, მაგრამ არავის აქვს იმის უფლება, რომ ხელმძღვანელობის გარეშე წაიკითხოს საღვთო წერილის, განსაკუთრებით კი, „ძველი აღთქმის“ რომელიმე ნაწილი». ისე ჩანდა, თითქოს ბიბლიის თარგმნის საქმეს სასიკვდილო დარტყმა მიაყენეს.

      პავსკის ნაშრომი

      ამასობაში, გერასიმ პავსკიმ, ებრაული ენის პროფესორმა, თავის თავზე აიღო ებრაული წერილების თარგმნა რუსულ ენაზე. 1821 წელს მან ფსალმუნების თარგმნა დაასრულა. მეფემ მაშინვე მოიწონა ეს და 1822 წლის იანვრისთვის ფსალმუნების წიგნი გამოქვეყნდა. მას დიდი სიხარულით შეხვდნენ და საჭირო გახდა მისი კიდევ 12-ჯერ დაბეჭდვა — სულ 100 000 ეგზემპლარი დაიბეჭდა!

      პავსკიმ თავისი მიღწევებით როგორც სწავლულმა მრავალი ენათმეცნიერისა და ღვთისმეტყველის პატივისცემა დაიმსახურა. ის დახასიათებულია როგორც პირდაპირი და პატიოსანი ადამიანი, რომელიც მის გარშემო არსებულ ინტრიგებზე მაღლა იდგა. „რუსეთის ბიბლიის საზოგადოების“ მიმართ ეკლესიის წინააღმდეგობისა და იმ ფაქტის მიუხედავად, რომ, ზოგის აზრით, ის საზოგადოება უცხოეთის ინტერესებს წარმოადგენდა, პავსკი განაგრძობდა ბიბლიური მუხლების თარგმნას რუსულ ენაზე თავისი ლექციების კითხვის დროს. მისით მოხიბლული სტუდენტები მის თარგმანებს აკონსპექტებდნენ და დროთა განმავლობაში მათ შეძლეს მისი ნაშრომის შედგენა. 1839 წელს მათ გამბედაობა მოიკრიბეს, რომ ცენზურის ნებართვის გარეშე აკადემიის სტამბაში დაებეჭდათ 150 ეგზემპლარი.

      პავსკის თარგმანმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მკითხველზე და მასზე მოთხოვნა იზრდებოდა. მაგრამ 1841 წელს სინოდში შეტანილ იქნა ანონიმური საჩივარი თარგმანის „საშიშროების“ შესახებ, სადაც ნათქვამი იყო, რომ პავსკიმ გადაუხვია მართლმადიდებლურ დოგმატებს. ორი წლის შემდეგ სინოდმა გამოსცა განკარგულება: «კონფისკაცია გაუკეთეთ გ. პავსკის მიერ ნათარგმნ „ძველი აღთქმის“ ყველა არსებულ ხელნაწერს და ლითოგრაფიულად დაბეჭდილ ეგზემპლარებს და გაანადგურეთ ისინი».

  • ქვეყნდება გადამალული განძი მაკარის ბიბლიის ამბავი
    საგუშაგო კოშკი — 1997 | 15 დეკემბერი
    • მაკარის უკვე გადათარგმნილი ჰქონდა ესაიასა და იობის წიგნები. მაგრამ სინოდმა უარი განუცხადა და არ დართო ნება, რუსულ ენაზე ეთარგმნა ებრაული წერილები. მაკარის ისიც კი განუცხადეს, რომ გონებიდან ამოეგდო ყოველგვარი აზრი რუსულ ენაზე ებრაული წერილების თარგმნასთან დაკავშირებით. სინოდმა გამოსცა დადგენილება, რომელიც დათარიღებული იყო 1841 წლის 11 აპრილით, სადაც მაკარის ებრძანა „სამ-ექვს კვირიანი ეპიტიმიის მოხდა ტომსკის ეპისკოპოსის სახლში, რათა ლოცვითა და მუხლებზე დგომით გაესუფთავებინა სინდისი“.

      მაკარის უშიშარი პოზიცია

      მაკარიმ შეასრულა ეპიტიმია განკუთვნილ დროში — 1841 წლის დეკემბრიდან 1842 წლის იანვრის ჩათვლით. მაგრამ როგორც კი დაასრულა სასჯელის მოხდა, მან მყისვე დაიწყო ებრაული წერილების დარჩენილი ნაწილის თარგმნა. მან შეიძინა პავსკის მიერ ნათარგმნი ებრაული წერილების ეგზემპლარი და მისი საშუალებით თავის თარგმანს ამოწმებდა. პავსკის მსგავსად, არც მან დამალა ღვთის სახელი. სინამდვილეში, სახელი „იეჰოვა“ 3 500-ზე მეტჯერ გვხვდება მაკარის თარგმანში!

      მაკარიმ თავისი ნაშრომის ეგზემპლარები კეთილად განწყობილ მეგობრებს დაუგზავნა. თუმცა ხელნაწერის რამდენიმე ეგზემპლარი იყო გავრცელებული, ეკლესია ისევ ცდილობდა მისი ნაშრომების გამოცემის შეკავებას. მაკარიმ დაგეგმა თავისი ბიბლიის საზღვარგარეთ გამოცემა. მაგრამ გამგზავრების წინა დღეს ავად გახდა და მცირე ხნის შემდეგ, 1847 წელს, გარდაიცვალა. მისი სიცოცხლის პერიოდში ბიბლიის თარგმანი არ გამოცემულა.

  • ქვეყნდება გადამალული განძი მაკარის ბიბლიის ამბავი
    საგუშაგო კოშკი — 1997 | 15 დეკემბერი
    • დროთა განმავლობაში პოლიტიკური და რელიგიური ვითარება შეიცვალა. მთელი ქვეყანა გაიტაცა ახალმა ლიბერალურმა მსოფლმხედველობამ და 1856 წელს სინოდი კიდევ ერთხელ დათანხმდა, რომ ბიბლია რუსულ ენაზე გადათარგმნილიყო. ამ გამოსწორებული სიტუაციის დროს მაკარის ბიბლია ნაწილ-ნაწილ გამოიცემოდა 1860—1867 წლებში ჟურნალ „მართლმადიდებლური მიმოხილვის“ რუბრიკაში, სათაურით „საცდელი თარგმანი რუსულ ენაზე“.

      ჩერნიგოვის არქიეპისკოპოსმა ფილარეტმა, რუსული რელიგიური ლიტერატურის სწავლულმა, დიდად შეაფასა მაკარის ბიბლია: „მისი თარგმანი ზუსტად გადმოცემს ებრაულ ტექსტს, თარგმანის ენა სუფთაა და შეეფერება შინაარსს“.

      მაგრამ მაკარის ბიბლია ჩვეულებრივი ხალხისთვის არასოდეს გამოცემულა. ფაქტობრივად, ის თითქმის გადაივიწყეს კიდეც. საბოლოოდ, 1876 წელს სინოდის ნებართვით რუსულ ენაზე გადაითარგმნა მთლიანი ბიბლია — ებრაული და ბერძნული წერილები. ამ სრულ ბიბლიას ხშირად სინოდალური თარგმანი ეწოდება. შეუსაბამობა ისაა, რომ რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის ამ „ოფიციალური“ თარგმანის წყარო ძირითადად მაკარისა და პავსკის თარგმანები იყო. მაგრამ ებრაული ხელნაწერებისგან განსხვავებით ღვთის სახელი მხოლოდ რამდენიმე ადგილას იქნა დატოვებული.

  • ქვეყნდება გადამალული განძი მაკარის ბიბლიის ამბავი
    საგუშაგო კოშკი — 1997 | 15 დეკემბერი
    • გაზეთმა აღნიშნა, რომ ბიბლია რუსულ ენაზე პირველად გამოჩნდა მხოლოდ „120 წლის წინათ“ და შემდეგ გულისტკივილით ამბობდა: „მრავალი წლის განმავლობაში ეკლესია ეწინააღმდეგებოდა წმინდა წიგნების თარგმნას ადვილად წასაკითხ ენაზე. მას შემდეგ, რაც ეკლესიამ რამდენიმე თარგმანზე უარი განაცხადა, საბოლოოდ თანხმობა გამოთქვა ერთ-ერთ მათგანზე 1876 წელს, რომელიც ცნობილი გახდა, როგორც სინოდალური თარგმანი. მაგრამ მისი გამოყენება ეკლესიებში არ შეიძლებოდა. დღემდე ერთადერთი ბიბლია, რომელსაც ეკლესიებში აღიარებენ, სლავურ ენაზეა“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება